სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვასილ კობახიძე არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ჭეშმარიტი პატრიოტი - ილია ვაშაკიძე
ვასილ კობახიძე არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ჭეშმარიტი პატრიოტი - ილია ვაშაკიძე

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია ვა­შა­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თე­ო­ლოგ ვა­სილ კო­ბა­ხი­ძის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"გა­ვიხ­სე­ნოთ სტა­ლი­ნის­დრო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და მაო ძე­დუ­ნის დრო­ინ­დე­ლი ჩი­ნე­თის ის­ტო­რია და ამ ეპო­ქა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი (თუ ამას სა­ერ­თოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას), რო­დე­საც საბ­ჭო­თა და ჩი­ნე­ლი სტუ­დენ­ტი კომ­კავ­შირ­ლე­ბი და კო­მუ­ნის­ტე­ბი თა­ვი­სი­ვე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს სა­მარ­ცხვი­ნო "სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს" უწყობ­დნენ სა­ჯა­როდ და შემ­დეგ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­დნენ მათ­ზე.. ზუს­ტად ასე­თი "სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი" მო­უ­წყვეს ვა­სილ კო­ბა­ხი­ძეს 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტთა ნა­წილ­მა და ამის შემ­დეგ მა­ვან­მა მღვდელმთავ­რებ­მა დე­ზინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ეპარ­ქი­ის მრევ­ლში, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ამ­ბი­ცი­ის, ან­გა­რე­ბის ელე­მენ­ტებ­საც შე­ი­ცავ­და.. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­რევ­ლო ბა­სილ კო­ბა­ხი­ძის და­არ­სე­ბუ­ლია.. გა­და­ხე­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას, მო­ი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია და დის­კუ­სი­ა­ში შემ­დეგ შე­მო­დით, თუ შე­იძ­ლე­ბო­დეს.. ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბია დე­ზინ­ფორ­მა­ტორ­თა გვა­რე­ბიც, სა­ხე­ლე­ბიც და სა­სუ­ლი­ე­რო ხა­რის­ხე­ბიც..

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ვა­სილ კო­ბა­ხი­ძე არის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი და ჭეშ­მა­რი­ტი პატ­რი­ო­ტი.. იგი, რაც მე მას ვიც­ნობ და აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბა არ მო­ი­ცავს ერთ ან ორ ან სამ წე­ლი­წადს, ყო­ველ­თვის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, პატ­რი­ო­ტუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მტკი­ცე მხარ­დამ­ჭე­რია.. ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს აქვს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი და კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი აზ­როვ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში მცხოვ­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა ეს, პრე­მი­ე­რი, მე­ე­ზო­ვე, პრო­ფე­სო­რი თუ მძღო­ლი.. უბ­რა­ლოდ უმა­დუ­რო­ბა იქ­ნე­ბა ვა­სილ კო­ბა­ხი­ძის ღვაწ­ლის არ და­ფე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­სა და თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და აკა­დე­მი­ის მი­მართ, რო­მელ­საც იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ღა­ლა­ვად ეწე­ო­და.. ახლა არ ჩა­მოვ­ყვე­ბი მე მის რე­გა­ლი­ებს და არ და­ვა­სა­ხე­ლებ, რამ­დე­ნი სა­ეკ­ლე­სიო ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი გახ­ლავთ ვა­სილ კო­ბა­ხი­ძე, ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­შიც შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ტყოთ.. ვა­სილ კო­ბა­ხი­ძის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვის შემ­დეგ თა­ვად იმ­სჯე­ლეთ ყვე­ლა­ფერ­ზე.. გმად­ლობთ..", - წერს ილია ვა­შა­კი­ძე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვასილ კობახიძე არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ჭეშმარიტი პატრიოტი - ილია ვაშაკიძე

ვასილ კობახიძე არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ჭეშმარიტი პატრიოტი - ილია ვაშაკიძე

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე თეოლოგ ვასილ კობახიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"გავიხსენოთ სტალინისდროინდელი საბჭოთა კავშირისა და მაო ძედუნის დროინდელი ჩინეთის ისტორია და ამ ეპოქაში არსებული სასამართლო პროცესები (თუ ამას საერთოდ სასამართლო პროცესი შეიძლება დაერქვას), როდესაც საბჭოთა და ჩინელი სტუდენტი კომკავშირლები და კომუნისტები თავისივე პროფესორ-მასწავლებლებს სამარცხვინო ,,სასამართლო პროცესებს" უწყობდნენ საჯაროდ და შემდეგ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ მათზე.. ზუსტად ასეთი ,,სასამართლო პროცესი" მოუწყვეს ვასილ კობახიძეს 21-ე საუკუნის დასაწყისში სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა და ამის შემდეგ მავანმა მღვდელმთავრებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მრევლში, რომელიც არა მარტო ამბიციის, ანგარების ელემენტებსაც შეიცავდა.. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ ევროპაში ძალიან ბევრი ქართული მართლმადიდებლური სამრევლო ბასილ კობახიძის დაარსებულია.. გადახედეთ საქართველოს უახლეს ისტორიას, მოიძიეთ ინფორმაცია და დისკუსიაში შემდეგ შემოდით, თუ შეიძლებოდეს.. ყველასთვის ნაცნობია დეზინფორმატორთა გვარებიც, სახელებიც და სასულიერო ხარისხებიც..

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვასილ კობახიძე არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და ჭეშმარიტი პატრიოტი.. იგი, რაც მე მას ვიცნობ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ნაცნობობა არ მოიცავს ერთ ან ორ ან სამ წელიწადს, ყოველთვის ქრისტიანული, პატრიოტული და დემოკრატიული ფასეულობების მტკიცე მხარდამჭერია.. ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და კრიტიკულად განწყობილი აზროვნება მსოფლიოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის მიმართ, პრეზიდენტი იქნება ეს, პრემიერი, მეეზოვე, პროფესორი თუ მძღოლი.. უბრალოდ უმადურობა იქნება ვასილ კობახიძის ღვაწლის არ დაფესება საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მიმართ, რომელსაც იგი წლების განმავლობაში დაუღალავად ეწეოდა.. ახლა არ ჩამოვყვები მე მის რეგალიებს და არ დავასახელებ, რამდენი საეკლესიო ორდენის კავალერი გახლავთ ვასილ კობახიძე, ამის შესახებ ინტერნეტ სივრცეშიც შეგიძლიათ შეიტყოთ.. ვასილ კობახიძის შესახებ ინფორმაციის ნახვის შემდეგ თავად იმსჯელეთ ყველაფერზე.. გმადლობთ..", - წერს ილია ვაშაკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს