რუსეთის პროკურატურამ ფონდები - ”ღია საზოგადოება” და ”თანამონაწილეობა” რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად ცნო. რუსეთის ფედერაციამ შეადგინა ”სტოპ ნუსხა”, რომელშიც ნათქვამია, რომ ინსტიტუტი ”ღია საზოგადოება” და ”ღია საზოგადოება - თანამონაწილეობის ფონდი” წარმოადგენენ საფრთხეს რუსეთის კონსტიტუციური წესრიგის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის.
სოროსის ფონდი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსისტმა და ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა დააარასა. ფონდის წარმომადგენლობა 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. სოროსის ფონდმა უკვე შეწყვიტა რუსული არაკომერციული ორგანიზაციებიდან გრანტების მოთხოვნის მიღება.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.