პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "გავყიდოთ" საკუთარი თავი საქართველოში სწორად და ვპოზიციონირდეთ ბაზარზე
როგორ "გავყიდოთ" საკუთარი თავი საქართველოში სწორად და ვპოზიციონირდეთ ბაზარზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მაა. რო­გორც და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში აცხა­დე­ბენ, ერთ ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე ხში­რად ასე­უ­ლო­ბით კან­დი­და­ტი აგ­ზავ­ნის სა­კუ­თარ რე­ზი­უ­მეს, და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ბიზ­ნეს-კონ­სულ­ტან­ტი და­ვით კენ­ჭა­ძე AMBEBI.GE-ს სწო­რედ ამ თე­მა­ზე ესა­უბ­რა. ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­ი­გებთ, თუ რო­გორ გახ­დეთ დამ­საქ­მებ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტი და რა გჭირ­დე­ბათ წარ­მა­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად.

- რო­გორ მო­ვახ­დი­ნოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის სწო­რად პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, "გა­ყიდ­ვა"?

- ჩვენ ხში­რად "ვყი­დით" სა­კუ­თარ თავს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზა­ნი არის შემ­დე­გი: ძა­ლი­ან კარ­გად მო­ვემ­ზა­დოთ და მი­ვი­დეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ისე, რომ ვი­ცო­დეთ, რა უნდა მე­ო­რე მხა­რეს. მე­ო­რე მხა­რე, ამ შემ­თხვე­ვა­ში დამ­საქ­მე­ბე­ლი არის ჩვე­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი კლი­ენ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდეთ და გა­ვი­გოთ, თუ რო­გო­რი პრო­დუქ­ტი ანუ რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბა მას ამ კონ­კრე­ტულ პო­ზი­ცი­ა­ზე სა­მუ­შა­ოდ. ერთი, რაც მათ აუ­ცი­ლებ­ლად მოს­წონთ, არის ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი: პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, ენ­თუ­ზი­აზ­მი და ასე შემ­დეგ. მე­ო­რე - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რა შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა უნდა სა­ვა­რა­უ­დო დამ­საქ­მე­ბელს იმ პო­ზი­ცი­ის ადა­მი­ა­ნის­გან, ვის აყ­ვა­ნა­საც აპი­რებს. უნდა მო­ვი­ფიქ­როთ, რა პა­სუ­ხე­ბი გავ­ცეთ შე­კი­თხვებ­ზე მას იმი­სათ­ვის, რომ და­ვუ­ტო­ვოთ სწო­რედ ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რო­გო­რიც გვინ­და რომ ჰქონ­დეს ჩვენ­ზე.

-პრე­ზენ­ტაბლუ­რო­ბის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია?

-რა თქმა უნდა. იმი­ტომ რომ, ეს არის ის უნა­რი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბებ­თან, ხოლო ადა­მი­ა­ნის თვი­სე­ბე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს ცხა­დია, რად­გან ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვენს თავ­თან. იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ თვი­თონ შე­ვიც­ვა­ლოთ, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რა­ი­მე რა­დი­კა­ლუ­რი ძვრე­ბი მოხ­დეს ჩვენ გარ­შე­მო, ქვე­ყა­ნა­ში, სტრუქ­ტუ­რებ­ში, ბიზ­ნეს­ში და ა შ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ ჩვენ მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გვინ­და გავ­ხდეთ სხვა­ნა­ი­რე­ბი. რო­დე­საც ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ჩვენ გვინ­და გავ­ხდეთ უფრო მე­ტად პრე­ზენ­ტა­ბე­ლუ­რე­ბი, ვუს­ვამთ შე­კი­თხვას ჩვენს თავს, - რა უნდა გა­ვა­კე­თოთ ამი­სათ­ვის. ამა­ზე პა­სუ­ხის სა­პოვ­ნე­ლად უნდა მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ვთქვათ, ინ­ტერ­ნე­ტი, რო­მე­ლიც დღეს ინ­ფორ­მა­ცი­ის ძა­ლი­ან დიდი წყა­როა. ვკი­თხოთ გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს, ვნა­ხოთ რჩე­ვე­ბი, შეც­დო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არ უნდა და­ვუშ­ვათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მოვ­წე­როთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია - ვი­მოქ­მე­დოთ!

-რა თვი­სე­ბე­ბია სა­ჭი­რო, რომ იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე­ვან­დელ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, სა­დაც კონ­კუ­რენ­ცი­ის დონე ძა­ლი­ან მა­ღა­ლია?

-რო­დე­საც კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ერთი პრინ­ცი­პი, რო­მელ­საც "პა­რო­ტოს" პრინ­ცი­პი ეწო­დე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის 80% იღებს მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბის 20%-ს, ხოლო ადა­მი­ა­ნე­ბის 20% იღებს მთლი­ა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბის 80%-ს. ეს რას ნიშ­ნავს? ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სა­შუ­ა­ლო დო­ნის და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი. ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი მთლი­ა­ნი მა­სის 20%-ს შე­ად­გე­ნენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გან­ვსა­ზღვროთ თუ რას აკე­თე­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბულს? მათ აქვთ რამ­დე­ნი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებთ მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ზუს­ტად უნდა იცო­დეს, რა სურს. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში ეს პრობ­ლე­მაა. იმი­ტომ რომ, ძა­ლი­ან ბევ­რმა ქარ­თველ­მა არ იცის, თუ რა უნდა. ან თუ იცის, ეს მიზ­ნე­ბი ძა­ლი­ან ზო­გა­დად აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. მე­ო­რე თვი­სე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ახა­სი­ა­თებთ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. მათ ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცი­ან, რომ გა­მო­უ­ვათ ის, რაც სურთ. რო­დე­საც რა­ღაც არ გა­მოგ­დის, სხვას კი არ უნდა და­აბ­რა­ლო, არა­მედ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს. ნახო, რას აკე­თებ არას­წო­რედ, შეც­ვა­ლო მიდ­გო­მე­ბი და გახ­დე უფრო ძლი­ე­რი, უფრო თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი.

ასე­ვე სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბია ბრძო­ლის ჟინი, ენ­თუ­ზი­აზ­მი და გა­ნათ­ლე­ბა/გა­მოც­დი­ლე­ბის მიქ­სი. ბოლო ორის თან­ხვედ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ გინ­და, რომ მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას. არა­სო­დეს არ უნდა მოვ­რჩეთ სწავ­ლას მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ვამ­თავ­რებთ ბა­კა­ლავ­რი­ატს ან თუნ­დაც მა­გის­ტრა­ტუ­რას. სწავ­ლა მუდ­მი­ვია, ეს არის "მენ­ტალ­ფიტ­ნე­სი." ყო­ველ­თვის უნდა იყო ფორ­მა­ში, მო­დუ­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ჩა­ი­ნიშ­ნე რას სწავ­ლობ ყო­ველ­დღი­უ­რად, რათა ეს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო მო­მა­ვალ­ში. ცნო­ბის­თვის, სა­შუ­ა­ლო ადა­მი­ანს შე­უძ­ლია წა­ი­კი­თხოს 50 წიგ­ნი თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, ხოლო მო­მა­ვა­ლი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე 500. ჩა­ი­ნიშ­ნოს დღე­ში 4 ახა­ლია იდეა, რაც შემ­დე­გი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 1500 ახალ იდე­ას უდ­რის.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ "გავყიდოთ" საკუთარი თავი საქართველოში სწორად და ვპოზიციონირდეთ ბაზარზე

როგორ "გავყიდოთ" საკუთარი თავი საქართველოში სწორად და ვპოზიციონირდეთ ბაზარზე

საქართველოში დასაქმება ბევრი ადამიანისთვის გადაუჭრელი პრობლემაა. როგორც დასაქმების სააგენტოებში აცხადებენ, ერთ ვაკანტურ ადგილზე ხშირად ასეულობით კანდიდატი აგზავნის საკუთარ რეზიუმეს, და  შესაბამისად, კონკურენცია ძალიან მაღალია. ბიზნეს-კონსულტანტი დავით კენჭაძე AMBEBI.GE-ს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა. ინტერვიუდან გაიგებთ, თუ როგორ გახდეთ დამსაქმებლისთვის ყველაზე სასურველი კანდიდატი და რა გჭირდებათ წარმატებისთვის ყველაზე მეტად.

- როგორ მოვახდინოთ საკუთარი თავის სწორად პოზიციონირება, "გაყიდვა"?

- ჩვენ ხშირად "ვყიდით" საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში მიზანი არის შემდეგი: ძალიან კარგად მოვემზადოთ და მივიდეთ გასაუბრებაზე ისე, რომ ვიცოდეთ, რა უნდა მეორე მხარეს. მეორე მხარე, ამ შემთხვევაში დამსაქმებელი არის ჩვენი პოტენციური კლიენტი, შესაბამისად, კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავიგოთ, თუ როგორი პროდუქტი ანუ როგორი ადამიანი სჭირდება მას ამ კონკრეტულ პოზიციაზე სამუშაოდ. ერთი, რაც მათ აუცილებლად მოსწონთ, არის ადამიანური თვისებები: პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა, ენთუზიაზმი და ასე შემდეგ. მეორე - მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა შედეგების მიღება უნდა სავარაუდო დამსაქმებელს იმ პოზიციის ადამიანისგან, ვის აყვანასაც აპირებს. უნდა მოვიფიქროთ, რა პასუხები გავცეთ შეკითხვებზე მას იმისათვის, რომ დავუტოვოთ სწორედ ის შთაბეჭდილება, როგორიც გვინდა რომ ჰქონდეს ჩვენზე.

-პრეზენტაბლურობის უნარის გამომუშავება შესაძლებელია?

-რა თქმა უნდა. იმიტომ რომ, ეს არის ის უნარი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის თვისებებთან, ხოლო ადამიანის თვისებების გამომუშავება რომ შესაძლებელია, ეს ცხადია, რადგან ის დაკავშირებულია ჩვენს თავთან. იმისათვის, რომ ჩვენ თვითონ შევიცვალოთ, არ არის აუცილებელი რაიმე რადიკალური ძვრები მოხდეს ჩვენ გარშემო, ქვეყანაში, სტრუქტურებში, ბიზნესში და ა შ. აუცილებელია, უბრალოდ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ გვინდა გავხდეთ სხვანაირები. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ უფრო მეტად პრეზენტაბელურები, ვუსვამთ შეკითხვას ჩვენს თავს, - რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის. ამაზე პასუხის საპოვნელად უნდა მოვიშველიოთ სხვადასხვა საშუალებები. ვთქვათ, ინტერნეტი, რომელიც დღეს ინფორმაციის ძალიან დიდი წყაროა. ვკითხოთ გამოცდილ ადამიანებს, ვნახოთ რჩევები, შეცდომები, რომლებიც არ უნდა დავუშვათ, ეს ყველაფერი ჩამოვწეროთ სამოქმედო გეგმაში და რაც ყველაზე მთავარია - ვიმოქმედოთ!

-რა თვისებებია საჭირო, რომ იყო წარმატებული დღევანდელ თანამედროვე სამყაროში, სადაც კონკურენციის დონე ძალიან მაღალია?

-როდესაც კონკურენცია ძალიან მაღალია, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი პრინციპი, რომელსაც "პაროტოს" პრინციპი ეწოდება. ადამიანების 80% იღებს მთლიანი შემოსავლების 20%-ს, ხოლო ადამიანების 20% იღებს მთლიანი შემოსავლების 80%-ს. ეს რას ნიშნავს? ადამიანები არიან საშუალო დონის და წარმატებულები. ეს წარმატებულები მთლიანი მასის 20%-ს შეადგენენ. მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულს? მათ აქვთ რამდენიმე განსაკუთრებული თვისება, რომელიც ახასიათებთ მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს. პირველ რიგში, ეს არის მიზანდასახულობა. ადამიანი უნდა იყოს მიზანდასახული და ზუსტად უნდა იცოდეს,  რა სურს. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ეს პრობლემაა. იმიტომ რომ, ძალიან ბევრმა ქართველმა არ იცის, თუ რა უნდა. ან თუ იცის, ეს მიზნები ძალიან ზოგადად აქვს ჩამოყალიბებული. მეორე თვისება თავდაჯერებულობაა, რომელიც ახასიათებთ წარმატებულ ადამიანებს. მათ ყოველთვის ზუსტად იციან, რომ გამოუვათ ის, რაც სურთ. როდესაც რაღაც არ გამოგდის, სხვას კი არ უნდა დააბრალო, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს. ნახო, რას აკეთებ არასწორედ, შეცვალო მიდგომები და გახდე უფრო ძლიერი, უფრო თვითდაჯერებული.

ასევე საჭირო და აუცილებელი თვისებებია ბრძოლის ჟინი, ენთუზიაზმი და განათლება/გამოცდილების მიქსი. ბოლო ორის თანხვედრა მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ მიაღწიო წარმატებას. არასოდეს არ უნდა მოვრჩეთ სწავლას მაშინ, როდესაც ჩვენ ვამთავრებთ ბაკალავრიატს ან თუნდაც მაგისტრატურას. სწავლა მუდმივია, ეს არის "მენტალფიტნესი." ყოველთვის უნდა იყო ფორმაში, მოდუნება არ შეიძლება. ჩაინიშნე რას სწავლობ ყოველდღიურად, რათა ეს გამოცდილება გამოიყენო მომავალში. ცნობისთვის, საშუალო ადამიანს შეუძლია წაიკითხოს 50 წიგნი თავის პროფესიაში ყოველწლიურად, ხოლო მომავალი ათი წლის განმავლობაში უკვე 500. ჩაინიშნოს დღეში 4 ახალია იდეა, რაც შემდეგი ათი წლის განმავლობაში 1500 ახალ იდეას უდრის.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია