სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრაკონიერი პროკურორი - ნადირობა დათვზე ახმეტის ნაკრძალში
ბრაკონიერი პროკურორი - ნადირობა დათვზე ახმეტის ნაკრძალში

პრო­კუ­რორ­მა ლე­ვან ღვე­დაშ­ვილ­მა, პრო­კუ­რა­ტუ­რის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, "წი­თელ ნუს­ხა­ში" შე­ტა­ნილ დათვზე ინა­დი­რა. ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს. პირი, რო­მელ­მაც ick.ge-ს ფო­ტო­მა­სა­ლა მი­ა­წო­და, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ პრო­კუ­რო­რებ­მა სხვა­დას­ხვა დროს, რამ­დე­ნი­მე დათ­ვი, ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში, ბა­წა­რა-ბა­ბა­ნე­უ­რის ნაკ­რძალ­ში მოკ­ლეს. დათვზე ნა­დი­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი იმ პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა ლე­ვან ღვე­დაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რი იყო. 2012 წლის 29 ნო­ემ­ბერს ის და­ა­წი­ნა­უ­რეს და ამ­ჟა­მად გურ­ჯა­ა­ნის, ყვარ­ლის და ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რია.

პირ­ვე­ლი ფოტო 2007 წლის 27 სექ­ტემ­ბრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ლე­ვან ღვე­დაშ­ვი­ლის გარ­და ამ ფო­ტო­ზე კი­დევ ორი პირი ჩანს. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ახ­მე­ტის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან - ზუ­რაბ გო­მე­ლა­უ­რი და რეზო ბე­რიშ­ვი­ლი. არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ ეტაპ­ზე, ჩვენ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რორს, ლე­ვან ღვე­დაშ­ვილს ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნა და რამ­დე­ნი­მე კი­თხვა და­უს­ვა.

ბა­ტო­ნო ლე­ვან, ორი­ვე ფო­ტო­ზე ხომ ნამ­დვი­ლად თქვენ ხართ?

- კი, მე ვარ.

-დათვზე ნა­დი­რო­ბა რომ დას­ჯა­დია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით?

- დათვზე არ მი­ნა­დი­რია მე.

- აბა, ეს მოკ­ლუ­ლი დათ­ვე­ბი სა­ი­დან გაჩ­ნდნენ ფო­ტო­ებ­ზე?

- არ ვიცი.

-ეს პი­რე­ბიც ვი­ცით, ვინ არი­ან. მათ შო­რის ერთ-ერთი იმ პე­რი­ოდ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და.

- თუ მე­გობ­რუ­ლად მაჩ­ვე­ნებთ ამ ფო­ტო­ებს, დიდი მად­ლო­ბა. თუ და­შან­ტა­ჟე­ბის მიზ­ნით აკე­თებთ...

-შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე ვი­სა­უბ­როთ. არა­ვი­თა­რი შან­ტა­ჟი. მე ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი. მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ პრო­კუ­რო­რე­ბი ნა­დი­რობ­დით და ნა­დი­რობთ წი­თელ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნილ ნა­დირ­ზე, თან ნაკ­რძალ­ში. ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლია, რაც გაჩ­ვე­ნეთ. თქვენ პრო­კუ­რო­რი ხართ.

- და­კი­თხვას მი­წყობთ? თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლეს, მე გან­მარ­ტე­ბას მივ­ცემ გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას.

-რა გან­მარ­ტე­ბას მის­ცემთ, რო­გორ და რით უარ­ყოფთ?

- თუ ინ­ფორ­მა­ცია მე­გობ­რუ­ლად მო­მა­წო­დეთ, მად­ლო­ბა".

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბრაკონიერი პროკურორი - ნადირობა დათვზე ახმეტის ნაკრძალში

ბრაკონიერი პროკურორი - ნადირობა დათვზე ახმეტის ნაკრძალში

პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, "წითელ ნუსხაში" შეტანილ დათვზე ინადირა. ამ ფაქტის ამსახველ ფოტოებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. პირი, რომელმაც ick.ge-ს ფოტომასალა მიაწოდა, ირწმუნება, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო. 2012 წლის 29 ნოემბერს ის დააწინაურეს და ამჟამად გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონული პროკურორია.

პირველი ფოტო 2007 წლის 27 სექტემბრით არის დათარიღებული. ლევან ღვედაშვილის გარდა ამ ფოტოზე კიდევ ორი პირი ჩანს. დადასტურებული ინფორმაციით, ისინი ახმეტის მაცხოვრებლები არიან - ზურაბ გომელაური და რეზო ბერიშვილი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ჩვენ მათთან დაკავშირება ვერ შევძელით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გურჯაანის რაიონულ პროკურორს, ლევან ღვედაშვილს ფოტოები აჩვენა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

ბატონო ლევან, ორივე ფოტოზე ხომ ნამდვილად თქვენ ხართ?

- კი, მე ვარ.

-დათვზე ნადირობა რომ დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით?

- დათვზე არ მინადირია მე.

- აბა, ეს მოკლული დათვები საიდან გაჩნდნენ ფოტოებზე?

- არ ვიცი.

-ეს პირებიც ვიცით, ვინ არიან. მათ შორის ერთ-ერთი იმ პერიოდში პროკურატურაში მუშაობდა.

- თუ მეგობრულად მაჩვენებთ ამ ფოტოებს, დიდი მადლობა. თუ დაშანტაჟების მიზნით აკეთებთ...

-შეურაცხყოფის გარეშე ვისაუბროთ. არავითარი შანტაჟი. მე ვარ ჟურნალისტი. მომაწოდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ პროკურორები ნადირობდით და ნადირობთ წითელ ნუსხაში შეტანილ ნადირზე, თან ნაკრძალში. ეს მტკიცებულებების ნაწილია, რაც გაჩვენეთ. თქვენ პროკურორი ხართ.

- დაკითხვას მიწყობთ? თუ საჭიროდ ჩათვალეს, მე განმარტებას მივცემ გენერალურ ინსპექციას.

-რა განმარტებას მისცემთ, როგორ და რით უარყოფთ?

- თუ ინფორმაცია მეგობრულად მომაწოდეთ, მადლობა".

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა