სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია სილამაზის სალონებში დაინფიცირების შანსები - განგაში ზოგჯერ ცრუა
როგორია სილამაზის სალონებში დაინფიცირების შანსები - განგაში ზოგჯერ ცრუა

თბი­ლის­ში დღეს­დღე­ო­ბით, 2 ათას­ზე მეტი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნია. გარ­და რამ­დე­ნი­მე ბრენ­დუ­ლი სა­ლო­ნი­სა, სა­დაც ხელ­სა­წყო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის სა­ჭი­რო და­ნად­გა­რე­ბი აქვთ, უმ­რავ­ლე­სო­ბა, ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნის ელე­მენ­ტა­რულ ნორ­მებს იცავს. სა­ხელ­მწი­ფო­ში არ არ­სე­ბობს სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს ამოწ­მებს. მომ­ხმა­რებ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა მხო­ლოდ სა­ლო­ნის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის სინ­დი­სი­ე­რე­ბა­სა და თა­ვად მომ­ხმა­რებ­ლის "ფხი­ზელ თვალ­ზეა" და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, დის­კომ­ფორ­ტს მსგავ­სი სი­ფხიზ­ლეც ქმნის, რად­გან თუ სა­ლონ­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი, ჩათ­ვლი­ან, რომ პრე­ტენ­ზი­უ­ლი და ინ­ტრი­გა­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხარ. ამის გამო, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ლო­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შეც კი და­გა­ტო­ვე­ბი­ნონ... ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კვია, გვაქვს თუ არა მი­ზე­ზი, გვე­ში­ნო­დეს სა­ლო­ნებ­ში ვი­ზი­ტის. შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, ჩვენს ლა­მაზ ფრჩხილს, წარბს ან ტა­ტუს თან "სა­ჩუქ­რად" აივ ან ჰე­პა­ტი­ტე­ბის ვირუ­სი მოჰ­ყვეს...

ანა­ნო თავ­დგი­რი­ძე, მომ­ხმა­რე­ბე­ლი:

"სი­ლა­მა­ზის სა­ლონს კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვა­კი­თხავ, რად­გან სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სით ვსარ­გებ­ლობ. მსმე­ნია, რომ ფრჩხი­ლე­ბის გა­კე­თე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, სა­ლონ­ში სა­კუ­თა­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის ნაკ­რე­ბით დავ­დი­ვარ. მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა ერთ-ერთ სა­ლონ­ში ვი­კი­თხე, ხდე­ბო­და თუ არა ხელ­სა­წყო­ე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცია, ინ­ტრი­გა­ნად "მომ­ნათ­ლეს"... ამის კულ­ტუ­რაც უნდა არ­სე­ბობ­დეს, რომ მსგავ­სი კი­თხვე­ბის დას­მა შე­უ­რა­ცხყო­ფად არ მი­ი­ღონ".

ფატი სა­ნებ­ლი­ძე, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის თა­ნამ­შრო­მე­ლი:

"იცით, დე­ზინ­ფექ­ცი­ას ვა­კე­თებთ ხოლ­მე. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რა სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა ტარ­დე­ბა. არა­ვინ მო­გა­ტყუ­ოთ, რომ წარ­ბის პინ­ცეტს დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ხარ­შავს, - გა­მო­რი­ცხუ­ლია. მე ორი პინ­ცე­ტით ვმუ­შა­ობ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, დღე­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მათ ხარ­შვას ვე­ლო­დო... ერ­თა­დერ­თი, რაც მომ­ხმა­რებ­ლებს შეგ­ვიძ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის შევ­თა­ვა­ზოთ - სიმ­შვი­დის­თვის სა­კუ­თა­რი ხელ­სა­წყო მო­ი­ტა­ნონ."

ნინო ბად­რი­ძე, შიდსის ცენ­ტრის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე:

- მოდი, უპირ­ვე­ლე­სად, ტერ­მი­ნე­ბი გან­ვმარ­ტოთ სწო­რად, რად­გან არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ზოგ­ჯერ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლიც კი არას­წო­რად იყე­ნებს ტერ­მი­ნებს - შიდსი და აივ-ინ­ფექ­ცია. შიდსი, ეს არის და­ა­ვა­დე­ბის ბოლო სტა­დია, როცა პა­ცი­ენტს და­ა­ვა­დე­ბა უკვე კლი­ნი­კუ­რად უვ­ლინ­დე­ბა. რო­დე­საც აივ-ინ­ფექ­ცია ერთი ადა­მი­ა­ნის­გან მე­ო­რეს გა­და­ე­ცე­მა და ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდე­ბა, იწ­ვევს შიდსის და­ა­ვა­დე­ბას.

- გა­სა­გე­ბია, ახლა კი სა­ლო­ნებ­ში აივ-ინ­ფექ­ცი­ი­სა და ჰე­პა­ტი­ტე­ბის გა­და­ცე­მის რის­კზე ვი­სა­უბ­როთ...

- რაც შე­ე­ხე­ბა სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში ამ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის რისკს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ და მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი შან­სი არ­სე­ბობს, რომ ვირუ­სი ერთი ადა­მი­ა­ნის­გან მე­ო­რეს სა­ლონ­ში მი­ღე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სას გა­და­ე­დოს. მა­მა­კა­ცის წვე­რის გა­პარსვი­სას შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა. გარ­კვე­ულ­წი­ლად, იარ­სე­ბებს გა­და­დე­ბის რის­კი, თუ სტი­ლის­ტი აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულ მა­მა­კაცს ჰპარ­სავს წვერს და შემ­დეგ, ძა­ლი­ან მალე, იგი­ვე სა­პარ­სით, ყო­ველ­გვა­რი და­მუ­შა­ვე­ბი­სა და დე­ზინ­ფექ­ცი­ის გა­რე­შე ჯან­მრთელ მა­მა­კაცს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ვფიქ­რობ, ჩვენს სა­ლო­ნებ­ში ამის პრობ­ლე­მა არ უნდა იყოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

როგორია სილამაზის სალონებში დაინფიცირების შანსები - განგაში ზოგჯერ ცრუა

როგორია სილამაზის სალონებში დაინფიცირების შანსები - განგაში ზოგჯერ ცრუა

თბილისში დღესდღეობით, 2 ათასზე მეტი სილამაზის სალონია. გარდა რამდენიმე ბრენდული სალონისა, სადაც ხელსაწყოების სრულფასოვანი სტერილიზაციისათვის საჭირო დანადგარები აქვთ, უმრავლესობა, ძირითადად, მხოლოდ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს იცავს. სახელმწიფოში არ არსებობს სამსახური, რომელიც კოსმეტოლოგიური დაწესებულებების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მომხმარებლის უსაფრთხოება მხოლოდ სალონის მომსახურე პერსონალის სინდისიერებასა და თავად მომხმარებლის "ფხიზელ თვალზეა" დამოკიდებული. თუმცა, დისკომფორტს მსგავსი სიფხიზლეც ქმნის, რადგან თუ სალონში ჰიგიენური ნორმებით დაინტერესდები, ჩათვლიან, რომ პრეტენზიული და ინტრიგანი მომხმარებელი ხარ. ამის გამო, შესაძლებელია, სალონი მომსახურების გარეშეც კი დაგატოვებინონ... ვეცადეთ, გაგვერკვია, გვაქვს თუ არა მიზეზი, გვეშინოდეს სალონებში ვიზიტის. შესაძლებელია თუ არა, ჩვენს ლამაზ ფრჩხილს, წარბს ან ტატუს თან "საჩუქრად" აივ ან ჰეპატიტების ვირუსი მოჰყვეს...

ანანო თავდგირიძე, მომხმარებელი:

"სილამაზის სალონს კვირაში რამდენჯერმე ვაკითხავ, რადგან სხვადასხვა სერვისით ვსარგებლობ. მსმენია, რომ ფრჩხილების გაკეთება დაინფიცირების რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომ, სალონში საკუთარი ხელსაწყოების ნაკრებით დავდივარ. მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ერთ-ერთ სალონში ვიკითხე, ხდებოდა თუ არა ხელსაწყოების სტერილიზაცია, ინტრიგანად "მომნათლეს"... ამის კულტურაც უნდა არსებობდეს, რომ მსგავსი კითხვების დასმა შეურაცხყოფად არ მიიღონ".

ფატი სანებლიძე, სილამაზის სალონის თანამშრომელი:

"იცით, დეზინფექციას ვაკეთებთ ხოლმე. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სახის მომსახურება ტარდება. არავინ მოგატყუოთ, რომ წარბის პინცეტს დღეში რამდენჯერმე ხარშავს, - გამორიცხულია. მე ორი პინცეტით ვმუშაობ, შეუძლებელია, დღეში რამდენიმე საათი მათ ხარშვას ველოდო... ერთადერთი, რაც მომხმარებლებს შეგვიძლია უსაფრთხოებისთვის შევთავაზოთ - სიმშვიდისთვის საკუთარი ხელსაწყო მოიტანონ."

ნინო ბადრიძე, შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების გამგე:

- მოდი, უპირველესად, ტერმინები განვმარტოთ სწორად, რადგან არა მხოლოდ საზოგადოება, ზოგჯერ სამედიცინო პერსონალიც კი არასწორად იყენებს ტერმინებს - შიდსი და აივ-ინფექცია. შიდსი, ეს არის დაავადების ბოლო სტადია, როცა პაციენტს დაავადება უკვე კლინიკურად უვლინდება. როდესაც აივ-ინფექცია ერთი ადამიანისგან მეორეს გადაეცემა და ორგანიზმში მოხვდება, იწვევს შიდსის დაავადებას.

- გასაგებია, ახლა კი სალონებში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების გადაცემის რისკზე ვისაუბროთ...

- რაც შეეხება სილამაზის სალონებში ამ ინფექციის გადაცემის რისკს, ფაქტობრივად, მხოლოდ და მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს, რომ ვირუსი ერთი ადამიანისგან მეორეს სალონში მიღებული მომსახურებისას გადაედოს. მამაკაცის წვერის გაპარსვისას შესაძლებელია კანის დაზიანება. გარკვეულწილად, იარსებებს გადადების რისკი, თუ სტილისტი აივ-ინფიცირებულ მამაკაცს ჰპარსავს წვერს და შემდეგ, ძალიან მალე, იგივე საპარსით, ყოველგვარი დამუშავებისა და დეზინფექციის გარეშე ჯანმრთელ მამაკაცს მოემსახურება. ვფიქრობ, ჩვენს სალონებში ამის პრობლემა არ უნდა იყოს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს