მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიღნაღის პოლიციის უფროსმა წყლით სავსე ბოთლით მცემა"
"სიღნაღის პოლიციის უფროსმა წყლით სავსე ბოთლით მცემა"

სო­ფელ ხორ­ნა­ბუ­ჯში მცხოვ­რე­ბი 25 წლის ნი­კო­ლოზ ბეჟაშ­ვი­ლი სიღ­ნა­ღის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს მა­ნუ­ჩარ გო­გიშ­ვილს ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც ბეჟაშ­ვილ­მა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გა­ნუ­ცხა­და, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი მის­გან და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას ითხოვ­და, რის გა­მოც წნო­რის ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ და წყლით სავ­სე ბოთ­ლით და წიხ­ლე­ბით ცემ­დნენ.

ნი­კო­ლოზ ბეჟაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­სა­მარ­თლომ მას მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კი მის­გან ითხოვ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ სა­ჭეს­თან იჯდა.

"ადრე ვარ ნა­სა­მარ­თლე­ვი. მო­ვი­ხა­დე სას­ჯე­ლი. მას შემ­დეგ მუდ­მი­ვად ზე­წო­ლის ქვეშ ვარ. და­მა­კა­ვეს, ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­მი­დეს, შე­მოწ­მე­ბა­ზე წა­მიყ­ვა­ნეს და არ აღ­მოვ­ჩნდი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. სა­სა­მარ­თლომ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა და უფრო გა­და­მე­კიდ­ნენ. ჩემს გარ­და ჩემი მე­გობ­რე­ბიც ცე­მეს. რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ წნო­რის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი, არც და­რეკ­ვის უფ­ლე­ბა მომ­ცეს", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ბეჟაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ცე­მის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის და ტკი­ვი­ლე­ბის გამო, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ის წნო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც ერთი დღე იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"სიღნაღის პოლიციის უფროსმა წყლით სავსე ბოთლით მცემა"

"სიღნაღის პოლიციის უფროსმა წყლით სავსე ბოთლით მცემა"

სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები 25 წლის ნიკოლოზ ბეჟაშვილი სიღნაღის პოლიციის უფროსს მანუჩარ გოგიშვილს ცემაში ადანაშაულებს. როგორც ბეჟაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, პოლიციის უფროსი მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდა, რის გამოც წნორის ქვეგანყოფილებაში დაახლოებით 8 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ და წყლით სავსე ბოთლით და წიხლებით ცემდნენ.

ნიკოლოზ ბეჟაშვილის განმარტებით, სასამართლომ მას მართვის უფლება ჩამოართვა, პოლიციელები კი მისგან ითხოვდნენ ეღიარებინა, რომ საჭესთან იჯდა.

"ადრე ვარ ნასამართლევი. მოვიხადე სასჯელი. მას შემდეგ მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვარ. დამაკავეს, ნარკოტიკები ჩამიდეს, შემოწმებაზე წამიყვანეს და არ აღმოვჩნდი ზემოქმედების ქვეშ. სასამართლომ გამათავისუფლა და უფრო გადამეკიდნენ. ჩემს გარდა ჩემი მეგობრებიც ცემეს. რვა საათის განმავლობაში, სანამ წნორის პოლიციის განყოფილებაში ვიყავი, არც დარეკვის უფლება მომცეს", - განაცხადა ნიკოლოზ ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების და ტკივილების გამო, სახლში დაბრუნების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ერთი დღე იყო მოთავსებული.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ