პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნიკალური თვისება აქვს ქართულ თაფლს და რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი
რა უნიკალური თვისება აქვს ქართულ თაფლს და რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი

რა უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ქარ­თუ­ლი თაფ­ლი, რამ­დე­ნად მომ­გე­ბი­ა­ნია თაფ­ლის ბიზ­ნე­სი და რა­ტომ ვერ გა­დის ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE "სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სი­ო­ნალ მე­ფუტკრე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" პრე­ზი­დენტს, მე­ფუტკრე თე­მურ ღო­ღო­ბე­რი­ძეს ესა­უბ­რა.

- ქარ­თუ­ლი თაფ­ლის უნი­კა­ლურ თვი­სე­ბად ის შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ გარ­და საკ­ვე­ბი და სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს 7 ზონა, ამ ზო­ნებ­ში აღე­ბუ­ლი თაფ­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა ფე­რი­თა და გე­მო­თი. თუ შე­ნახ­ვი­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს თაფ­ლი არ ფუჭ­დე­ბა, ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს, მაგ­რამ გე­მო­თი, სუ­ნით და ფე­რით გან­სხვა­დე­ბი­ან.

- რა პე­რი­ოდ­ში იღებთ თაფლს?

- თაფ­ლის აღე­ბა ანუ თაფ­ლის ღალა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვე­ლის ზო­ნა­ში, ისე­ვე რო­გორც კა­ხე­თის ზო­ნა­ში, მა­ი­სის პირ­ველ რი­ცხვებ­ში იწყე­ბა და გრძელ­დე­ბა მა­ღალმთი­ან ზო­ნა­ში, სა­დაც ივ­ლის-აგ­ვის­ტო­შიც მო­დის თაფ­ლი.

- რა ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს ეს საქ­მი­ა­ნო­ბა? რა ღირს ფუტკრის ოჯა­ხის შე­ძე­ნა?

- თუ სკა­ში ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ფუტ­კა­რის, ანუ ფუტკრის ოჯა­ხის შე­ძე­ნა გინ­დათ, ამ­ჟა­მად, ყვე­ლა­ზე უფრო მცი­რე ფუტკრის ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 250-300 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს და ისიც იმის გამო, რომ ზამ­თა­რია და ფასი და­ბა­ლია. გა­ზა­ფხულ­ზე იგი­ვე ოჯა­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბა 300-350 ლარი ღირ­დეს. ხოლო თა­ვის სკი­ა­ნად, ყვე­ლა­ზე უფრო ნაკ­ლე­ბი ერთი ფუტკრის ოჯა­ხის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით, 350 ლა­რია.

- დახ­ლო­ე­ბით რამ­დე­ნი ფუტ­კა­რია ერთ სკა­ში ანუ ერთ ოჯახ­ში?

- წე­ლი­წა­დის სხვა­დას­ხვა დროს რა­ო­დე­ნო­ბა სხვა­დას­ხვაა, მაგ­რამ ფუტკრის სტან­დარ­ტულ ოჯახ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 20-25 ათა­სი­დან 50-60 ათა­სამ­დე იც­ვლე­ბა. ფუტკრის ოჯახ­ში ფუტკრე­ბი მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბი­ან. ყვე­ლა­ზე უფრო სწრა­ფად ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში იც­ვლე­ბა, - ამ დროს ფუტ­კა­რი მაქ­სი­მუმ 40 დღე ცო­ცხლობს, ზამ­თარ­ში კი 150 დღემ­დე. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა, 200 დღემ­დე იცო­ცხლოს. ფუტკრის ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს დედა ფუტ­კა­რი ცო­ცხლობს, ძი­რი­თა­დად 3-5 წელი.

- რამ­დე­ნად პრო­დუქ­ტი­უ­ლია ერთი ფუტკრის ოჯა­ხი, თაფლს ყვე­ლა ფუტ­კა­რი იძ­ლე­ვა?

- ფუტკრის ოჯა­ხე­ბის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ამინ­დზე, მერე თვი­თონ მე­ფუტკრის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე, ამის შემ­დეგ იმ ად­გილ­ზე, თუ სად არის გან­თავ­სე­ბუ­ლი სკა.

- იც­ვლე­ბა თუ არა თაფ­ლის ფასი, რა­ზეა ფასი და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- ფასი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იც­ვლე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო გა­ჯე­რე­ბუ­ლია ამ პრო­დუქ­ცი­ით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წელს ცუდი მო­სა­ვა­ლი იყო, თაფ­ლის ფასი შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით 10%-ით გა­ი­ზარ­და, იმ დროს, რო­დე­საც სხვა სამ­რეწ­ვე­ლო სა­ქო­ნელ­ზე ფა­სე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტად გა­ი­ზარ­და. ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი, სა­ცა­ლო ფასი 10-12 ლა­რია, სა­შუ­ა­ლო ფასი 15-18 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, მაქ­სი­მა­ლუ­რი ფასი კი 25 ლა­რია, წელს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­თხოვ­ნა წაბ­ლის თაფლზე იყო.

- წაბ­ლის თაფ­ლი ახ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძვი­რია, რა­ტომ? რი­თია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

- წაბ­ლის თაფლს აქვს თა­ვი­სე­ბუ­რი სუნი, ოდ­ნავ მომ­წა­როა, მისი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა საკ­მა­ოდ ძნე­ლია და ამის გა­მოა, რომ ხში­რად ექიმ­ბა­შე­ბი წაბ­ლის თაფლს იყე­ნე­ბენ. ამას გარ­და, თურ­ქეთ­ში მუქი ფე­რის თაფლზე დიდი მო­თხოვ­ნაა, წაბ­ლის თაფ­ლის უმე­ტე­სად თურ­ქეთ­ში გა­დის.

- ქარ­თუ­ლი თაფ­ლი რო­მელ ქვეყ­ნებ­ში გა­დის?

- ძი­რი­თა­დად ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში - აზერ­ბა­ი­ჯან­ში და თურ­ქეთ­ში, მაგ­რამ ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­ნა კონ­ტრა­ბან­დულ სა­ხეს ატა­რებს. ევ­რო­პა­ში ჩვე­ნი თაფ­ლი უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, 5-10 წელი ვერ გავა იმი­ტომ, რომ ბევ­რი რამ გვაქვს შე­საც­ვლე­ლი. პირ­ველ რიგ­ში, ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მე­ბია. ევ­რო­პა­ში სურ­სათ­ზე მო­თხოვ­ნა ძა­ლი­ან გამ­კაც­რე­ბუ­ლია, ამას გარ­და, ევ­რო­პა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია თა­ვი­სი მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის გა­სა­ღე­ბით და მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ა­ში ამ­ჟა­მად თაფ­ლიც შე­დის. რო­გორც იტყვი­ან, ევ­რო­პა თა­ვის ბა­ზარს კბი­ლე­ბით იცავს.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა უნიკალური თვისება აქვს ქართულ თაფლს და რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი

რა უნიკალური თვისება აქვს ქართულ თაფლს და რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი

რა უნიკალური თვისებებით გამოირჩევა ქართული თაფლი, რამდენად მომგებიანია თაფლის ბიზნესი და რატომ ვერ გადის ევროპის ბაზარზე, ამის გასარკვევად AMBEBI.GE "საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის" პრეზიდენტს, მეფუტკრე თემურ ღოღობერიძეს ესაუბრა.

- ქართული თაფლის უნიკალურ თვისებად ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გარდა საკვები და სამკურნალო დანიშნულებისა, საქართველოში გვაქვს 7 ზონა, ამ ზონებში აღებული თაფლი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება ფერითა და გემოთი. თუ შენახვისა და ტრანსპორტირების დროს თაფლი არ ფუჭდება, ყველას ერთნაირი თვისებები აქვს, მაგრამ გემოთი, სუნით და ფერით განსხვადებიან.

- რა პერიოდში იღებთ თაფლს?

- თაფლის აღება ანუ თაფლის ღალა დასავლეთ საქართველოში და ველის ზონაში, ისევე როგორც კახეთის ზონაში, მაისის პირველ რიცხვებში იწყება და გრძელდება მაღალმთიან ზონაში, სადაც ივლის-აგვისტოშიც მოდის თაფლი.

- რა ხარჯებს მოითხოვს ეს საქმიანობა? რა ღირს ფუტკრის ოჯახის შეძენა?

- თუ სკაში ჩასახლებული ფუტკარის, ანუ ფუტკრის ოჯახის შეძენა გინდათ, ამჟამად, ყველაზე უფრო მცირე ფუტკრის ოჯახის ღირებულება დაახლოებით 250-300 ლარამდე მერყეობს და ისიც იმის გამო, რომ ზამთარია და ფასი დაბალია. გაზაფხულზე იგივე ოჯახები შეიძლება 300-350 ლარი ღირდეს. ხოლო თავის სკიანად, ყველაზე უფრო ნაკლები ერთი ფუტკრის ოჯახის ფასი დაახლოებით, 350 ლარია.

- დახლოებით რამდენი ფუტკარია ერთ სკაში ანუ ერთ ოჯახში?

- წელიწადის სხვადასხვა დროს რაოდენობა სხვადასხვაა, მაგრამ ფუტკრის სტანდარტულ ოჯახში მათი რაოდენობა 20-25 ათასიდან 50-60 ათასამდე იცვლება. ფუტკრის ოჯახში ფუტკრები მუდმივად იცვლებიან.  ყველაზე უფრო სწრაფად ზაფხულის პერიოდში იცვლება, - ამ დროს ფუტკარი მაქსიმუმ 40 დღე ცოცხლობს, ზამთარში კი 150 დღემდე. ძალიან იშვიათად შეიძლება, 200 დღემდე იცოცხლოს. ფუტკრის ოჯახში ყველაზე დიდხანს დედა ფუტკარი ცოცხლობს, ძირითადად 3-5 წელი.

- რამდენად პროდუქტიულია ერთი ფუტკრის ოჯახი, თაფლს ყველა ფუტკარი იძლევა?

- ფუტკრის ოჯახების პროდუქტიულობა დამოკიდებულია ამინდზე, მერე თვითონ მეფუტკრის კვალიფიკაციაზე, ამის შემდეგ იმ ადგილზე, თუ სად არის განთავსებული სკა.

- იცვლება თუ არა თაფლის ფასი, რაზეა ფასი დამოკიდებული?

- ფასი შედარებით ნაკლებად იცვლება, რადგან საქართველო გაჯერებულია ამ პროდუქციით. მიუხედავად იმისა, რომ წელს ცუდი მოსავალი იყო, თაფლის ფასი შარშანდელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, იმ დროს, როდესაც სხვა სამრეწველო საქონელზე ფასები გაცილებით მეტად გაიზარდა. ამჟამად ყველაზე დაბალი, საცალო ფასი 10-12 ლარია, საშუალო ფასი 15-18 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაქსიმალური ფასი კი 25 ლარია, წელს განსაკუთრებით მოთხოვნა წაბლის თაფლზე იყო.

- წაბლის თაფლი ახსენეთ, რომელიც ყველაზე ძვირია, რატომ? რითია განსაკუთრებული?

- წაბლის თაფლს აქვს თავისებური სუნი, ოდნავ მომწაროა, მისი ფალსიფიცირება საკმაოდ ძნელია და ამის გამოა, რომ ხშირად ექიმბაშები წაბლის თაფლს იყენებენ. ამას გარდა, თურქეთში მუქი ფერის თაფლზე დიდი მოთხოვნაა, წაბლის თაფლის უმეტესად თურქეთში გადის.

- ქართული თაფლი რომელ ქვეყნებში გადის?

- ძირითადად ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში და თურქეთში, მაგრამ ორივე ქვეყანაში გატანა კონტრაბანდულ სახეს ატარებს. ევროპაში ჩვენი თაფლი უკეთეს შემთხვევაში, 5-10 წელი ვერ გავა იმიტომ, რომ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. პირველ რიგში, ტექნიკური ხასიათის პრობლემებია. ევროპაში სურსათზე მოთხოვნა ძალიან გამკაცრებულია, ამას გარდა, ევროპა დაინტერესებულია თავისი მეცხოველეობის პროდუქტების გასაღებით და მეცხოველეობის პროდუქციაში ამჟამად თაფლიც შედის. როგორც იტყვიან, ევროპა თავის ბაზარს კბილებით იცავს.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია