ჩვენ უამრავი წერილს ვიღებთ მკითხველისგან: მადლიერების ნიშნად, შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს. ასევე ბევრი მათგანი საინტერესო რეცეპტსაც გვთავაზობს. სიამოვნებით გიზიარებთ მია კუპრავას ბლინების ძალიან საინტერესო რეცეპტს, რომლითაც ჩვენ მისი ფოტოების ნახვის შემდეგ დავინტერესდით.
ალბათ ბევრ თქვენგანს არ უნახავს მწვანე და წითელი ბლინები. აი, მია კი მათ ბოსტნეულით აფერადებს და ბავშვებსა და მთელი ოჯახს ჯანმრთელი საკვებით უმასპინძლდება:
"ჩვენ ჯანმრთელი კვების მიმდევარი ოჯახი ვართ და ვცდილობთ, ბავშვებს, რომლებიც ამრეზად უყურებენ ბოსტნეულს, ასეთი სახით მივაწოდოთ ვიტამინები. დაე, იფიქრონ, რომ ისინი ფერად, ლამაზ და მხიარულ ბლინებს მიირთმევენ.