მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა გობაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სახლში იარაღი და "ისლამური სახელმწიფოს" დროშა ჩაუდეს
ლაშა გობაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სახლში იარაღი და "ისლამური სახელმწიფოს" დროშა ჩაუდეს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ლაშა გო­ბა­ძის დედა, მზე­ვი­ნარ გო­ბა­ძე აცხა­დებს, რომ ჩხრე­კის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ სახ­ლში ია­რა­ღი და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დრო­შა ჩა­უ­დეს. მზე­ვი­ნარ გო­ბა­ძის თქმით, მისი დის შვი­ლის, ხვი­ჩა გო­ბა­ძის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ შიში ჰქონ­და, რომ მის შვილ­საც შე­ე­ხე­ბოდ­ნენ.

"დი­ლის 6:00 სა­ათ­ზე ფე­ხით შე­მო­ამ­ტვრი­ეს კარი. რომ მო­ვიდ­ნენ და თქვეს, რომ ჩხრე­კა გვაქ­ვსო, გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ სახ­ლში ყუ­რა­ნის მეტს ვე­რა­ფერს იპოვ­ნიდ­ნენ. ვუ­თხა­რი, რომ რამე არ და­მი­დოთ და შვი­ლი არ და­მი­ღუ­პოთ-მეთ­ქი. 30 კაცი იყო მო­სუ­ლი, მძი­ნა­რე ლაშა გა­აღ­ვი­ძეს და წა­იყ­ვა­ნეს, თან წა­ი­ღეს სახ­ლი­დან კომ­პი­უ­ტე­რის პრო­ცე­სო­რი და ტე­ლე­ფო­ნე­ბი. რაც ხვი­ჩა და­ა­კა­ვეს, ვში­შობ­დი ჩვენც არ შეგ­ვხე­ბოდ­ნენ. დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ და ვი­ცო­დი, რომ ჩემს შვილ­საც საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და, რად­გან 24 სა­ა­თი ისი­ნი ერ­თად იყ­ვნენ. ჩემი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვე არ არის. ის ყუ­რან­საც კი­თხუ­ლობ­და და ბიბ­ლი­ა­საც და ამ­ბობ­და, რომ მათ შო­რის ბევ­რი სა­ერ­თო იყო", - გა­ნა­ცხა­და მზე­ვი­ნარ გო­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ლაშა გო­ბა­ძე ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და და თბი­ლი­სე­ლი უფ­რო­სი ჰყავ­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მე­ნე­ჯმენტზე სწავ­ლობ­და, მერე დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­და და მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ლაშა გობაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სახლში იარაღი და "ისლამური სახელმწიფოს" დროშა ჩაუდეს

ლაშა გობაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს სახლში იარაღი და "ისლამური სახელმწიფოს" დროშა ჩაუდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ლაშა გობაძის დედა, მზევინარ გობაძე აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მათ სახლში იარაღი და "ისლამური სახელმწიფოს" დროშა ჩაუდეს. მზევინარ გობაძის თქმით, მისი დის შვილის, ხვიჩა გობაძის დაკავების შემდეგ შიში ჰქონდა, რომ მის შვილსაც შეეხებოდნენ.

"დილის 6:00 საათზე ფეხით შემოამტვრიეს კარი. რომ მოვიდნენ და თქვეს, რომ ჩხრეკა გვაქვსო, გავაფრთხილე, რომ სახლში ყურანის მეტს ვერაფერს იპოვნიდნენ. ვუთხარი, რომ რამე არ დამიდოთ და შვილი არ დამიღუპოთ-მეთქი. 30 კაცი იყო მოსული, მძინარე ლაშა გააღვიძეს და წაიყვანეს, თან წაიღეს სახლიდან კომპიუტერის პროცესორი და ტელეფონები. რაც ხვიჩა დააკავეს, ვშიშობდი ჩვენც არ შეგვხებოდნენ. დეიდაშვილები იყვნენ და ვიცოდი, რომ ჩემს შვილსაც საფრთხე ემუქრებოდა, რადგან 24 საათი ისინი ერთად იყვნენ. ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. ის ყურანსაც კითხულობდა და ბიბლიასაც და ამბობდა, რომ მათ შორის ბევრი საერთო იყო", - განაცხადა მზევინარ გობაძემ.

მისივე თქმით, ლაშა გობაძე ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა და თბილისელი უფროსი ჰყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მენეჯმენტზე სწავლობდა, მერე დაცვაში მუშაობდა, შემდეგ უკრაინაში წავიდა და მალევე დაბრუნდა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია