საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა დღეს განახლდება
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა დღეს განახლდება

ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი­სა და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, დღეს, 10.00 სა­ათ­ზე გა­ნახ­ლდე­ბა.

გუ­შინ­დელ პრო­ცეს­ზე კი ბრალ­დე­ბის მხა­რის ორი მოწ­მე და­ი­კი­თხა. მათ შო­რის, კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ასე­ვე სა­პატ­რუ­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი. პრო­ცე­სი ნა­წი­ლობ­რივ და­ხუ­რუ­ლი იყო.

რო­გორც სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­პატ­რუ­ლოს თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვი­ლის გას­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე იყო გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის შე­დე­გი, რა­ზეც იგი და­ჯა­რიმ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მოწ­მეს, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე და­ი­კი­თხა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნე­ბის დე­ტა­ლებ­ზე პრო­კუ­რორ­მა არ ისა­უბ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­გორც ად­ვო­კატ­მა გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, და­ხუ­რულ პრო­ცეს­ზე კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დაც­ვის მხა­რის შე­კი­თხვა­ზე, სა­ი­დან ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­ზეც ჩვე­ნე­ბა­ში სა­უბ­რობ­და, არ გა­ამ­ხი­ლა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი ამ­ბობ­და, რომ ეს ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა.

გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის თქმით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კი მო­ი­თხოვს, რომ თუკი მოწ­მე წყა­როს ვერ ასა­ხე­ლებს, მისი ჩვე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ "კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლის ჩვე­ნე­ბას ფასი არ ჰქონ­და".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა დღეს განახლდება

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა დღეს განახლდება

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში, დღეს, 10.00 საათზე განახლდება.

გუშინდელ პროცესზე კი ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მათ შორის, კონტრტერორისტული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი, ასევე საპატრულოს თანამშრომელი. პროცესი ნაწილობრივ დახურული იყო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, საპატრულოს თანამშრომელმა დაადასტურა, რომ არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილის გასვლა საქართველოს საზღვარზე იყო გაუფრთხილებლობის შედეგი, რაზეც იგი დაჯარიმდა.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელი დახურულ სხდომაზე დაიკითხა. შესაბამისად, ჩვენების დეტალებზე პროკურორმა არ ისაუბრა.

რაც შეეხება დაცვის მხარის წარმომადგენელს, როგორც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, დახურულ პროცესზე კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაცვის მხარის შეკითხვაზე, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომელზეც ჩვენებაში საუბრობდა, არ გაამხილა.

ადვოკატის ინფორმაციით, იგი ამბობდა, რომ ეს ოპერატიული ინფორმაციაა.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, კანონმდებლობა კი მოითხოვს, რომ თუკი მოწმე წყაროს ვერ ასახელებს, მისი ჩვენება არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად.

აქედან გამომდინარე, ადვოკატი აცხადებს, რომ "კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლის ჩვენებას ფასი არ ჰქონდა".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ