საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამ მიხნიკი - საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია
ადამ მიხნიკი - საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სიფრ­თხი­ლეს იჩენს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც ჭკვი­ა­ნუ­რია, - ამის შე­სა­ხებ ცნო­ბილ­მა პო­ლო­ნელ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, ჟურ­ნა­ლის­ტმა და დი­სი­დენ­ტმა ადამ მიხ­ნიკ­მა დღეს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც თე­მა­ზე "ევ­რო­კავ­ში­რი – რე­ა­ლო­ბა და მო­ლო­დი­ნე­ბი" ლექ­ცია წა­ი­კი­თხა.

ადამ მიხ­ნიკს სთხო­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ ის არ არის ქარ­თვე­ლო­ლო­გი და არ აქვს საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია, რათა რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თოს.

"თუმ­ცა, ჩემი თვალ­თა­ხედ­ვით, ის პო­ლი­ტი­კა, რაც აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ არის ცუდი. გრძელ­დე­ბა პრო­ევ­რო­პუ­ლი კურ­სი, მაგ­რამ მათ ეს­მით, რომ ეს არის გრძე­ლი გზა. ამავდრო­უ­ლად ისი­ნი იჩე­ნენ სიფრ­თხი­ლეს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც ჭკვი­ა­ნუ­რია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ომის გა­მოც­დი­ლე­ბას. რა თქმა უნდა, ეს იყო პრო­ვო­კა­ცია რუ­სე­თის მხრი­დან, თუმ­ცა უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წა­მო­ე­გო ამ პრო­ვო­კა­ცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი აფრ­თხი­ლებ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ადამ მიხ­ნიკ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ "არ არის დრო ნა­პო­ლე­ო­ნის ენით სა­უბ­რის მა­შინ, რო­დე­საც შენ ხარ სა­ა­კაშ­ვი­ლი". მიხ­ნი­კის თქმით, ის ქარ­თუ­ლად ვერ კი­თხუ­ლობს, რის შე­სა­ბა­მი­სა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მხო­ლოდ რუ­სუ­ლე­ნო­ვან პუბ­ლი­კა­ცი­ებს ეც­ნო­ბა, "რომ­ლე­ბიც ობი­ექ­ტუ­რო­ბით შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ახლა არა­ვინ წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს არ­ღვე­ვენ".

"რო­გორც ქარ­თვე­ლი, მე, ალ­ბათ, შევ­ხე­დავ­დი ერთ ხეს, მაგ­რამ რო­გორც პო­ლო­ნე­ლი ვუ­ყუ­რებ შო­რი­დან მთელ ტყეს. ჩემი შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არაა ცუდი სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი გვა­ნან პო­ლო­ნე­ლებს იმ მხრივ, რომ რაც არ უნდა იყოს ყო­ველ­თვის მაქ­სი­მუ­მი უნ­დათ და კმა­ყო­ფი­ლე­ბი არ არი­ან", - აღ­ნიშ­ნა ადამ მიხ­ნიკ­მა.

ადამ მიხნიკი - საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია

ადამ მიხნიკი - საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია

საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია, - ამის შესახებ ცნობილმა პოლონელმა საზოგადო მოღვაწემ, ჟურნალისტმა და დისიდენტმა ადამ მიხნიკმა დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც თემაზე "ევროკავშირი – რეალობა და მოლოდინები" ლექცია წაიკითხა.

ადამ მიხნიკს სთხოვეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის შეფასება, რაზეც უპასუხა, რომ ის არ არის ქართველოლოგი და არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა რადიკალური განცხადებები გააკეთოს.

"თუმცა, ჩემი თვალთახედვით, ის პოლიტიკა, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, არ არის ცუდი. გრძელდება პროევროპული კურსი, მაგრამ მათ ესმით, რომ ეს არის გრძელი გზა. ამავდროულად ისინი იჩენენ სიფრთხილეს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია, თუ გავითვალისწინებთ ომის გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი წამოეგო ამ პროვოკაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები აფრთხილებდნენ", - განაცხადა ადამ მიხნიკმა და აღნიშნა, რომ "არ არის დრო ნაპოლეონის ენით საუბრის მაშინ, როდესაც შენ ხარ სააკაშვილი". მიხნიკის თქმით, ის ქართულად ვერ კითხულობს, რის შესაბამისადაც, საქართველოს შესახებ მხოლოდ რუსულენოვან პუბლიკაციებს ეცნობა, "რომლებიც ობიექტურობით შეიძლება არ გამოირჩევა, მაგრამ ახლა არავინ წერს, რომ საქართველო არის პოლიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებებს არღვევენ".

"როგორც ქართველი, მე, ალბათ, შევხედავდი ერთ ხეს, მაგრამ როგორც პოლონელი ვუყურებ შორიდან მთელ ტყეს. ჩემი შეფასებით, საქართველოში არაა ცუდი სიტუაცია, მაგრამ ქართველები გვანან პოლონელებს იმ მხრივ, რომ რაც არ უნდა იყოს ყოველთვის მაქსიმუმი უნდათ და კმაყოფილები არ არიან", - აღნიშნა ადამ მიხნიკმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."