პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცნობ ფსევდოქრისტიან სასულიერო პირებს, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ტერორისტი ეწოდოს" - მღვდელმონაზონი
"ვიცნობ ფსევდოქრისტიან სასულიერო პირებს, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ტერორისტი ეწოდოს" - მღვდელმონაზონი

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია ვა­შა­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"დღეს სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გახ­შირ­და სა­უ­ბა­რი ტე­რო­რიზ­მზე და ძი­რი­თა­დად აქ­ცენ­ტებს აკე­თე­ბენ ის­ლამ­ზე, რაც არას­წო­რია.. განა არ არ­სე­ბობს ქრის­ტი­ა­ნო­ბას შე­ფა­რე­ბუ­ლი ტე­რო­რიზ­მი?? ტე­რო­რი მხო­ლოდ ბომ­ბე­ბის აფეთ­ქე­ბა არაა.. ტე­რო­რის აფი­ში­რე­ბა და ტე­რო­რი­სა­კენ მო­წო­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ამ­ბი­ო­ნი­და­ნაც ხდე­ბა, რაც დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, კერ­ძოდ, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სწავ­ლე­ბი­სა­გან..

მე მყავს ის­ლა­მის მიმ­დე­ვა­რი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც არამც თუ ტე­რო­რიზ­მის, არა­მედ აგ­რე­სი­ის ნი­შან­წყა­ლიც არ ეტყო­ბათ.. მაგ­რამ ამა­ვე დროს, სამ­წუ­ხა­როდ, ვიც­ნობ ფსევ­დოქ­რის­ტი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რომ­ლებ­საც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ტე­რო­რის­ტი ეწო­დოს.. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის "მარ­თლმა­დი­დი­ე­ბელ მშო­ბელ­თა კავ­ში­რი" საკ­მა­რის­ზე უფრო მე­ტია.. სამ­წუ­ხა­როდ აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, მრა­ვა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ღიად და აშ­კა­რად მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის პრო­ფა­ნა­ცი­ას ეწე­ვა.. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქა­და­გე­ბა­ში სი­ხა­რუ­ლით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს ან აღ­ნიშ­ნავს დე­და­მი­წა­ზე მომ­ხდარ სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბებს, თა­ნაც კმა­ყო­ფი­ლი ხმის ტემ­ბრი­თა და ჰა­ბი­ტუ­სით, განა ეს ფაქ­ტი გან­სხვავ­დე­ბა პა­რი­ზის ტრა­გე­დი­ის­გან?? თა­ვი­სუ­ფა­ლი სინ­დი­სით შე­მიძ­ლია ვთქვა, გახ­შირ­და ტე­რო­რის კულ­ტი­ვა­ცია ამ­ბი­ო­ნე­ბი­დან.. გა­ვიხ­სე­ნოთ 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბი.. ჩემი ღრმა რწმე­ნით იდე­ო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი ისე­თი­ვე ფეთ­ქე­ბა­დია, რო­გორც შა­ჰი­დე­ბის ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბე­ბი.. ღმერ­თმა ყვე­ლას გვიშ­ვე­ლოს..

ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ში­ში­სა და ტე­რო­რის კლი­მა­ტის შექ­მნის მიზ­ნით და და­სა­ხუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად; აშ­კა­რად კნი­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თი­სა და, ჩვე­უ­ლებ­რივ, სუ­ბი­ექ­ტუ­რი ტერ­მი­ნია.

2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბამ­დე ტე­რო­რიზ­მის სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი დე­ფი­ნი­ცია არ არ­სე­ბობ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად ასე­თი სა­ხით იგი არც ახლა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნოთ გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის კოფი ანა­ნის 2002 წლის ოქ­ტომ­ბრის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც იგი ცდი­ლო­ბა ტე­რო­რიზ­მის გან­მარ­ტე­ბას: "ტე­რო­რიზ­მი არის გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე, გლო­ბა­ლუ­რი ეფექ­ტე­ბით... თა­ვი­სი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს არის თავ­დას­ხმა სა­მარ­თლის, წეს­რი­გის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პებ­ზე". ევ­რო­კავ­ში­რი ტე­რო­რიზმს ასეთ შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს: "ტე­რო­რიზ­მი ეს არის ქმე­დე­ბა, რომ­ლის მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბა, მთავ­რო­ბებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე არა­კა­ნო­ნი­ე­რი გზით ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა, ქვეყ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა". აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის აზ­რით ტე­რო­რიზ­მი ეს არის "ქვე­ე­როვ­ნუ­ლი და ფა­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბის მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნის თვალ­საზ­რი­სით და­გეგ­მი­ლი ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია არა­სა­ო­მა­რი − სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ".

აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო იძ­ლე­ვა ტე­რო­რიზ­მის ოთხ ძი­რი­თად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ელე­მენტს:

● ძა­ლა­დო­ბის წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი და არა­იმ­პულ­სუ­რი აქტი.

● ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი წეს­რი­გის შე­საც­ვლე­ლად;

● ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ

● და ბო­ლოს, იგი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქვე­ე­როვ­ნუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ.

ფარ­თო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ტე­რო­რიზ­მი არის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­საც იყე­ნე­ბენ სუს­ტე­ბი, დამ­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და გა­რი­ყუ­ლე­ბი (ან ისი­ნი, ვინც თა­ვის თავს ასე­თე­ბად თვლი­ან) თა­ვი­სი დამ­ცი­რე­ბი­სად­მი სა­ჯა­რო ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბის მიზ­ნით. მათ­თვის, ვინც ებ­რძვის თა­ვის­ზე შე­უ­და­რებ­ლად უფრო ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს, ტე­რო­რიზ­მი წარ­მო­ად­გენს ძა­ლა­დო­ბის ია­რაღს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ასე თუ ისე გა­ა­წო­ნას­წო­როს მხა­რე­თა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ტე­რო­რიზ­მი წარ­მო­ად­გენს ბევ­რად უფრო ფარ­თო და რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, იდე­ო­ლო­გი­უ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ნაკ­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას − წარ­მო­ად­გენს ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ექ­სტრე­მა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას. ტე­რო­რის­ტე­ბი თვი­თონ საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად მო­დი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ ხში­რად ხელს უწყო­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ისე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი­სა თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მოს­ვლას, რომ­ლე­ბიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მათ­ზე მეტ ექ­სტრე­მის­ტე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან. ასე მა­გა­ლი­თად, ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლისტ-რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის (ესე­რე­ბის) სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი, გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა 1917 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში რუ­სეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბოლ­შე­ვი­კე­ბის მოს­ვლა­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­რო­რიზ­მი შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ი­ყოს ორ ფრი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ნა­წი­ლად. პირ­ვე­ლია ლო­კა­ლუ­რი ტე­რო­რიზ­მი, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში გა­მომ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სა­ხის ეროვ­ნულ გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი­დან და წარ­მო­ად­გენს ამ მოძ­რა­ო­ბე­ბის არა­ლე­გა­ლურ (და ამო­რა­ლურ) ნა­წილს, თუმ­ცა ეს მოძ­რა­ო­ბე­ბი რო­გორც ასე­თი ხში­რად ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტე­ბით. მე­ო­რე ნა­წი­ლია ტე­რო­რიზ­მის ის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც დღეს მო­იხ­სე­ნი­ე­ბა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო (ზოგ­ჯერ გლო­ბა­ლუ­რი) ტე­რო­რიზ­მი და სა­ზო­გა­დოდ გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლად აღი­ქე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­რო­რიზ­მი ამა თუ იმ სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლია პრაქ­ტი­კუ­ლად ყველ­გან დე­და­მი­წა­ზე. ის საკ­მა­ოდ ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში 1960-1970-იან წლებ­ში, ძი­რი­თა­დად რო­გორც მარ­ქსის­ტუ­ლი ექ­სტრე­მიზ­მი (იტა­ლი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­სა და სა­ბერ­ძნეთ­ში) და დღე­საც ლა­ტენ­ტურ ფა­ზა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს­პა­ნეთ­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში (ჩრდი­ლო ირ­ლან­დია), სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის (შე­სა­ბა­მი­სად ბას­კე­ბი­სა და ირ­ლან­დი­ე­ლე­ბის) ექ­სტრე­მის­ტი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ასე­თი გზით იბ­რძვი­ან მათ­თვის მი­სა­ღე­ბი თვით­გა­მორ­კვე­ვის მო­დე­ლის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

P.S.: ტე­რო­რი

Error-ია.."

"ვიცნობ ფსევდოქრისტიან სასულიერო პირებს, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ტერორისტი ეწოდოს" - მღვდელმონაზონი

"ვიცნობ ფსევდოქრისტიან სასულიერო პირებს, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ტერორისტი ეწოდოს" - მღვდელმონაზონი

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტერორიზმის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს სრულიად საფუძვლიანად გახშირდა საუბარი ტერორიზმზე და ძირითადად აქცენტებს აკეთებენ ისლამზე, რაც არასწორია.. განა არ არსებობს ქრისტიანობას შეფარებული ტერორიზმი?? ტერორი მხოლოდ ბომბების აფეთქება არაა.. ტერორის აფიშირება და ტერორისაკენ მოწოდება, სამწუხაროდ, ხშირად ამბიონიდანაც ხდება, რაც დიამეტრალურად განსხვავდება ქრისტიანული, კერძოდ, მართლმადიდებლური სწავლებისაგან..

მე მყავს ისლამის მიმდევარი მეგობრები, რომლებსაც არამც თუ ტერორიზმის, არამედ აგრესიის ნიშანწყალიც არ ეტყობათ.. მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, ვიცნობ ფსევდოქრისტიან სასულიერო პირებს, რომლებსაც თავისუფლად შეიძლება ტერორისტი ეწოდოს.. მაგალითისათვის ,,მართლმადიდიებელ მშობელთა კავშირი" საკმარისზე უფრო მეტია.. სამწუხაროდ აქვე მინდა აღვნიშნო, მრავალი სასულიერო პირი ღიად და აშკარად მართლმადიდებლობის პროფანაციას ეწევა.. ადამიანი, რომელიც ქადაგებაში სიხარულით წინასწარმეტყველებს ან აღნიშნავს დედამიწაზე მომხდარ სტიქიურ უბედურებებს, თანაც კმაყოფილი ხმის ტემბრითა და ჰაბიტუსით, განა ეს ფაქტი განსხვავდება პარიზის ტრაგედიისგან?? თავისუფალი სინდისით შემიძლია ვთქვა, გახშირდა ტერორის კულტივაცია ამბიონებიდან.. გავიხსენოთ 17 მაისის მოვლენები.. ჩემი ღრმა რწმენით იდეოლოგიური ტერორი ისეთივე ფეთქებადია, როგორც შაჰიდების ხელნაკეთი ბომბები.. ღმერთმა ყველას გვიშველოს..

ძალადობის გამოყენება შიშისა და ტერორის კლიმატის შექმნის მიზნით და დასახული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად; აშკარად კნინობითი ხასიათისა და, ჩვეულებრივ, სუბიექტური ტერმინია.

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა, პრაქტიკულად ასეთი სახით იგი არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, რომლითაც იგი ცდილობა ტერორიზმის განმარტებას: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე, გლობალური ეფექტებით... თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებზე". ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: „ტერორიზმი ეს არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არაკანონიერი გზით ზეგავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება". აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ტერორიზმი ეს არის „ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი − სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ".

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იძლევა ტერორიზმის ოთხ ძირითად დამახასიათებელ ელემენტს:

● ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი.

● ქმედება, რომელიც განსაზღვრულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;

● ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ

● და ბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ.

ფართოდაა გავრცელებული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ტერორიზმი არის ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავის თავს ასეთებად თვლიან) თავისი დამცირებისადმი საჯარო ყურადღების მიპყრობის მიზნით. მათთვის, ვინც ებრძვის თავისზე შეუდარებლად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია ასე თუ ისე გააწონასწოროს მხარეთა საშუალებები. ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას − წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას. ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოო ჯამში მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან. ასე მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, გადამწყვეტი როლი შეასრულა 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლაში. თანამედროვე ტერორიზმი შესაძლებელია დაიყოს ორ ფრიად განსხვავებულ ნაწილად. პირველია ლოკალური ტერორიზმი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამომდინარეობს სხვადასხვა სახის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობებიდან და წარმოადგენს ამ მოძრაობების არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს, თუმცა ეს მოძრაობები როგორც ასეთი ხშირად ლეგალიზებულია შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით. მეორე ნაწილია ტერორიზმის ის ნაირსახეობა, რომელიც დღეს მოიხსენიება როგორც საერთაშორისო (ზოგჯერ გლობალური) ტერორიზმი და საზოგადოდ გლობალური საფრთხის მატარებელად აღიქება. ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველგან დედამიწაზე. ის საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში 1960-1970-იან წლებში, ძირითადად როგორც მარქსისტული ექსტრემიზმი (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) და დღესაც ლატენტურ ფაზაშია წარმოდგენილი ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილო ირლანდია), სადაც ადგილობრივი ეროვნული უმცირესობების (შესაბამისად ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ასეთი გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.

P.S.: ტერორი

Error-ია.."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს