საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიცვლება საქართველოში 2016 წლის 1 იანვრიდან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივების შედეგად?
რა შეიცვლება საქართველოში 2016 წლის 1 იანვრიდან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივების შედეგად?

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი სფე­რო­ე­ბი უნდა გან­ვი­თარ­დეს, რო­გო­რიც არის ვაჭ­რო­ბა, გა­რე­მოს დაც­ვა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, ტუ­რიზ­მი, ენერ­გე­ტი­კა, ტრან­სპორ­ტი და გა­ნათ­ლე­ბა. ამ სფე­რო­ებს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებს და­უ­ახ­ლო­ვებს.

გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უკვე ამოქ­მედ­და 2015 წლი­დან, თუმ­ცა დი­რექ­ტი­ვე­ბი, რა­მაც უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, რამ­დე­ნი­მე წელ­ზეა გა­წე­რი­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ სფე­რო­ში და რა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და 2015 წელს ცვლი­ლე­ბა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, და რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა 2016 წლის 1 იან­ვრი­დან, ამის გა­სა­გე­ბად AMBEBI.GE ფონდ "ღია-სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯერს, ვანო ჩხიკ­ვა­ძეს ესა­უბ­რა:

"2015 წელს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა. მა­გა­ლი­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინსვლაა ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა კი­დევ ბევ­რი პრობ­ლე­მაა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და ეს 2016 წელს გა­კეთ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა შრო­მის სტან­დარ­ტებს, გა­და­იდ­გა გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მა­გა­ლი­თად, შე­მუ­შავ­და ახა­ლი კო­დექ­სი, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და და­საქ­მე­ბულ­თა უფ­ლე­ბე­ბიც, მაგ­რამ აქაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სამმხრი­ვი კო­მი­სი­ის ამუ­შა­ვე­ბა - პროფ­კავ­ში­რე­ბი, დამ­საქ­მებ­ლე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო უნდა მუ­შა­ობ­დეს ერ­თად და იმ სა­კი­თხებ­ზე იმ­სჯე­ლონ, რაც ამ პე­რი­ოდ­ში ეფექ­ტუ­რად არ ამოქ­მე­დე­ბუ­ლა", - ამ­ბობს ვანო ჩხიკ­ვა­ძე.

მისი თქმით, 2015 წელს მომ­ზად­და კო­დექ­სი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ წელს ამოქ­მედ­დე­ბა.

"ამას გარ­და, შე­იქ­მნა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის ვე­რი­ფი­კა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი. რო­დე­საც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას ავ­სებ­დნენ, არ მოწ­მდე­ბო­და, თუ რამ­დე­ნად სწო­რი იყო ჩა­ნა­წე­რი, რაც მათ ჰქონ­დათ შევ­სე­ბუ­ლი და ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გით, სწო­რედ ეს მე­ქა­ნიზ­მი შე­იქ­მნა. მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, იმის გამო, რომ არ არის შე­სა­ბა­მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, ის 2017 წლის 1 იავნრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა", - ამ­ბობს ჩხიკ­ვა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც 2016 წლის 1 იან­ვრი­დან უნდა ამოქ­მედ­დეს, ვანო ჩხიკ­ვა­ძის თქმით, მო­მა­ვალ წელს სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა იქ­ნე­ბა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის კუ­თხით - ქა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პო­ლი­ტი­კა­ში და მათი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაჭ­რო­ბის ნა­წილს, აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტი, - პირ­ვე­ლი არის გა­რე­მოს დაც­ვა, სა­დაც ჩვე­ნი კა­ნო­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის ათამ­დე დი­რექ­ტი­ვას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოვა.

კი­დევ არის სა­კი­თხი, რაც უკავ­შირ­დე­ბა მა­გა­ლი­თად, საწ­ვა­ვის ხა­რისხს, კერ­ძოდ საწ­ვავ­ში გო­გირ­დის შემ­ცვე­ლო­ბის კონ­ტროლს; ამ დი­რექ­ტი­ვის ამოქ­მე­დე­ბა მოგ­ვი­წევს მო­მა­ვა­ლი წლი­დან. ამას გარ­და, სა­უ­ბა­რია მომ­ხმა­რებლთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა­ზე.

ჯამ­ში არის 330-მდე დი­რექ­ტი­ვა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს მი­სა­ღე­ბი. 2016 წელს კი, და­ახ­ლო­ე­ბით 20-30-მდე დი­რექ­ტი­ვი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ის ჰარ­მო­ნი­ზე­ბა მოგ­ვი­წევს ჩვენს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან", - ამ­ბობს ვანო ჩხიკ­ვა­ძე.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

რა შეიცვლება საქართველოში 2016 წლის 1 იანვრიდან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივების შედეგად?

რა შეიცვლება საქართველოში 2016 წლის 1 იანვრიდან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივების შედეგად?

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველოში წლების განმავლობაში ისეთი სფეროები უნდა განვითარდეს, როგორიც არის ვაჭრობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და განათლება. ამ სფეროებს საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვებს.

გარკვეული რეგულაციები უკვე ამოქმედდა 2015 წლიდან, თუმცა დირექტივები, რამაც უნდა გამოიწვიოს ცვლილებების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, რამდენიმე წელზეა გაწერილი. კონკრეტულად რომელ სფეროში და რა მიმართულებებზე განხორციელდა 2015 წელს ცვლილება ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, და რა რეგულაციები ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან, ამის გასაგებად AMBEBI.GE ფონდ "ღია-საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა:

"2015 წელს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მაგალითად, მნიშვნელოვანი წინსვლაა ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თუმცა კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ეს 2016 წელს გაკეთდება.

რაც შეეხება შრომის სტანდარტებს, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, მაგალითად, შემუშავდა ახალი კოდექსი, წინა წლებთან შედარებით გაიზარდა დასაქმებულთა უფლებებიც, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სამმხრივი კომისიის ამუშავება - პროფკავშირები, დამსაქმებლები და სახელმწიფო უნდა მუშაობდეს ერთად და იმ საკითხებზე იმსჯელონ, რაც ამ პერიოდში ეფექტურად არ ამოქმედებულა", - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

მისი თქმით, 2015 წელს მომზადდა კოდექსი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც მომავალ წელს ამოქმედდება.

"ამას გარდა, შეიქმნა ქონებრივი დეკლარაციების ვერიფიკაციის მექანიზმი. როდესაც საჯარო მოხელეები ქონებრივ დეკლარაციას ავსებდნენ, არ მოწმდებოდა, თუ რამდენად სწორი იყო ჩანაწერი, რაც მათ ჰქონდათ შევსებული და ასოცირების დღის წესრიგით, სწორედ ეს მექანიზმი შეიქმნა. მაგრამ ჯერჯერობით, იმის გამო, რომ არ არის შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსი, ის 2017 წლის 1 იავნრიდან ამოქმედდება", - ამბობს ჩხიკვაძე.

რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, ვანო ჩხიკვაძის თქმით, მომავალ წელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი.

"მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება გენდერული თანასწორობის კუთხით - ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში და მათი აქტიური ჩართულობა, ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ვაჭრობის ნაწილს, აქ მნიშვნელოვანია რამდენიმე მომენტი, - პირველი არის გარემოს დაცვა, სადაც ჩვენი კანონები ევროკავშირის ათამდე დირექტივასთან შესაბამისობაში მოვა.

კიდევ არის საკითხი, რაც უკავშირდება მაგალითად, საწვავის ხარისხს, კერძოდ საწვავში გოგირდის შემცველობის კონტროლს; ამ დირექტივის ამოქმედება მოგვიწევს მომავალი წლიდან. ამას გარდა, საუბარია მომხმარებლთა უფლებების დაცვაზე და სურსათის უვნებლობაზე.

ჯამში არის 330-მდე დირექტივა, რაც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს მისაღები. 2016 წელს კი, დაახლოებით 20-30-მდე დირექტივისა და რეგულაციის ჰარმონიზება მოგვიწევს ჩვენს კანონმდებლობასთან", - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."