სააკაძის #6-ში მშენებარე ბინების ბინადარი 10 ოჯახი ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს. მათმა წარმომადგენლებმა დღეს თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც სააკაძის #6-ის მშენებარე კორპუსში მათი ბინების კუთვნილების პრობლემის შესახებ ისაუბრეს.
[იხილეთ ვიდეო]
ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრესკონფერენცია დეპუტატ ლექსო თამაზაშვილის საპასუხოდ გამართა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებასა და "ნათესავი პრემიერ-მინისტრის" ზურგს ამოფარებული დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი სააკაძის #6-ში მიმდინარე მშენებლობის ე.წ. კრიშაა.
ელისაშვილმა აღნიშნა, რომ თამაზაშვილმა მას ცილისმწამებელი უწოდა და ასევე განაცხადა, რომ სააკაძის #6-ში მიმდინარე მშენებლობასთან შეხება არ აქვს. ელისაშვილის თქმით, თამაზაშვილმა ასევე უარყო, რომ მშენებარე ბინების ოჯახებზე არანაირი ზეწოლა არ ხდება.