მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს
შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს

შვე­ი­ცა­რი­ა­ში ფიფა-ს ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა მათ­გა­ნი კო­რუფ­ცი­ა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. რო­გორც "ნიუ იორკ თა­იმ­სი" იტყო­ბი­ნე­ბა, ბრალ­დე­ბა შე­საძ­ლოა, 10-ზე მეტ ჩი­ნოვ­ნიკს წა­უ­ყე­ნონ. ესე­ნია სამ­ხრეთ ამე­რი­კის ფეხ­ბურ­თის კონ­ფე­დე­რა­ცი­ი­სა (CONMEBOL-ი) და ჩრდი­ლო­ეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კი­სა და კა­რი­ბის ზღვის აუ­ზის ქვეყ­ნე­ბის ფეხ­ბურ­თის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, რომ­ლებ­საც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­სა და თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

და­კა­ვე­ბე­ბის სე­რია ცი­უ­რიხ­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც ფიფა-ს აღმსას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­კა­ვე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბა ჯერ უც­ნო­ბია, თუმ­ცა რო­გორც "ნიუ იორკ თა­იმ­სი" წერს, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არ არის ფიფა-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ზეპ ბლა­ტე­რი.

ცი­უ­რი­ხის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია ქვეყ­ნის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და პო­ლი­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბით ჩა­ტარ­და.

23 ნო­ემ­ბერს ფიფა-ს ეთი­კის კო­მი­ტე­ტის სა­არ­ბიტ­რა­ჟო პა­ლა­ტამ ზეპ ბლა­ტე­რი­სა და უეფა-ს პრე­ზი­დენ­ტის მი­შელ პლა­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ბლა­ტერს პლა­ტი­ნის­თვის ჰო­ნო­რა­რის სა­ხით 2 მი­ლი­ო­ნი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ფრან­კის გა­დახ­და­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ფიფა-ს რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით ცი­უ­რიხ­ში მა­ის­შიც და­ა­კა­ვეს, კი­დევ რამ­დე­ნი­მეს ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს

შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს

შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს. ყველა მათგანი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" იტყობინება, ბრალდება შესაძლოა, 10-ზე მეტ ჩინოვნიკს წაუყენონ. ესენია სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციისა (CONMEBOL-ი) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის ჩინოვნიკები, რომლებსაც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.

დაკავებების სერია ციურიხში ჩატარდა, სადაც ფიფა-ს აღმსასრულებელი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. დაკავებულთა ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, დაკავებულთა შორის არ არის ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი.

ციურიხის პოლიციის ცნობით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციის განკარგულებით ჩატარდა.

23 ნოემბერს ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ზეპ ბლატერისა და უეფა-ს პრეზიდენტის მიშელ პლატინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბლატერს პლატინისთვის ჰონორარის სახით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდაში ადანაშაულებენ.

ფიფა-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით ციურიხში მაისშიც დააკავეს, კიდევ რამდენიმეს ბრალდება წაუყენეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა