სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე ჭაჭუასთან დაშორება მძიმედ გადავიტანე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი" - გიორგი ვარდოსანიძე მძიმე დეპრესიაზე ალაპარაკდა
"სალომე ჭაჭუასთან დაშორება მძიმედ გადავიტანე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი" - გიორგი ვარდოსანიძე მძიმე დეპრესიაზე ალაპარაკდა

მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ტე­რე­სი მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც მისი ცხოვ­რე­ბა ცნო­ბილ მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თან გა­და­იკ­ვე­თა. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა-გან­ქორ­წი­ნე­ბას პრე­სა­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ვარ­დო­სა­ნი­ძე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ამ­ჯე­რად "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ მცი­რე ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

***

"სარ­კე": მარ­თა­ლია, რომ დეპ­რე­სი­ის პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რეთ?

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე: ამ სი­ტყვის არა­სო­დეს მჯე­რო­და. მე­გო­ნა, თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ამ­ბა­ვი იყო და ასეთ დროს სა­კუ­თარ თავს ძა­ლით უქ­მნიდ­ნენ სა­დარ­დე­ბელს, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა. მე მარ­თლაც გა­მო­ვი­ა­რე მძი­მე მო­მენ­ტე­ბი, რა­მაც გამ­ზარ­და და რა­ღა­ცე­ე­ბი გა­და­მა­ფა­სე­ბი­ნა. ამ ცხოვ­რე­ბა­ში ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა - მინ­და, ეს სი­ტყვე­ბი ამო­ვის­ვი­რინ­გო. ეს რომ, გა­ვი­აზ­რე, დავ­ლაგ­დი და ყო­ვე­ლი დღის გა­თე­ნე­ბა მი­ხა­რია.

მქო­ნია ისე­თი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერს მოვ­წყდი, სა­კუ­თარ თავს ვერ ვშვე­ლო­დი და ჩემი მე­ო­რე "მე" ჩემს თავ­ში იქე­ქე­ბო­და. ეს უკვე გა­მო­ვი­ა­რე და მეტი აღარ მინ­და. ახლა ყვე­ლა­ფერს პო­ზი­ტი­უ­რად ვუ­ყუ­რებ. მხო­ლოდ ლო­გინ­ში თუ არ მო­ვე­ფე­რე­ბით ერ­თმა­ნეთს და ადა­მი­ა­ნუ­რი მო­ფე­რე­ბის უნარ­საც აღ­ვიდ­გენთ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა.

"სარ­კე": მძი­მე პე­რი­ო­დი ცოლ­თან, სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თან გან­შო­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა?

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე: ის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ცუ­დად, მძი­მედ, რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე. ვი­საც თავ­ში ჭკუა აქვს, ოჯა­ხის დან­გრე­ვას კარ­გად ვინ გა­და­ი­ტანს? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მხო­ლოდ მე არ ვი­ყა­ვი ცუ­დად და სა­ლო­მეც ასე იყო. მი­ხა­რია, რომ ახლა ყვე­ლა­ფე­რი ლაგ­დე­ბა. დრო ჩემ­თვის მკურ­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბევ­რი რამ და­მა­ფა­სე­ბი­ნა, ბო­დი­შის მოხ­და და ჩემი სი­მარ­თლის ბო­ლომ­დე გა­ტა­ნა არაა სირ­ცხვი­ლი.

სა­ლო­მეს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, ვთვლი, რომ ბევ­რს მი­აღ­წევს. რო­გორც ვიცი, თა­ვი­სი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შია. ჩვენ მტრე­ბი არ ვართ და ვერც ვე­რა­სო­დეს ვიქ­ნე­ბით. ყო­ველ­დღე - არა, მაგ­რამ ათას­ში ერთხელ ვკი­თხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს, ხომ ვართ კარ­გად და რამე ხომ არ გვჭირ­დე­ბა. სა­ლო­მე ამ ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე მე­ტად ცეკ­ვა­ზე გიჟ­დე­ბა და ვიცი, რომ რა­ღაც წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევს. ერთი არ მი­აღ­წი­ოს და შუ­ა­ზე გა­დავ­წიწ­კნი!

ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. სულ ამ­ბობ­და, მინ­და მსოფ­ლი­ოს 50 სა­უ­კე­თე­სო წყვილს შო­რის შე­ვი­დეო და, სა­ლო­მე, თუ ახლა ამ ინ­ტერ­ვი­უს კი­თხუ­ლობ, გე­უბ­ნე­ბი, 50 წყვილს შო­რის კი არა, პირ­ვე­ლი უნდა იყო, ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი გაქვს! თუ ასე არ იქ­ნე­ბა, პი­რა­დად მე გაგ­ჩე­ჩავ. ნი­ჭი­ე­რი, კარ­გი მო­ცეკ­ვა­ვე გო­გოა, მთე­ლი გუ­ლით წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ. ეს ადა­მი­ა­ნი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ჩემი ცხოვ­რე­ბის ის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც ვერ ამოვშლი გუ­ლი­დან, ეს ნა­წი­ლი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და მე­გობ­რუ­ლია ჩემ­თვის. არ ვიცი, მას რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ მე წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ კა­რი­ე­რა­ში.

"სარ­კე": მე ვი­ყა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­თა­ნაც არა­ერ­თხელ გი­სა­უბ­რი­ათ თქვენს დიდ სიყ­ვა­რულ­ზე, ქორ­წი­ნე­ბა­ზე, თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე, მო­მა­ვალ­ზე. გული დამ­წყდა, რომ ასე­თი ოჯა­ხი და­ი­შა­ლა.

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე: მხო­ლოდ თქვენ - არა, ბევ­რს ეწყი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ცხოვ­რე­ბა­ში თურ­მე ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბა, რა­საც არ ელო­დე­ბი და ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნია. ვი­საც ჩვე­ნი და­შო­რე­ბა გა­გი­ხარ­დათ, შე­გარ­გოთ, ვი­საც გული დაგ­წყდათ, ნამ­დვი­ლად არ გვინ­დო­და და ვერც ჩვენ ვი­ფიქ­რებ­დით, თუ ასე მოხ­დე­ბო­და.

არ­ცერ­თი ვიმ­სა­ხუ­რებთ გან­კი­თხვას. ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტი იყო. ჩვენ არ ვართ პირ­ვე­ლი წყვი­ლი, ვინც და­შორ­და. არ გვინ­დო­და, მაგ­რამ ასე გა­მო­ვი­და, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა.

"სარ­კე": იქ­ნებ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად უნდა იბ­რძო­ლო?

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე: ერ­თა­დერ­თი, იმას მივ­ხვდი, რომ ვის­თა­ნაც კარ­გად ვი­ყა­ვი, იმა­ზე ცუდი არ უნდა ვთქვა. ოდეს­ღაც მას­თან კარ­გად ვი­ყა­ვი, ამი­ტო­მაც სა­ლო­მე­ზე, კარ­გის გარ­და, ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, სულ რომ მა­წა­მოთ. ვი­მე­ო­რებ, ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა, ალ­ბათ ასე იყო სა­ჭი­რო.

"სარ­კე": ადრე რას ეძებ­დით ქალ­ში და ახლა რა არის თქვენ­თვის მთა­ვა­რი?

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე: ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე მჭი­დე­ბო­და და დღემ­დე ასეა. ესაა იუ­მო­რის გრძნო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კარ­გი ვი­ზუ­ა­ლი. ჯერ თვა­ლი ჭამს და მერე მი­დი­ხარ სუფ­რას­თან, ამი­ტომ ვერ და­ვი­წყებ ქა­ლის სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე ლა­პა­რაკს. ბევ­რი სხვა კარ­გი თვი­სე­ბაც უნდა ჰქონ­დეს, ყვე­ლა­ფერს იმას უნდა აფა­სებ­დეს, რა­საც მე ვა­ფა­სებ. თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე იქ­ნე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ არა და, ნახ­ვამ­დის, არა უშავს.

"სარ­კე": სა­ლო­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ რა გა­მოც­დი­ლე­ბა და­გი­ტო­ვათ, რა გას­წავ­ლათ?

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე: ამა­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან რთუ­ლია. უფრო ფრთხი­ლი გავ­ხდი და ძნე­ლად და­ვი­წყებ ურ­თი­ერ­თო­ბას. მაქვს იმის გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ გან­ვსა­ზღვრო, რა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დამ­თავ­რდეს.

რაც ასა­კი მა­ტუ­ლობს, უფრო რთუ­ლი ხდე­ბა მე­ო­რე ნა­ხევ­რის პოვ­ნა. ეს ტრა­გე­დია არ არის, მარ­ტო­ო­ბა­საც მშვე­ნი­ე­რი პლუ­სე­ბი აქვს. ოდეს­ღაც ვი­პო­ვი ჩემს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, იქამ­დე კი კარ­გად გა­დავ­ხარ­შავ, ბევ­რს ვი­ფიქ­რებ. და­ნარ­ჩე­ნი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ის ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­რო იყო რაც აქამ­დე გა­მო­ვი­ა­რე. სი­ხა­რუ­ლი, ტკი­ვი­ლი, ბედ­ნი­ე­რი თუ უბე­დუ­რი წუ­თე­ბი სა­ჭი­რო იყო.

"სარ­კე": ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ხართ და თქვენ გვერ­დით არა­ვი­ნაა?

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე: ჩემი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ. არა­ვინ მყავს და არც ვჩ­ქა­რობ.

ქეთი დი­ნოშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"სალომე ჭაჭუასთან დაშორება მძიმედ გადავიტანე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი" - გიორგი ვარდოსანიძე მძიმე დეპრესიაზე ალაპარაკდა

"სალომე ჭაჭუასთან დაშორება მძიმედ გადავიტანე, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი" - გიორგი ვარდოსანიძე მძიმე დეპრესიაზე ალაპარაკდა

მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი ვარდოსანიძის პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი ცხოვრება ცნობილ მოცეკვავე სალომე ჭაჭუასთან გადაიკვეთა. წყვილის ქორწინება-განქორწინებას პრესასა და ტელევიზიაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

ვარდოსანიძე პირად ცხოვრებაზე ამჯერად "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

***

"სარკე": მართალია, რომ დეპრესიის პერიოდი გამოიარეთ?

გიორგი ვარდოსანიძე: ამ სიტყვის არასოდეს მჯეროდა. მეგონა, თითიდან გამოწოვილი ამბავი იყო და ასეთ დროს საკუთარ თავს ძალით უქმნიდნენ სადარდებელს, მაგრამ ასე არ ყოფილა. მე მართლაც გამოვიარე მძიმე მომენტები, რამაც გამზარდა და რაღაცეები გადამაფასებინა. ამ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება - მინდა, ეს სიტყვები ამოვისვირინგო. ეს რომ, გავიაზრე, დავლაგდი და ყოველი დღის გათენება მიხარია.

მქონია ისეთი პერიოდი, როდესაც ყველაფერს მოვწყდი, საკუთარ თავს ვერ ვშველოდი და ჩემი მეორე "მე" ჩემს თავში იქექებოდა. ეს უკვე გამოვიარე და მეტი აღარ მინდა. ახლა ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ. მხოლოდ ლოგინში თუ არ მოვეფერებით ერთმანეთს და ადამიანური მოფერების უნარსაც აღვიდგენთ, ძალიან კარგი იქნება.

"სარკე": მძიმე პერიოდი ცოლთან, სალომე ჭაჭუასთან განშორებამ მოიტანა?

გიორგი ვარდოსანიძე: ის პერიოდი ძალიან ცუდად, მძიმედ, რთულად გადავიტანე. ვისაც თავში ჭკუა აქვს, ოჯახის დანგრევას კარგად ვინ გადაიტანს? დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად და სალომეც ასე იყო. მიხარია, რომ ახლა ყველაფერი ლაგდება. დრო ჩემთვის მკურნალი აღმოჩნდა. ბევრი რამ დამაფასებინა, ბოდიშის მოხდა და ჩემი სიმართლის ბოლომდე გატანა არაა სირცხვილი.

სალომეს ძალიან ვაფასებ, ვთვლი, რომ ბევრს მიაღწევს. როგორც ვიცი, თავისი გეგმების განხორციელებაშია. ჩვენ მტრები არ ვართ და ვერც ვერასოდეს ვიქნებით. ყოველდღე - არა, მაგრამ ათასში ერთხელ ვკითხულობთ ერთმანეთს, ხომ ვართ კარგად და რამე ხომ არ გვჭირდება. სალომე ამ ცხოვრებაში, ყველაზე მეტად ცეკვაზე გიჟდება და ვიცი, რომ რაღაც წარმატებებს აღწევს. ერთი არ მიაღწიოს და შუაზე გადავწიწკნი!

ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სულ ამბობდა, მინდა მსოფლიოს 50 საუკეთესო წყვილს შორის შევიდეო და, სალომე, თუ ახლა ამ ინტერვიუს კითხულობ, გეუბნები, 50 წყვილს შორის კი არა, პირველი უნდა იყო, ამის პოტენციალი გაქვს! თუ ასე არ იქნება, პირადად მე გაგჩეჩავ. ნიჭიერი, კარგი მოცეკვავე გოგოა, მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ. ეს ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ცხოვრების ის ნაწილი იქნება, რომელსაც ვერ ამოვშლი გულიდან, ეს ნაწილი ძალიან ძვირფასი და მეგობრულია ჩემთვის. არ ვიცი, მას რა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მე წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში.

"სარკე": მე ვიყავი ჟურნალისტი, რომელთანაც არაერთხელ გისაუბრიათ თქვენს დიდ სიყვარულზე, ქორწინებაზე, თანაცხოვრებაზე, მომავალზე. გული დამწყდა, რომ ასეთი ოჯახი დაიშალა.

გიორგი ვარდოსანიძე: მხოლოდ თქვენ - არა, ბევრს ეწყინა. სამწუხაროდ, ცხოვრებაში თურმე ისეთი რაღაცეები ხდება, რასაც არ ელოდები და ვერ წარმოგიდგენია. ვისაც ჩვენი დაშორება გაგიხარდათ, შეგარგოთ, ვისაც გული დაგწყდათ, ნამდვილად არ გვინდოდა და ვერც ჩვენ ვიფიქრებდით, თუ ასე მოხდებოდა.

არცერთი ვიმსახურებთ განკითხვას. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი იყო. ჩვენ არ ვართ პირველი წყვილი, ვინც დაშორდა. არ გვინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა, ცხოვრება გრძელდება.

"სარკე": იქნებ ურთიერთობის გადასარჩენად უნდა იბრძოლო?

გიორგი ვარდოსანიძე: ერთადერთი, იმას მივხვდი, რომ ვისთანაც კარგად ვიყავი, იმაზე ცუდი არ უნდა ვთქვა. ოდესღაც მასთან კარგად ვიყავი, ამიტომაც სალომეზე, კარგის გარდა, ვერაფერს ვიტყვი, სულ რომ მაწამოთ. ვიმეორებ, ტყუილად არაფერი ხდება, ალბათ ასე იყო საჭირო.

"სარკე": ადრე რას ეძებდით ქალში და ახლა რა არის თქვენთვის მთავარი?

გიორგი ვარდოსანიძე: ყოველთვის ერთი და იგივე მჭიდებოდა და დღემდე ასეა. ესაა იუმორის გრძნობა, აუცილებელია კარგი ვიზუალი. ჯერ თვალი ჭამს და მერე მიდიხარ სუფრასთან, ამიტომ ვერ დავიწყებ ქალის სულიერებაზე ლაპარაკს. ბევრი სხვა კარგი თვისებაც უნდა ჰქონდეს, ყველაფერს იმას უნდა აფასებდეს, რასაც მე ვაფასებ. თუ ეს ყველაფერი ასე იქნება, კარგი იქნება, თუ არა და, ნახვამდის, არა უშავს.

"სარკე": სალომესთან ურთიერთობამ რა გამოცდილება დაგიტოვათ, რა გასწავლათ?

გიორგი ვარდოსანიძე: ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. უფრო ფრთხილი გავხდი და ძნელად დავიწყებ ურთიერთობას. მაქვს იმის გამოცდილება, რომ განვსაზღვრო, რა როგორ შეიძლება დამთავრდეს.

რაც ასაკი მატულობს, უფრო რთული ხდება მეორე ნახევრის პოვნა. ეს ტრაგედია არ არის, მარტოობასაც მშვენიერი პლუსები აქვს. ოდესღაც ვიპოვი ჩემს მეორე ნახევარს, იქამდე კი კარგად გადავხარშავ, ბევრს ვიფიქრებ. დანარჩენი არაფერი შეცვლილა. ის ყველაფერი საჭირო იყო რაც აქამდე გამოვიარე. სიხარული, ტკივილი, ბედნიერი თუ უბედური წუთები საჭირო იყო.

"სარკე": ახლა შეყვარებული არ ხართ და თქვენ გვერდით არავინაა?

გიორგი ვარდოსანიძე: ჩემი გული თავისუფალია, შეყვარებული არ ვარ. არავინ მყავს და არც ვჩქარობ.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია