პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დნმ-ის კვალი "VTB ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულის კვალს არ დაემთხვა
დნმ-ის კვალი "VTB ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულის კვალს არ დაემთხვა

"ვი­თი­ბი ბან­კის" და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ზა­ქა­რია აბუ­აშ­ვი­ლის "დნმ"-ის კვა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ნი­მუ­შად მო­პო­ვე­ბულ ნივ­თი­ე­რე­ბებს არ და­ემ­თხვა. ქი­მი­უ­რი, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი და გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ და­ი­დო. საქ­მე­ში პო­ლი­ცია ამ­ჯე­რად, მხო­ლოდ, ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლის ჩვე­ნე­ბას და უც­ნო­ბი ძაღ­ლის ყნოს­ვას­ღა ეყ­რდნო­ბა.

"ვი­თი­ბი ბან­კის" გო­რის ფი­ლი­ა­ლი 2015 წლის 25 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს 17:35 სა­ათ­ზე და­ა­ყა­ჩა­ღეს. დამ­ყა­ჩა­ღე­ბელს, რო­მელ­მაც მო­ლა­რე ოპე­რა­ტორს მაკა აღ­დგო­მე­ლაშ­ვილს თან­ხა მოს­თხო­ვა, კე­პ­კა ეხუ­რა, ხოლო პირ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო ბადე ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი. მო­ლა­რე-ოპე­რა­ტო­რის და­ში­ნე­ბი­სა და უჯ­რი­დან თან­ხის ამო­ღე­ბის შემ­დეგ, უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა ჯდე­ბა ტაქ­სი­ში, შემ­დეგ ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იც­ვლის ტაქ­სის მძღოლს და მი­მარ­თუ­ლე­ბას, რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩის გავ­ლის შემ­დეგ ტო­ვებს მან­ქა­ნას და უჩი­ნარ­დე­ბა. 25 აგ­ვის­ტო­დან 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე პო­ლი­ცია მას ვერ პო­უ­ლობს.

პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ამ 2 თვე ვერ მი­აგ­ნო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ლა­რე-ოპე­რა­ტო­რი ბა­ზარ­ში "ამო­იც­ნობს".

კერ­ძოდ, 2015 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს მაკა აღ­დგო­მე­ლაშ­ვი­ლი ურე­კავს თა­ვის მე­უღ­ლეს, ყო­ფილ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ელს და ეუბ­ნე­ბა, რომ მისი დამ­ყა­ჩა­ღე­ბე­ლი ბა­ზარ­ში შეხ­ვდა და იცნო. ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ე­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, უკავ­შირ­დე­ბა მე­გო­ბარ მოქ­მედ პო­ლი­ცი­ელს, ხოლო სას­წრა­ფო პა­ტა­კის შემ­დეგ იწყე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ზა­ქა­რია აბუ­აშ­ვილს პო­ლი­ცი­ა­ში იბა­რე­ბენ.

ზა­ქა­რია აბუ­აშ­ვი­ლის და­კი­თხვამ­დე, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იღე­ბენ სინ­ჯებს, ანა­ბეჭ­დებს, ტან­საც­მლი­დან ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, ხოლო 2 სა­ა­თი­სა და 30 წუ­თის გას­ვლის შემ­დეგ, ჰკი­თხა­ვენ მოწ­მის სტა­ტუ­სით. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მოკ­ვლე­ვის პე­რი­ოდ­ში კა­ნო­ნით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, დამ­ცვე­ლის ყო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

ექ­სპერ­ტი­ზა

სინ­ჯე­ბის აღე­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ, ქი­მი­უ­რი, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი და გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბით ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ბან­კის უჯ­რას­თან, ასე­ვე პირ­ველ და მე­ო­რე ტაქ­სის მან­ქა­ნი­დან აღე­ბუ­ლი სინ­ჯე­ბი და­კა­ვე­ბულ ზა­ქა­რია აბუ­აშ­ვი­ლის კვალს არ და­ემ­თხვა - არც ტან­საც­მლის კვა­ლი და არც ხე­ლის ანა­ბეჭ­დე­ბი. სხვა­თა შო­რის, სა­ლა­რო უჯ­რას­თან და ტაქ­სის მან­ქა­ნე­ბი­დან აღე­ბუ­ლი სინ­ჯე­ბი ერ­თმა­ნე­თის იდენ­ტუ­რია, ხოლო ზა­ქა­რია აბუ­აშ­ვი­ლის დნმ-ის მო­ნა­ცე­მე­ბი - მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი.

ამის გამო, ზა­ქა­რია აბუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ნო­დარ ცინ­ცა­ძემ გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს მოს­თხო­ვა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შეც­ვლი­ლი­ყო, რაც მო­სა­მარ­თლე შალ­ვა კა­კა­უ­რი­ძემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

ნო­დარ ცინ­ცა­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა ყვე­ლა ფა­რუ­ლი და ღია სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, და­კი­თხეს მოწ­მე­ე­ბი, ჩა­ა­ტა­რეს ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და, ამი­ტომ, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო პირი გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა კი გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რი ია მე­ფა­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ტე­მა­ტი­უ­რად ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ჭი­როა ბრალ­დე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბა, რათა ხელი არ შე­ე­შა­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დნმ-ის კვალი "VTB ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულის კვალს არ დაემთხვა

დნმ-ის კვალი "VTB ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულის კვალს არ დაემთხვა

"ვითიბი ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ზაქარია აბუაშვილის "დნმ"-ის კვალი გამოძიების მიერ ნიმუშად მოპოვებულ ნივთიერებებს არ დაემთხვა. ქიმიური, დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ბრალდებულის სასარგებლოდ დაიდო. საქმეში პოლიცია ამჯერად, მხოლოდ, ბანკის თანამშრომლის ჩვენებას და უცნობი ძაღლის ყნოსვასღა ეყრდნობა.

"ვითიბი ბანკის" გორის ფილიალი 2015 წლის 25 აგვისტოს საღამოს 17:35 საათზე დააყაჩაღეს. დამყაჩაღებელს, რომელმაც მოლარე ოპერატორს მაკა აღდგომელაშვილს თანხა მოსთხოვა, კეპკა ეხურა, ხოლო პირზე სამედიცინო ბადე ჰქონდა აფარებული. მოლარე-ოპერატორის დაშინებისა და უჯრიდან თანხის ამოღების შემდეგ, უცნობი პიროვნება ჯდება ტაქსიში, შემდეგ ქალაქის ტერიტორიაზე იცვლის ტაქსის მძღოლს და მიმართულებას, რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ ტოვებს მანქანას და უჩინარდება. 25 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე პოლიცია მას ვერ პოულობს.

პიროვნებას, რომელმაც პოლიციამ 2 თვე ვერ მიაგნო, მოულოდნელად მოლარე-ოპერატორი ბაზარში "ამოიცნობს".

კერძოდ, 2015 წლის 4 ოქტომბერს მაკა აღდგომელაშვილი ურეკავს თავის მეუღლეს, ყოფილ სამხედრო პოლიციელს და ეუბნება, რომ მისი დამყაჩაღებელი ბაზარში შეხვდა და იცნო. ყოფილი სამხედრო პოლიციელი, საგამოძიებო მასალების მიხედვით, უკავშირდება მეგობარ მოქმედ პოლიციელს, ხოლო სასწრაფო პატაკის შემდეგ იწყება საგამოძიებო მოქმედებები. ზაქარია აბუაშვილს პოლიციაში იბარებენ.

ზაქარია აბუაშვილის დაკითხვამდე, პოლიციის თანამშრომლები იღებენ სინჯებს, ანაბეჭდებს, ტანსაცმლიდან ქიმიურ ნივთიერებებს, ხოლო 2 საათისა და 30 წუთის გასვლის შემდეგ, ჰკითხავენ მოწმის სტატუსით. მტკიცებულებების მოკვლევის პერიოდში კანონით მინიჭებული უფლება, დამცველის ყოლის საშუალება არ მისცეს.

ექსპერტიზა

სინჯების აღებიდან ერთი თვის შემდეგ, ქიმიური, დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ანალიზის პასუხებით ცნობილი ხდება, რომ ბანკის უჯრასთან, ასევე პირველ და მეორე ტაქსის მანქანიდან აღებული სინჯები დაკავებულ ზაქარია აბუაშვილის კვალს არ დაემთხვა - არც ტანსაცმლის კვალი და არც ხელის ანაბეჭდები. სხვათა შორის, სალარო უჯრასთან და ტაქსის მანქანებიდან აღებული სინჯები ერთმანეთის იდენტურია, ხოლო ზაქარია აბუაშვილის დნმ-ის მონაცემები - მათგან განსხვავებული.

ამის გამო, ზაქარია აბუაშვილის ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ გორის რაიონულ სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო, რაც მოსამართლე შალვა კაკაურიძემ არ დააკმაყოფილა.

ნოდარ ცინცაძე ირწმუნება, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ყველა ფარული და ღია საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, დაკითხეს მოწმეები, ჩაატარეს ექსპერტიზები და, ამიტომ, მიზანშეწონილია, რომ უდანაშაულო პირი გათავისუფლდეს. პროკურატურა კი გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს.

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ია მეფარიშვილი აცხადებს, რომ გამოძიება სისტემატიურად ყოველდღიურად მიმდინარეობს და საჭიროა ბრალდებულის პატიმრობა, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა