ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ პიკასომ თბილისელი ქალი ლუდმილა პიტოევა (სმანოვა) დახატა...
ვინ იყო ლუდმილა პიტოევა და როგორ დაიმკვიდრა პარიზის ელიტურ საზოგადოებაში გამორჩეული ადგილი, ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან კინწურაშვილი გვესაუბრება:
- ლუდმილა თბილისში დაიბადა და გაიზარდა, ისევე როგორც მისი მეუღლე, ცნობილი თეატრალური მოღვაწე ჟორჟ პიტოევი. ერთმანეთი პარიზში გაიცნეს და იქ დაქორწინდნენ. ჟორჟი 10 წლით უფროსი იყო მეუღლეზე. ლუდმილას კარგი განათლება ჰქონდა, მამამ წმინდა ნინოს პანსიონში მიაბარა...
უცხო ენებისა და ცეკვის შესასწავლად ლუდმილა დედასთან ერთად პარიზში გაემგზავრა. გოგონას მსახიობობა სურდა, მაგრამ დრამის ფაკულტეტზე ვერ მოხვდა, სამაგიეროდ, შეხვდა ჟორჟ პიტოევს, რომელიც უკვე პარიზულ თეატრალურ საზოგადოებაში ცნობილი იყო.
ჟორჟი სოლოლაკში, შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. მამამისმა რუსთაველის თეატრის მშენებლობისთვის დიდი თანხა გაიღო. შვილს მრავალმხრივი განათლება მისცა - კარგად იცოდა მათემატიკა, საგზაო ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ მოსკოვში, იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, თუმცა თეატრით იყო გატაცებული... დედის გარდაცვალების შემდეგ, შვილისთვის დარდი რომ შეემსუბუქებინა, მამამ ჟორჟი პარიზში გაგზავნა... თავდაპირველად საქველმოქმედო სპექტაკლებს დგამდა და სწორედ მაშინ შეხვდა ლუდმილა სმანოვას და შეუყვარდა. ერთად უამრავი სპექტაკლი დადგეს. მალე სახელიც გაითქვეს...იხილეთ გაგრძელება