პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება სირია სამოქალაქო ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ
როგორ გამოიყურება სირია სამოქალაქო ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ

სი­რი­ა­ში არე­უ­ლო­ბა 2011 წლის 15 მარტს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით და­ი­წყო, რომ­ლე­ბიც აპ­რი­ლის­თვის უკვე მთელ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და. აქ­ცი­ე­ბი უფრო ფარ­თო ახლო აღ­მო­სავ­ლუ­რი საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის ნა­წი­ლი იყო, რო­მე­ლიც არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრე­ზი­დენტ ბა­შარ ალ-ასა­დის გა­დად­გო­მას მო­ი­თხოვ­დნენ, რომ­ლის ოჯა­ხიც სი­რი­ას 1971 წლი­დან მარ­თავს, ასე­ვე ბა­ა­სის პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც 1963 წელს და­ი­წყო.

[იხი­ლეთ გა­ლე­რეა]

2011 წლის აპ­რილ­ში, სი­რი­ის არ­მია აჯან­ყე­ბის ჩა­სახ­შო­ბად გა­მო­ვი­და. ჯა­რის­კა­ცებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, პრო­ტეს­ტი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ აჯან­ყე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

2013 წელს ჰეზ­ბო­ლა შე­უ­ერ­თდა ომს სი­რი­ის არ­მი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად.

2013 წლის ივ­ლი­სის­თვის, სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 30-40 პრო­ცენტს და სი­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის 60 პრო­ცენტს აკონ­ტრო­ლებ­და.

2012 წლის გა­ე­როს მოხ­სე­ნე­ბამ კონ­ფლიქ­ტი და­ა­ხა­სი­ა­თა, რო­გორც "ღიად სექ­ტან­ტუ­რი ხა­სი­ა­თის მა­ტა­რე­ბე­ლი" და­პი­რის­პი­რე­ბა, ძი­რი­თა­დად, სუ­ნიტ მე­ამ­ბო­ხე­თა და ალა­ვი­ტურ შა­ბი­ჰა მი­ლი­ცი­ა­სა და სხვა ში­ი­ტურ ჯგუ­ფებს შო­რის. მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­აც და სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბიც უარ­ყო­ფენ ამ ფაქტს.

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ გა­და­ა­ჭარ­ბა 100 000-ს 2013 წლის ივ­ნის­ში და 2013 წლის სექ­ტემ­ბერს 120 000-ს მი­აღ­წია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე ოპო­ზი­ცი­ის ძა­ლებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვებ­ში.

გა­ე­რო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, 2012 და 2013 წელს ამ დარ­ღვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებ­და. 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი სი­რი­ე­ლი გახ­და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პირი, 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი სი­რი­ე­ლი გა­იქ­ცა ქვეყ­ნი­დან და გახ­და ლტოლ­ვი­ლი და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი დარ­ჩა მძი­მე სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებ­ში საკ­ვე­ბი­სა და სას­მე­ლი წყლის გა­რე­შე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია wikipedia.org -ის მი­ხედ­ვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

როგორ გამოიყურება სირია სამოქალაქო ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ

როგორ გამოიყურება სირია სამოქალაქო ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ

სირიაში არეულობა 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით დაიწყო, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. აქციები უფრო ფართო ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის ნაწილი იყო, რომელიც არაბული გაზაფხულის სახელითაა ცნობილი. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას მოითხოვდნენ, რომლის ოჯახიც  სირიას 1971 წლიდან მართავს, ასევე ბაასის პარტიის მმართველობის დასრულებას, რომელიც 1963 წელს დაიწყო.

[იხილეთ გალერეა]

2011 წლის აპრილში, სირიის არმია აჯანყების ჩასახშობად გამოვიდა. ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმეთვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ,  პროტესტი შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა.

2013 წელს ჰეზბოლა შეუერთდა ომს სირიის არმიის მხარდასაჭერად. 

2013 წლის ივლისისთვის, სირიის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 30-40 პროცენტს და სირიის მოსახლეობის 60 პროცენტს აკონტროლებდა.

2012 წლის გაეროს მოხსენებამ კონფლიქტი დაახასიათა, როგორც "ღიად სექტანტური ხასიათის მატარებელი" დაპირისპირება, ძირითადად, სუნიტ მეამბოხეთა და ალავიტურ შაბიჰა მილიციასა და სხვა შიიტურ ჯგუფებს შორის. მაგრამ ოპოზიციაც და სამთავრობო ძალებიც უარყოფენ ამ ფაქტს.

გაეროს მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 100 000-ს 2013 წლის ივნისში და 2013 წლის სექტემბერს 120 000-ს მიაღწია.  საერთაშორისო ორგანიზაციები ადანაშაულებენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ძალებს ადამიანის უფლებათა დარღვევებში.

გაეროსა და საერთაშორისო ამნისტიის კვლევის მიხედვით, 2012 და 2013 წელს ამ დარღვევათა უმრავლესობას სირიის ხელისუფლება ახორციელებდა. 4 მილიონზე მეტი სირიელი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი, 3 მილიონზე მეტი სირიელი გაიქცა ქვეყნიდან და გახდა ლტოლვილი და მილიონობით  ადამიანი დარჩა მძიმე საცხოვრებელ პირობებში საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე.

მომზადებულია wikipedia.org -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა