პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები ესპანეთში დღეში 700 ბინას ტეხდნენ" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც მადრიდის პოლიციაში მუშაობს
"ქართველები ესპანეთში დღეში 700 ბინას ტეხდნენ" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც მადრიდის პოლიციაში მუშაობს

22 წლის ანა ფი­ცხე­ლა­უ­რი 8 წე­ლია, დე­დას­თან ერ­თად მად­რიდ­ში ცხოვ­რობს. თბი­ლი­სელ­მა გო­გო­ნამ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით შე­სა­შურ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ანას უკვე სამი დიპ­ლო­მი აქვს, მე­ექ­ვსე უცხო ენას სწავ­ლობს და მად­რი­დის პო­ლი­ცი­ა­ში თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ობს.

ანა ფი­ცხე­ლა­უ­რი: - თბი­ლის­ში გა­ვი­ზარ­დე. 2008 წელს, რვა კლა­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მე და დე­დამ­ ეს­პა­ნეთ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ წას­ვლა. მა­ნამ­დე ეს­პა­ნუ­რი ენა შე­ვის­წავ­ლე. ჩა­მო­ვე­დით მადრ­იდში და ალ­კო­ბენ­დას­ში ვი­ქი­რა­ვეთ ბინა. ამ და­სახ­ლე­ბა­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. აქ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო გვაქვს...

და­ვი­ა­რე სკო­ლე­ბი და რად­გან ენა ვიც­ოდი, ისეთ ინ­სტი­ტუ­ტში გა­მა­ნა­წი­ლეს, სა­დაც სკო­ლის მა­სა­ლას­თან ერ­თად პრო­ფეს­ია­საც და­ვე­უფ­ლე­ბო­დი. დამ­რი­გე­ბელს ძა­ლი­ან შე­ვუყ­ვარ­დი. წიგ­ნე­ბის ყიდ­ვის სა­შუა­ლება არ მქონ­და და ჩამ­წე­რა სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­მყვეს, ბი­ნის ქი­რა­საც მიხ­დიდ­ნენ და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. დედა ინ­ვა­ლი­დია, წლე­ბის წინ და­იწ­ვა და ცალ ხელს ვერ ამოძ­რა­ვებს, ამი­ტომ სამ­სა­ხუ­რი ვერ­სად იშო­ვა... სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მად­რი­დის მი­რა­სი­ე­რას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვირ­ცხე. დი­ლით ვსწავ­ლობ­დი, სა­ღა­მოს ვმუ­შა­ობ­დი - ქუ­ჩა­ში ფლა­ე­რებს ვა­რი­გებ­დი. უნი­ვერ­სი­ტე­ტი წელს და­ვამ­თავ­რე. იან­ვრი­დან პრაქ­ტი­კა მექ­ნე­ბა ბან­კში და დიპ­ლომს მერე მომ­ცე­მენ...

- პო­ლი­ცი­ა­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- კო­მი­სა­რი­ატ­ში (პო­ლი­ცი­ა­ში)­ ქარ­თველ ბი­ჭებს რამ­დენ­ჯერ­მე გავ­ყე­ვი თარ­ჯიმ­ნად. ინ­გლი­სუ­რი, ეს­პა­ნუ­რი, რუ­სუ­ლი და თურ­ქუ­ლი ენე­ბიც ვიცი, ახლა გერ­მა­ნულს ვსწავ­ლობ. კო­მი­სარ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, თუ დიპ­ლო­მი­ გაქვს, პო­ლი­ცი­ა­ში გა­გაფ­ორ­მ­ებთო. დღეს­დღე­ო­ბით კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ვეხ­მა­რე­ბი ქარ­თვე­ლებს...

გაგ­რძე­ლე­ბა

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ქართველები ესპანეთში დღეში 700 ბინას ტეხდნენ" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც მადრიდის პოლიციაში მუშაობს

"ქართველები ესპანეთში დღეში 700 ბინას ტეხდნენ" - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც მადრიდის პოლიციაში მუშაობს

22 წლის ანა ფიცხელაური 8 წელია, დედასთან ერთად მადრიდში ცხოვრობს. თბილისელმა გოგონამ თავდაუზოგავი შრომით შესაშურ წარმატებას მიაღწია. ანას უკვე სამი დიპლომი აქვს, მეექვსე უცხო ენას სწავლობს და მადრიდის პოლიციაში თარჯიმნად მუშაობს.

ანა ფიცხელაური: - თბილისში გავიზარდე. 2008 წელს, რვა კლასის დამთავრების შემდეგ, მე და დედამ­ ესპანეთში გადავწყვიტეთ წასვლა. მანამდე ესპანური ენა შევისწავლე. ჩამოვედით მადრ­იდში და ალკობენდასში ვიქირავეთ ბინა. ამ დასახლებაში უამრავი ქართველი ცხოვ­რობს. აქ პატარა საქართველო გვაქვს...

დავიარე სკოლები და რადგან ენა ვიც­ოდი, ისეთ ინსტიტუტში გამანაწილეს, სადაც სკოლის მასალასთან ერთად პროფეს­იასაც დავეუფლებოდი. დამრიგებელს ძალიან შევუყვარდი. წიგნების ყიდვის საშუა­ლება არ მქონდა და ჩამწერა სახელმწიფო დახმარების სამსახურში, სადაც ყველაფრით უზრუნველმყვეს, ბინის ქირასაც მიხდიდნენ და სამი წლის განმავლობაში მეხმარებოდნენ. დედა ინვალიდია, წლების წინ დაიწვა და ცალ ხელს ვერ ამოძრავებს, ამიტომ სამსახური ვერსად იშოვა... სკოლის დამთავრების შემდეგ, მადრიდის მირასიერას უნივერსიტეტში ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავირცხე. დილით ვსწავლობდი, საღამოს ვმუშაობდი - ქუჩაში ფლაერებს ვარიგებდი. უნივერსიტეტი წელს დავამთავრე. იანვრიდან პრაქტიკა მექნება ბანკში და დიპლომს მერე მომცემენ...

- პოლიციაში როგორ მოხვდი?

- კომისარიატში (პოლიციაში)­ ქართველ ბიჭებს რამდენჯერმე გავყევი თარჯიმნად. ინგლისური, ესპანური, რუსული და თურქული ენებიც ვიცი, ახლა გერმანულს ვსწავლობ. კომისარმა შემომთავაზა, თუ დიპლომი­ გაქვს, პოლიციაში გაგაფ­ორ­მ­ებთო. დღესდღეობით კანონის ფარგლებში ვეხმარები ქართველებს...

გაგრძელება

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია