ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა გაყიდვების თვალსაზრისით ყველა რეკორდი დაამხო. მისი ბოლო ალბომი "25", რომელიც 20 ნოემბერს გამოვიდა გასაყიდად, ერთი კვირის შემდეგ, მხოლოდ ამერიკაში 3,38 მლნ-იანი ტირაჟით გაიყიდა. ეს ახალი მსოფლიო რეკორდია მას შემდეგ, რაც 1991 წელს კომპანია Nielsen-მა ოფიციალური "დათვლა" დაიწყო მუსიკალურ ინდუსტრიაში. "25" ეს არის Nielsen-ის ისტორიაში პირველი ალბომი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა და მხოლოდ მეორეა, რომელიც 2 მილიონიან ზღვარს გადასცდა.
დღემდე მსოფლიო რეკორდი ამერიკულ ჯგუფ NSYNC-ს ეკუთვნოდა, რომლის ალბომიც No Strings Attached 2000 წლის მარტში პირველივე კვირას 2,42 მლნ ტირაჟით გაიყიდა. "25" ადელის რიგით მესამე ალბომია "19"-სა და ასევე რეკორდსმენი "21"-ის შემდეგ, რომელიც თავის მხრივ, ბილბორდის ჩარტში პირველ ადგილზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფია – 24 კვირა პირველ ადგილზე. გარდა ამისა, Nielsen-ის ისტორიაში ეს რიგით მეათე ყველაზე გაყიდვადი ალბომია. ამ დროისათვის, მისი 11,2 მლნ ეგზემპლარია გაყიდული მხოლოდ ამერიკაში, მსოფლიო მასშტაბით კი 24 მილიონამდე.
იხილეთ გაგრძელება