კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ის ძველი სახეები - რას საქმიანობენ დღეს ცნობილი ჟურნალისტები
"რუსთავი 2"-ის ძველი სახეები - რას საქმიანობენ დღეს ცნობილი ჟურნალისტები

მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "რუს­თა­ვი 2"-ში უამ­რავ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა იმუ­შა­ვა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღემ­დე ახ­სოვს. ჩა­ნან თუ არა ეკ­რან­ზე, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ისი­ნი ისევ ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. "ambebi.ge" რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის დღე­ვან­დე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ.

ნინო შუბ­ლა­ძე

"რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, თოქ-შოუ "პო­ზი­ცი­ის" წამ­ყვან­მა ნინო შუბ­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ის ახლა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლია. მან ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თა­მარ ბო­დო­კია შეც­ვა­ლა.

ეკა ბე­რი­ძე

ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ბე­რი­ძე წლე­ბია "ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ერ­ში" მუ­შა­ობს, სა­დაც ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს. გა­სულ წელს ბე­რი­ძის სა­ხელ­ფა­სო შე­მო­სა­ვალ­მა 126 750 ლარი შე­ად­გი­ნა. ეკა ბე­რი­ძე "რუს­თა­ვი 2"-დან დიდი ხნის წინ წა­ვი­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტის ამ­პლუ­ა­ში ჯერ "მა­ესტრო­ზე", შემ­დეგ "მე­ცხრე არხზე" გა­მოჩ­ნდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტა ხან­ში ის "ჯი დი ეს"-ზე პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შო­უ­თი დაბ­რუნ­დე­ბა.

ნიკა ტა­ბა­ტა­ძე

ჟურ­ნა­ლის­ტი ნიკა ტა­ბა­ტა­ძე ამ­ჯე­რად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნალ­სი­ტი; 2001 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 10 პრო­ცენ­ტის მფლო­ბე­ლი გახ­და. სა­კუ­თა­რი წილი 2004 წელს დათ­მო, რო­დე­საც "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა; ამ პოს­ტი­დან 2006 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს; შემ­დეგ კერ­ძო ბიზ­ნეს­ში წა­ვი­და; არის სს "ჯორ­ჯი­ან რე­ზორ­ტს გუ­და­უ­რი­სა" და შპს Unimex Power System Georgia-ს დი­რექ­ტო­რი.

ნატა ამაღ­ლო­ბე­ლი

ნატა ამაღ­ლო­ბე­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის კულ­ტუ­რის ბლო­კი­სა და "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს" წამ­ყვა­ნი იყო. ეკ­რა­ნი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა, თუმ­ცა რა გახ­და რე­ა­ლუ­რად ამის მი­ზე­ზი, დღემ­დე უც­ნო­ბია. ნატა ამ­ღლო­ბე­ლი ამ­ჯე­რად მთავ­რო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ი­ტის www.agenda.ge-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნია და უცხო­ურ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე არის გათ­ვლი­ლი.

ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე

ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე "კუ­რი­ე­რის" გა­მორ­ჩე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო. "რუს­თა­ვი 2"-ზე "ფორ­ტუ­ნა­დან" მოხ­ვდა. "კუ­რი­ე­რი­დან" კი სა­მუ­შა­ოდ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, ნა­თია ბან­ძე­ლა­ძემ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის აპა­რატ­ში მუ­შა­ო­ბა აღარ გა­აგ­რძე­ლა და "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­ულ ჯგუფ­ში" და­საქმდა.

ნატა ნი­ჟა­რა­ძე

"რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მის პირ­და­პი­რი ჩარ­თვე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი ნატა ნი­ჟა­რა­ძე, ტე­ლე­ეკ­რან­ზე ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. "რუს­თა­ვი 2"-დან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით წა­ვი­და და სა­მუ­შა­ოდ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" გა­და­ვი­და. დი­ლის გა­და­ცე­მა სი­ახ­ლის ძი­ე­ბის სურ­ვი­ლით და­ტო­ვა, მაგ­რამ არც პირ­ველ არხზე დარ­ჩე­ნი­ლა დიდ­ხანს. ენერ­გი­ულ­მა ნატა ნი­ჟა­რა­ძემ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბაც მო­ას­წრო, ის კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს პრეს­სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა რა­ტომ და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი, უც­ნო­ბია. ნატა ნი­ჟა­რა­ძე ამ­ჯე­რად "იმე­დის" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ქეათევან
0

ქაჯაია როგორ მაინტერესებს სად არის დაწერეთ თუ შეიძლება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"რუსთავი 2"-ის ძველი სახეები - რას საქმიანობენ დღეს ცნობილი ჟურნალისტები

"რუსთავი 2"-ის ძველი სახეები - რას საქმიანობენ დღეს ცნობილი ჟურნალისტები

მრავალი წლის განმავლობაში "რუსთავი 2"-ში უამრავმა ჟურნალისტმა იმუშავა, თუმცა რამდენიმე მათგანი საზოგადოებას დღემდე ახსოვს. ჩანან თუ არა ეკრანზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ისევ ისეთი პოპულარობით სარგებლობენ. "ambebi.ge" რამდენიმე მათგანის დღევანდელი საქმიანობის შესახებ გიამბობთ.

ნინო შუბლაძე

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თოქ-შოუ "პოზიციის" წამყვანმა ნინო შუბლაძემ რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიიდან საჯარო სამსახურში გადაინაცვლა. ის ახლა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელია. მან ამ თანამდებობაზე თამარ ბოდოკია შეცვალა.

ეკა ბერიძე

ჟურნალისტი ეკა ბერიძე წლებია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" მუშაობს, სადაც ის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას იკავებს. გასულ წელს ბერიძის სახელფასო შემოსავალმა 126 750 ლარი შეადგინა. ეკა ბერიძე "რუსთავი 2"-დან დიდი ხნის წინ წავიდა. რამდენიმე წლის წინ, კი ტელეჟურნალისტის ამპლუაში ჯერ "მაესტროზე", შემდეგ "მეცხრე არხზე" გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხანში ის "ჯი დი ეს"-ზე პოლიტიკური თოქ-შოუთი დაბრუნდება.

ნიკა ტაბატაძე

ჟურნალისტი ნიკა ტაბატაძე ამჯერად ამერიკაში ცხოვრობს. იყო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალსიტი; 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა; ამ პოსტიდან 2006 წელს გაათავისუფლეს; შემდეგ კერძო ბიზნესში წავიდა; არის სს "ჯორჯიან რეზორტს გუდაურისა" და შპს Unimex Power System Georgia-ს დირექტორი.

ნატა ამაღლობელი

ნატა ამაღლობელი "რუსთავი 2"-ის კულტურის ბლოკისა და "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი იყო. ეკრანიდან მოულოდნელად გაქრა, თუმცა რა გახდა რეალურად ამის მიზეზი, დღემდე უცნობია. ნატა ამღლობელი ამჯერად მთავრობის მიერ დაფინანსებული საიტის www.agenda.ge-ის  მთავარი რედაქტორია, რომელიც ინგლისურენოვანია და უცხოურ აუდიტორიაზე არის გათვლილი.

ნათია ბანძელაძე

ნათია ბანძელაძე "კურიერის" გამორჩეული ჟურნალისტი იყო. "რუსთავი 2"-ზე "ფორტუნადან" მოხვდა. "კურიერიდან" კი სამუშაოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნათია ბანძელაძემ ახალი პრეზიდენტის აპარატში მუშაობა აღარ გააგრძელა და "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" დასაქმდა.

ნატა ნიჟარაძე

"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის პირდაპირი ჩართვების ჟურნალისტი ნატა ნიჟარაძე, ტელეეკრანზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. "რუსთავი 2"-დან საკუთარი სურვილით წავიდა და სამუშაოდ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადავიდა. დილის გადაცემა სიახლის ძიების სურვილით დატოვა, მაგრამ არც პირველ არხზე დარჩენილა დიდხანს. ენერგიულმა ნატა ნიჟარაძემ საჯარო სამსახურში მუშაობაც მოასწრო, ის კრიზისების მართვის საბჭოს პრესსამსახურში მუშაობდა, თუმცა რატომ დატოვა სამსახური, უცნობია. ნატა ნიჟარაძე ამჯერად "იმედის" დილის გადაცემის წამყვანია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება