კლივლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მზად არიან მამაკაცებს ქალის სასქესო ორგანოები გადაუნერგონ, რაც მათ საშუალებას მისცემთ, დედობის ბედნიერება გამოსცადონ.
როგორც მეცნიერებმა ახსნეს, თეორიულად ეს თავისუფლადაა შესაძლებელი. რასაკვირველია, მხოლოდ სასქესო ორგანოს გადანერგვა საკმარისი არაა, მამაკაცს მოუწევს სხვადასხვა ჰორმონალური მედიკამენტის და ვიტამინის მიღება.
თუმცა ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ნორმალურად დაფეხმძიმებისთვის მამაკაცს საშვილოსნოსთვის სისხლის მიმწოდებელი ჭურჭლის გადანერგვაც სჭირდება. ჯერჯერობით კი ამის გაკეთება შეუძლებლად მიიჩნევა. ამ სამეცნიერო პროექტის დასრულება 5-10 წელიწადშია მოსალოდნელი.
აღმოჩენა მას შემდეგ გაკეთდა, რაც საშვილოსნო ქალს გადაუნერგეს, რომელსაც მანამდე ეს ორგანო არ გააჩნდა. წარმატებული გადანერგვის შემდეგ მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა უკვე მამაკაცის ორგანიზმში საშვილოსნოს გადანერგვაზე.
მომზადებულია planet-today.ru-ს მიხედვით.