საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა, დუდუ და დუდუს ცოლი: 3 პერსონაჟის მიერ გაკეთებული 3 სერია, როგორც კინო - ექსკლუზიური ინტერვიუ "დუდუს ცოლთან"
მაკა, დუდუ და დუდუს ცოლი: 3 პერსონაჟის მიერ გაკეთებული 3 სერია, როგორც კინო - ექსკლუზიური ინტერვიუ "დუდუს ცოლთან"

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ბოლო 3 სე­რი­ა­ში მოვ­ლე­ნე­ბი რა­ღაც სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და (ყვე­ლა­ფე­რი კი­ნოს ჰყავ­და), რა­მაც მა­ყუ­რე­ბელ­ში სე­რი­ა­ლის მი­მართ კი­დევ მეტი ინ­ტე­რე­სი გა­ა­ჩი­ნა: კუ­ბა­ში გა­დახ­ვე­წი­ლი პერ­სო­ნა­ჟის, დუ­დუს ოჯა­ხი უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა, - თაღ­ლით­მა, ვი­თომ­დაც შვი­ლის ცი­ხი­დან დახ­სნის მო­ტი­ვით, ქო­ნე­ბა და­ა­კარ­გვი­ნა, რა­მაც მწვა­ვე ნევ­რო­ზი­სა და უკი­დუ­რე­სი დეპ­რე­სი­ის ზღვარ­ზე მი­იყ­ვა­ნა დუ­დუს ცოლი, ნა­ნი­კო.

ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბას, დუ­დუს თხოვ­ნით, მე­გო­ბა­რი მაკა (მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძე) ცდი­ლობს, რი­თაც სი­უ­ჟეტ­მა სიმ­ძაფ­რე შე­ი­ძი­ნა...

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მსა­ხი­ო­ბებ­მა დიდი ოს­ტა­ტო­ბით წარ­მო­ა­ჩი­ნეს. ნინო კას­რა­ძე ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი სა­შემ­სრუ­ლებ­ლო დო­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მას­თან ერ­თად, ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლიც (დუდუ), მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ სე­რი­ებ­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ სკა­ი­პით უწევ­და ჩარ­თვა.

მსა­ხი­ობ­მა რუ­სუ­დან კო­ბი­აშ­ვილ­მა (დუ­დუს ცოლი) კი მა­ყუ­რე­ბელ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა იქო­ნია, რად­გა­ნაც დეპ­რე­სი­უ­ლი, ნევ­რო­ზუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მკა­ფიო სახე შექ­მნა.

რო­დე­საც ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვილს ბოლო სე­რი­ე­ბის შე­სა­ხებ აზრი ვკი­თხე, მი­პა­სუ­ხა, - მე რა, ერთი-ორ­ჯერ სკა­ი­პით ჩა­ვერ­თე და რა მოხ­და, მერე? აი, სე­რი­ე­ბი გო­გო­ებ­მა - ნინო კას­რა­ძემ და რუ­სუ­დან კო­ბი­აშ­ვილ­მა გა­ქა­ჩე­სო...

რუ­სუ­დან კო­ბი­აშ­ვი­ლი (სე­რი­ალ­ში დუ­დუს ცოლი):

- ბოლო სე­რი­ებს ეტყო­ბო­და, რომ სე­რი­ა­ლი კი არა, უკვე კინო იყო, უფრო სწო­რად, სამ­სე­რი­ა­ნი ფილ­მი, რად­გა­ნაც მას­ში ამ­ბე­ბი ისე გან­ვი­თარ­და. სცე­ნა­რი რომ წა­ვი­კი­თხე, არ მქონ­და გან­ცდა, რომ ეს იყო სე­რი­ა­ლი და თა­ვი­დან­ვე რო­გორც კი­ნოს, ისე მი­ვუ­დე­ქი. მერე როლ­ზე შინ ვი­მუ­შა­ვე. სა­ერ­თოდ კი, ყვე­ლა­ფე­რი ძი­რი­თა­დად, სცე­ნა­რის­ტის, რე­ჟი­სო­რი­სა და კარ­გი პარტნი­ო­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა. თვი­თონ ამ­ბა­ვიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. სა­ერ­თოდ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სე­რი­ა­ლია თუ მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, მსა­ხი­ო­ბი უნდა ახერ­ხებ­დეს პრო­ექ­ტში, რა­ზეც მუ­შა­ობს, ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯოს, ბო­ლომ­დე და­დოს ყვე­ლა­ფე­რი, "გა­შიშ­ვლდეს", გა­ა­კე­თოს ის, რაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია...

- რო­გორ ფიქ­რობთ, ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ გან­ვი­თარ­დეს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორც გა­სულ კვი­რა­ში, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა?

- მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, გუ­შინ რო­გორც დამ­თავ­რდა მო­რი­გი სე­რია. მაკა ადა­მი­ა­ნუ­რად მო­იქ­ცა, და­მა­ლა იმ დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა, მაგ­რამ რა­ღაც მგო­ნია, რომ ამ ყვე­ლა­ფერს გან­ვი­თა­რე­ბა ექ­ნე­ბა, რად­გა­ნაც ფი­ნალ­მა ბევ­რი კი­თხვა და­ტო­ვა. ვფიქ­რობ, რომ უნდა გან­ვი­თარ­დეს. თან, მაკა სა­ი­დუმ­ლოს დიდ­ხანს ვერ შე­ი­ნა­ხავს და რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს. მით უფრო, დუ­დუს ოჯახს ამ­დე­ნი დრო და­უთ­მო და ენერ­გია და­ხარ­ჯა.

- მაკა ახ­სე­ნეთ, მის როლს მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძე ას­რუ­ლებს. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდა ის თქვე­ნი პარტნი­ო­რი თუ სხვა დრო­საც შეხ­ვედ­რი­ხართ?

- რა­ღაც პე­რი­ო­დი ერ­თად ინ­სტი­ტუ­ტში ვსწავ­ლობ­დით, მაგ­რამ სცე­ნა­ზე არას­დროს გვქო­ნია შე­ხე­ბა. ფან­ტას­ტი­კუ­რი მსა­ხი­ო­ბია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. როცა ასე­თი პარტნი­ო­რი გყავს, უკვე ძა­ლი­ან კარ­გია, თან, ეს ფაქ­ტი ცოტა და­მაფრ­თხო­ბე­ლიც კია, რად­გა­ნაც შენ­გან მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. მოკ­ლედ, გა­მი­მარ­თლა, რომ ნინო ჩემი პარტნი­ო­რი იყო. სა­ერ­თოდ, ამ სე­რი­ალ­ზე არა­ნორ­მა­ლუ­რად კარ­გი გუნ­დი მუ­შა­ობს. კას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი - ეკა მჟა­ვა­ნა­ძე ხომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რო­მე­ლიც ყველ­ფერს შე­სა­ნიშ­ნა­ვად უძღვე­ბა. "კას­ტინ­გის დედა" კი არა, დე­და­ჩე­მი ხარ-მეთ­ქი, - ვე­უბ­ნე­ბი (იცი­ნის). ხომ გე­უბ­ნე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს. ასე­ვე გა­და­სა­რე­ვი მსა­ხი­ო­ბია ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი, სამ­წუ­ხა­როა, რომ მას მა­ყუ­რე­ბე­ლი თე­ატ­რი­დან არ იც­ნობს.

- ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ თე­ატ­რში მა­სობ­რი­ვად არ და­დის მა­ყუ­რე­ბე­ლი და ეს ამის ბრა­ლია.

- კი, გე­თან­ხმე­ბით, თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ას რა­ღაც ჯა­დოს­ნუ­რი ძალა აქვს. მას­ში ერთი გა­მო­ჩე­ნა და მსა­ხი­ო­ბი უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლია.

- ამ­ჟა­მად რო­მელ თე­ატ­რში საქ­მი­ა­ნობთ?

- რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, თე­ატ­რში აღარ ვმუ­შა­ობ. გიზო ჟორ­და­ნი­ას­თან სა­რე­ჟი­სო­რო და­ვამ­თავ­რე და ახლა ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რში ორი სპექ­ტაკ­ლი მაქვს დად­გმუ­ლი და მე­სა­მე­ზე ვმუ­შა­ობ...

- ე.ი. ამ წუ­თას რო­გორც რე­ჟი­სო­რი, ისე მუ­შა­ობთ, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ სცე­ნა­ზე სათ­ქმე­ლი ნამ­დვი­ლად გაქვთ.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა არის პრო­ფე­სია, როცა წლე­ბის მერე ხვდე­ბი, რომ დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლია...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მაკა, დუდუ და დუდუს ცოლი: 3 პერსონაჟის მიერ გაკეთებული 3 სერია, როგორც კინო - ექსკლუზიური ინტერვიუ "დუდუს ცოლთან"

მაკა, დუდუ და დუდუს ცოლი: 3 პერსონაჟის მიერ გაკეთებული 3 სერია, როგორც კინო - ექსკლუზიური ინტერვიუ "დუდუს ცოლთან"

"ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო 3 სერიაში მოვლენები რაღაც სხვაგვარად განვითარდა (ყველაფერი კინოს ჰყავდა), რამაც მაყურებელში სერიალის მიმართ კიდევ მეტი ინტერესი გააჩინა: კუბაში გადახვეწილი პერსონაჟის, დუდუს ოჯახი უმძიმესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, - თაღლითმა, ვითომდაც შვილის ციხიდან დახსნის მოტივით, ქონება დააკარგვინა, რამაც მწვავე ნევროზისა და უკიდურესი დეპრესიის ზღვარზე მიიყვანა დუდუს ცოლი, ნანიკო.

ოჯახის დახმარებას, დუდუს თხოვნით, მეგობარი მაკა (მსახიობი ნინო კასრაძე) ცდილობს, რითაც სიუჟეტმა სიმძაფრე შეიძინა...

ეს ყველაფერი კი მსახიობებმა დიდი ოსტატობით წარმოაჩინეს. ნინო კასრაძე ყოველთვის მაღალი საშემსრულებლო დონით გამოირჩევა, მასთან ერთად, ალეკო ბეგალიშვილიც (დუდუ), მიუხედავად იმისა, რომ ამ სერიებში მხოლოდ და მხოლოდ სკაიპით უწევდა ჩართვა.

მსახიობმა რუსუდან კობიაშვილმა (დუდუს ცოლი) კი მაყურებელზე განსაკუთრებული ზემოქმედება იქონია, რადგანაც დეპრესიული, ნევროზული ქალბატონის მკაფიო სახე შექმნა.

როდესაც ალეკო ბეგალიშვილს ბოლო სერიების შესახებ აზრი ვკითხე, მიპასუხა, - მე რა, ერთი-ორჯერ სკაიპით ჩავერთე და რა მოხდა, მერე? აი, სერიები გოგოებმა - ნინო კასრაძემ და რუსუდან კობიაშვილმა გაქაჩესო...

რუსუდან კობიაშვილი (სერიალში დუდუს ცოლი):

- ბოლო სერიებს ეტყობოდა, რომ სერიალი კი არა, უკვე კინო იყო, უფრო სწორად, სამსერიანი ფილმი, რადგანაც მასში ამბები ისე განვითარდა. სცენარი რომ წავიკითხე, არ მქონდა განცდა, რომ ეს იყო სერიალი და თავიდანვე როგორც კინოს, ისე მივუდექი. მერე როლზე შინ ვიმუშავე. საერთოდ კი, ყველაფერი ძირითადად, სცენარისტის, რეჟისორისა და კარგი პარტნიორების დამსახურება. თვითონ ამბავიც ძალიან საინტერესო იყო. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, სერიალია თუ მხატვრული ფილმი, მსახიობი უნდა ახერხებდეს პროექტში, რაზეც მუშაობს, ბოლომდე დაიხარჯოს, ბოლომდე დადოს ყველაფერი, "გაშიშვლდეს", გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია...

- როგორ ფიქრობთ, ასეთი მიმართულებით რომ განვითარდეს "ჩემი ცოლის დაქალებში" მოვლენები, როგორც გასულ კვირაში, უფრო საინტერესო იქნება?

- მნიშვნელობა აქვს იმასაც, გუშინ როგორც დამთავრდა მორიგი სერია. მაკა ადამიანურად მოიქცა, დამალა იმ დამნაშავის ვინაობა, მაგრამ რაღაც მგონია, რომ ამ ყველაფერს განვითარება ექნება, რადგანაც ფინალმა ბევრი კითხვა დატოვა. ვფიქრობ, რომ უნდა განვითარდეს. თან, მაკა საიდუმლოს დიდხანს ვერ შეინახავს და რაღაც გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს. მით უფრო, დუდუს ოჯახს ამდენი დრო დაუთმო და ენერგია დახარჯა.

- მაკა ახსენეთ, მის როლს მსახიობი ნინო კასრაძე ასრულებს. გადასაღებ მოედანზე პირველად აღმოჩნდა ის თქვენი პარტნიორი თუ სხვა დროსაც შეხვედრიხართ?

- რაღაც პერიოდი ერთად ინსტიტუტში ვსწავლობდით, მაგრამ სცენაზე არასდროს გვქონია შეხება. ფანტასტიკური მსახიობია, არაჩვეულებრივი. როცა ასეთი პარტნიორი გყავს, უკვე ძალიან კარგია, თან, ეს ფაქტი ცოტა დამაფრთხობელიც კია, რადგანაც შენგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მოკლედ, გამიმართლა, რომ ნინო ჩემი პარტნიორი იყო. საერთოდ, ამ სერიალზე არანორმალურად კარგი გუნდი მუშაობს. კასტინგის მენეჯერი - ეკა მჟავანაძე ხომ პროფესიონალია, რომელიც ყველფერს შესანიშნავად უძღვება. "კასტინგის დედა" კი არა, დედაჩემი ხარ-მეთქი, - ვეუბნები (იცინის). ხომ გეუბნებით, სერიოზულად მუშაობს. ასევე გადასარევი მსახიობია ალეკო ბეგალიშვილი, სამწუხაროა, რომ მას მაყურებელი თეატრიდან არ იცნობს.

- ცნობილი ფაქტია, რომ თეატრში მასობრივად არ დადის მაყურებელი და ეს ამის ბრალია.

- კი, გეთანხმებით, თუმცა ტელევიზიას რაღაც ჯადოსნური ძალა აქვს. მასში ერთი გამოჩენა და მსახიობი უკვე პოპულარულია.

- ამჟამად რომელ თეატრში საქმიანობთ?

- როგორც მსახიობი, თეატრში აღარ ვმუშაობ. გიზო ჟორდანიასთან სარეჟისორო დავამთავრე და ახლა ილიაუნის თეატრში ორი სპექტაკლი მაქვს დადგმული და მესამეზე ვმუშაობ...

- ე.ი. ამ წუთას როგორც რეჟისორი, ისე მუშაობთ, თუმცა ვფიქრობ, რომ სცენაზე სათქმელი ნამდვილად გაქვთ.

- მსახიობობა არის პროფესია, როცა წლების მერე ხვდები, რომ დაგროვილი გამოცდილებით უფრო მეტის გაკეთება შეგიძლია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია