სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა - რა უნდა იცოდეს თითოეულმა ჩვენგანმა ამ დაავადების შესახებ
დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა - რა უნდა იცოდეს თითოეულმა ჩვენგანმა ამ დაავადების შესახებ

ადა­მი­ა­ნის შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის სინ­დრო­მი (შიდსი) დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლას კარ­გავს და ნაკ­ლე­ბად გა­დამ­დე­ბი ხდე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა ჯერ კი­დევ გა­სულ წელს გა­ავ­რცე­ლეს.

რო­გორც გა­ირ­კვა, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, ვირუსს გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი დრო სჭირ­დე­ბა შიდსის გა­მო­საწ­ვე­ვად. ზო­გი­ერ­თი ვირუ­სო­ლო­გის აზ­რით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შიდსი თით­ქმის უსაფრ­თხო გახ­დე­ბა, თუკი მუ­ტა­ცი­ას გა­აგ­რძე­ლებს.

"ჩვენ თვალს ვა­დევ­ნებთ ევო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც ჩვენს თვალ­წინ ხდე­ბა, სა­ო­ცა­რია, რა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, ვირუ­სი კარ­გავს და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვის უნარს და ეს მის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა", - გან­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა გოლ­დე­რიმ "ბი-ბი-სი"-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ ვა­რა­უდს, რომ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი აი­ძუ­ლე­ბენ შიდსის ვირუსს, გა­ნი­ცა­დოს მუ­ტა­ცია. "20 წლის წინ შიდსის გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი 10 წელს უდ­რი­და. უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ციფ­რი 12,5-მდე გა­ი­ზარ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იგი შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს და ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ იგ­რძნო­ბენ და­ა­ვა­დე­ბის არა­ნა­ირ სიმპტო­მებს".

თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი ხაზ­გას­მით ამ­ბო­ბენ, რომ ვირუ­სის და­სუს­ტე­ბუ­ლი ვერ­სია ჯერ კი­დევ სა­ხი­ფა­თოა და შიდსის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

შიდსი

შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის სინ­დრო­მი აივ-ინ­ფექ­ცი­ის ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა და CD4+ ლიმ­ფო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბით, მრა­ვა­ლი ოპორ­ტუ­ნის­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი, არა­ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და აივ-ინ­ფექ­ცი­ის ბოლო სტა­დი­ას წარ­მო­ად­გენს.

შიდსი მსოფ­ლი­ოს ხუ­თი­ვე კონ­ტი­ნენ­ტის 206 ქვე­ყა­ნა­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ო­ში შიდსის ვირუ­სით 20 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მათ­გან 80% სქე­სობ­რი­ვი გზით და­ა­ვად­და. (აქე­დან 70% ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლურ, ხოლო 10% ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ კავ­ში­რებ­ზე მო­დის). აივ-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში აღ­რი­ცხულ ნარ­კო­მან­თა 80%.

ადა­მი­ა­ნის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის ვირუს­ში ორი ტიპი გა­მო­ი­ყო­ფა, რო­მე­ლიც აინ­ფი­ცი­რებს ადა­მი­ანს: აივ-1 და აივ-2. აივ-1 არის მე­ტად სა­ში­ში და ასე­ვე უფრო იო­ლად გა­და­ცე­მა­დი. მსოფ­ლი­ო­ში აივ ინ­ფექ­ცი­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სწო­რედ მის­გან არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. 2006 წლის 25 მა­ისს ჟურ­ნალ Science -ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რომ აივ-1 შიმ­პან­ზე­ებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­ი­მუ­ნის იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის ვირუ­სის მსგავ­სია. რო­გორც მო­ლე­კუ­ლუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი­დან ჩანს, ახლო წარ­სულ­ში, აივ შიმ­პან­ზე­ე­ბი­დან ადა­მი­ან­ში გა­და­ცე­მუ­ლა.

მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, ვირუ­სის შიმ­პან­ზე­დან ადა­მი­ა­ნებ­ში XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ან XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კა­მე­რო­ნის ტყე­ებ­ში, მდი­ნა­რე სა­ნა­გას­თან ახ­ლოს ან კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დე­და­ქა­ლაქ კინ­შა­სას მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ში გავ­რცელ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, აივ მო­ნა­დი­რის­გან გავ­რცელ­და, რო­მელ­საც ნა­დი­რო­ბი­სას შიმ­პან­ზემ უკბი­ნა. ვირუ­სის დიდ არე­ალ­ზე გავ­რცე­ლე­ბას აფ­რი­კის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ამ და აქე­დან ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის სის­ხლის ბან­კებ­ში ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სის­ხლის ექ­სპორ­ტმა შე­უ­წყო ხელი.

სიმპტო­მე­ბი

  • ტემ­პე­რა­ტუ­რის უმი­ზე­ზო მა­ტე­ბა 30 დღე­ზე მეტი ხნის მან­ძილ­ზე;
  • ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა;
  • ძლი­ე­რი სა­ერ­თო სი­სუს­ტე;
  • მუქი წი­თე­ლი ფე­რის ლა­ქე­ბი კან­სა და ლორ­წო­ვან გარ­სებ­ზე;
  • გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი პნევ­მო­ნია (ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა), რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ მკურ­ნა­ლო­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა;
  • ძლი­ე­რი ოფ­ლი­ა­ნო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით;
  • თეთ­რი ფე­რის ნა­დე­ბი პი­რის ღრუს ლორ­წო­ვან­ზე;
  • პა­თო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მხრივ და სხვა.

არ­სე­ბობს აივ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის 3 ძი­რი­თა­დი გზა:

  • და­უც­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტით (პრე­ზერ­ვა­ტი­ვის გა­რე­შე) აივ ინ­ფი­ცი­რე­ბულ პირ­თან;
  • ინ­ფი­ცი­რე­ბულ სის­ხლთან ექ­სპო­ზი­ცი­ით – აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინექ­ცი­ე­ბის და სხვა ინ­ვა­ზი­უ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი­სას არას­ტე­რი­ლუ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ტრუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­და­ცე­მა ნარ­კო­ტი­კე­ბის ინექ­ცი­უ­რი მოხ­მა­რე­ბი­სას ხდე­ბა აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ხლით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი შპ­რი­ცე­ბი­სა და ნემ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით;
  • ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დე­დი­დან ბავ­შვზე ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბის ან ძუ­ძუ­თი კვე­ბის შე­დე­გად.

რო­გორ არ გა­და­ე­ცე­მა აივ ინ­ფექ­ცია?

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ შიდსის ვირუ­სი არ გა­და­ე­ცე­მა აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან:
  • ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვით, მოხ­ვე­ვით, კოც­ნით;
  • დახ­ვე­ლე­ბით, ცე­მი­ნე­ბით;
  • სა­ერ­თო საკ­ვე­ბის ან ჭურ­ჭლის გა­მო­ყე­ნე­ბით;
  • სა­ერ­თო ტუ­ა­ლე­ტით ან აბა­ზა­ნით სარ­გებ­ლო­ბით;
  • სა­ცუ­რაო აუ­ზით სარ­გებ­ლო­ბით;
  • კო­ღო­სა და მწე­რე­ბის ნაკ­ბე­ნით;
  • აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მუ­შაო, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო გა­რე­მო­ში;

დე­დი­დან შვილ­ზე ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის პრე­ვენ­ცია

  • სა­ქარ­თვე­ლო იმ ქვე­ყა­ნა­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, სა­დაც ყვე­ლა ორ­სუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია აივ/შიდსზე ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი კონ­სულ­ტი­რე­ბი­თა და ტეს­ტი­რე­ბით, აივ მკურ­ნა­ლო­ბი­თა და მოვ­ლით;
  • აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დე­დი­დან ბავ­შვზე შიდსის ვირუ­სის გა­და­ცე­მის რის­კი 2% -მდე მცირ­დე­ბა, თუ ორ­სულს ჩა­უ­ტარ­დე­ბა;
  • ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სუ­ლი თე­რა­პია;
  • სა­კე­ის­რო კვე­თა;
  • სა­თა­ნა­დო კონ­სულ­ტა­ცია ბავ­შვის ხე­ლოვ­ნურ კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, 18 წლის ფრან­გი გო­გო­ნას კლი­ნი­კუ­რი შემ­თხვე­ვა ვან­კუ­ვერ­ში შიდსთან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ნამ­დვი­ლი სენ­სა­ცია გახ­და. ჯერ კი­დევ დე­დის საშ­ვი­ლოს­ნო­ში შიდსით და­ა­ვა­დე­ბულ გო­გო­ნას გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­მი­სია უფიქ­სირ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე 12 წე­ლია და­ა­ვა­დე­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად წამ­ლებს არ იღებს.

ბავ­შვში შიდსის რე­მი­სი­ის პირ­ველ­მა დო­კუ­მენ­ტი­რე­ბულ­მა შემ­თხვე­ვამ ექი­მებს იმე­დი ჩა­უ­სა­ხა. მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ ფრან­გი გო­გო­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­თხვე­ვის ღრმა კვლე­ვა შიდსთან ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას შე­უ­წყობს ხელს.

იხი­ლეთ ვი­დეო

წყა­რო: bbc.co.uk, euronews.com, wikipedia.org, aidscenter.ge

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შიდსის და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძოდ­ნენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა - რა უნდა იცოდეს თითოეულმა ჩვენგანმა ამ დაავადების შესახებ

დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა - რა უნდა იცოდეს თითოეულმა ჩვენგანმა ამ დაავადების შესახებ

ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) დროთა განმავლობაში ძალას კარგავს და ნაკლებად გადამდები ხდება, - ინფორმაცია ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაავრცელეს.

როგორც გაირკვა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ვირუსს გაცილებით უფრო დიდი დრო სჭირდება შიდსის გამოსაწვევად. ზოგიერთი ვირუსოლოგის აზრით, დროთა განმავლობაში შიდსი თითქმის უსაფრთხო გახდება, თუკი მუტაციას გააგრძელებს.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ ევოლუციას, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება, საოცარია, რა სწრაფად ვითარდება ეს პროცესი, ვირუსი კარგავს დაავადების გამოწვევის უნარს და ეს მის განადგურებაში დაგვეხმარება", - განცხადა პროფესორმა გოლდერიმ "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში.

მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ანტივირუსული პრეპარატები აიძულებენ შიდსის ვირუსს, განიცადოს მუტაცია. "20 წლის წინ შიდსის განვითარების პერიოდი 10 წელს უდრიდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს ციფრი 12,5-მდე გაიზარდა. დროთა განმავლობაში იგი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და ადამიანები აღარ იგრძნობენ დაავადების არანაირ სიმპტომებს".

თუმცა, მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ, რომ ვირუსის დასუსტებული ვერსია ჯერ კიდევ სახიფათოა და შიდსის გამოწვევა შეუძლია.

შიდსი

შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი აივ-ინფექციის ფონზე ვითარდება და CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის კლებით, მრავალი ოპორტუნისტული ინფექციური, არაინფექციური დაავადებებით ხასიათდება და აივ-ინფექციის ბოლო სტადიას წარმოადგენს.

შიდსი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაშია რეგისტრირებული. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში შიდსის ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსში ორი ტიპი გამოიყოფა, რომელიც აინფიცირებს ადამიანს: აივ-1 და აივ-2. აივ-1 არის მეტად საშიში და ასევე უფრო იოლად გადაცემადი. მსოფლიოში აივ ინფექციების ძირითადი ნაწილი სწორედ მისგან არის გამოწვეული. 2006 წლის 25 მაისს ჟურნალ Science -ში გამოქვეყნდა სტატია, რომ აივ-1 შიმპანზეებში აღმოჩენილი მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსის მსგავსია. როგორც მოლეკულური დაკვირვებებიდან ჩანს, ახლო წარსულში, აივ შიმპანზეებიდან ადამიანში გადაცემულა.

მეცნიერების მტკიცებით, ვირუსის შიმპანზედან ადამიანებში  XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში კამერონის ტყეებში, მდინარე სანაგასთან ახლოს ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას მიმდებარე ტერიტორიებში გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, აივ  მონადირისგან გავრცელდა, რომელსაც ნადირობისას შიმპანზემ უკბინა. ვირუსის დიდ არეალზე გავრცელებას აფრიკის კოლონიზაციამ და აქედან ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა შეუწყო ხელი.

სიმპტომები

  • ტემპერატურის უმიზეზო მატება 30 დღეზე მეტი ხნის მანძილზე;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც ჩვეულებრივ მკურნალობას არ ექვემდებარება;
  • ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
  • თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
  • პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვა.

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;
  • ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;
  • ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია?

დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:
  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
  • დახველებით, ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
  • საცურაო აუზით სარგებლობით;
  • კოღოსა და მწერების ნაკბენით;
  • აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;

დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია

  • საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ყველა ორსული უზრუნველყოფილია აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით, აივ მკურნალობითა და მოვლით;
  • აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% -მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება;
  • ანტირეტროვირუსული თერაპია;
  • საკეისრო კვეთა;
  • სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, 18 წლის ფრანგი გოგონას კლინიკური შემთხვევა ვანკუვერში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაზე ნამდვილი სენსაცია გახდა. ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში შიდსით დაავადებულ გოგონას გრძელვადიანი რემისია უფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 12 წელია დაავადებასთან საბრძოლველად წამლებს არ იღებს.

ბავშვში შიდსის რემისიის პირველმა დოკუმენტირებულმა შემთხვევამ ექიმებს იმედი ჩაუსახა. მეცნიერები თვლიან, რომ ფრანგი გოგონას დამოუკიდებლად გამოჯანმრთელების შემთხვევის ღრმა კვლევა შიდსთან ბრძოლის ეფექტური ვაქცინის შექმნას შეუწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო

წყარო:  bbc.co.uk, euronews.com, wikipedia.org, aidscenter.ge

ცნობილი ადამიანები, რომლებიც შიდსის დაავადებას ებრძოდნენ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს