პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ წვრთნიდნენ ჯიჰადისტებს ბათუმში: წვრთნებში მონაწილე ახალგაზრდების ექსკლუზიური მონათხრობი
როგორ წვრთნიდნენ ჯიჰადისტებს ბათუმში: წვრთნებში მონაწილე ახალგაზრდების ექსკლუზიური მონათხრობი

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ხე­ლით 23 ნო­ემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ვი­დე­ო­მუ­ქა­რის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი არ წყდე­ბა. AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც იმ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­დნენ, სა­დაც ამ ვი­დე­ოს ერთ-ერთი ავ­ტო­რი ხვი­ჩა გო­ბა­ძე არა­ბულს სწავ­ლობ­და და ეგ­ვიპ­ტე­ში წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. რომ არ მოხ­დეს წყა­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია, არ ვუ­თი­თებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მოხ­ვდა ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი და ერთი სრულ­წლო­ვა­ნი ჯი­ჰა­დის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში. გთა­ვა­ზობთ 21 წლის ზუ­რა­სა და 24 წლის და­ვი­თის მო­ნა­თხრობს (სა­ხე­ლე­ბი შეც­ვლი­ლია). (იხი­ლეთ ვი­დეო)

ზურა, 21 წლის:

"ხვი­ჩა გო­ბა­ძე ბა­თუმ­ში იმ თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც მეც აღ­მოვ­ჩნდი. მშვი­დი ადა­მი­ა­ნი ჩან­და, ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, რომ დამ­მახ­სოვ­რე­ბო­და. არა­ბულ­ში მე­ცა­დი­ნე­ობ­და და ლო­ცუ­ლობ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ის პან­კის­ში წა­ვი­და, შემ­დეგ ისევ ბა­თუმ­ში დაბ­რუნ­და და ყუ­რა­ნის ძირ-ფეს­ვი­ა­ნად შე­სას­წავ­ლად არა­ბეთ­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად შე­უდ­გა სამ­ზა­დისს. ხვი­ჩა ეგ­ვიპ­ტე­ში წა­ვი­და, ჩვე­ნი მწვრთნე­ლი თე­მურ ბა­ხუნ­ტა­რა­ძე ხში­რად ამ­ბობ­და, რომ ხვი­ჩა კარ­გად ით­ვი­სებ­და არა­ბულს და მალე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი დაბ­რუნ­დე­ბო­და. მათ­თან ერ­თად გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დი. შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ რა­საც ისი­ნი აკე­თებ­დნენ, ჩემი საქ­მე არ იყო და დავ­ტო­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ბა­ხუნ­ტა­რა­ძის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, როცა ხვი­ჩას ვი­დეო მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, მივ­ხვდი რა შარ­შიც შე­იძ­ლე­ბო­და გავ­ხვე­უ­ლი­ყა­ვი. რო­გორც ხვი­ჩას გა­და­უტ­რი­ა­ლეს გო­ნე­ბა, ალ­ბათ მეც იგი­ვე მე­ლო­და...

ბა­თუმ­ში, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე და ძვე­ლი ბა­თუ­მის უბან­ში, ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩა­ზე 10-15 ადა­მი­ა­ნის­თვის თავ­შე­საფ­რე­ბი იყო გახ­სნი­ლი. თა­ვი­დან არ მო­მე­წო­ნა სი­ტუ­ა­ცია, ვამ­ბობ­დი დღეს წა­ვალ, ხვალ წა­ვალ თქო, მაგ­რამ ამ ძა­ხილ­ში დროც გა­ვი­და, ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბაც ვერ შევ­ძე­ლი და სი­ტუ­ა­ცი­ა­საც შე­ვე­გუე. რა­ღაც­ნა­ი­რი მიდ­გო­მა ჰქონ­დათ, მათ მიერ არ­ჩე­უ­ლი გზის სის­წო­რე­ში მარ­წმუ­ნებ­დნენ და მიქ­მნიდ­ნენ ისეთ გა­რე­მოს, რო­გო­რიც მჭირ­დე­ბო­და. ამ ბი­ნებ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ჭი­და­ვე იყო. კომ­ფორ­ტში ვცხოვ­რობ­დით, გათ­ბო­ბით და­წყე­ბუ­ლი, ხორ­ცი­თა და სხვა ჩვენ­თვის სა­ჭი­რო საკ­ვე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი უფა­სოდ გვქონ­და. თა­ვი­დან რაც მე­ვა­ლე­ბო­და, ეს იყო ნა­მა­ზი(ლოც­ვა) არ გა­მეც­დი­ნა, ალ­კოჰო­ლი არ მი­მე­ღო და მე­ვარ­ჯი­შა. სპორ­ტსმე­ნი ვი­ყა­ვი და ალ­კოჰოლს ისე­დაც არ ვე­კა­რე­ბო­დი, ვარ­ჯი­ში ჩემი საქ­მე იყო, ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე მუს­ლი­მა­ნი და მლო­ცავ-მკი­თხა­ვი არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ იმ პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე­ში ხუთი ლოც­ვის შეს­რუ­ლე­ბა ჩემ­თვის პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და.

ლოც­ვა ბავ­შვო­ბა­ში ბა­ბუ­ა­ჩემ­მა მას­წავ­ლა, მაგ­რამ ლოც­ვე­ბი ამ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გან­სხვავ­დე­ბო­და სუ­ნი­ტი მუს­ლი­მე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის­გან. ზო­გი­ერ­თმა ეჭვი შე­ი­ტა­ნა, ასე ვა­ჰა­ბი­ტე­ბი ლო­ცუ­ლო­ბენ და ჩვენ რა შუ­ა­ში ვარ­თო. ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის მწვრთნელ­მა თე­მურ ბა­ხუნ­ტა­რა­ძემ ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით აგ­ვიხ­სნა - "ჩვენ რაის ვა­ჰა­ბი­ტე­ბი ვართ, ვა­ჰა­ბი­ტე­ბი არა ტრაქ­ტო­რის­ტე­ბი, ფე­ი­ღამ­ბე­რი (მუ­ჰა­მედ შუ­ა­მა­ვა­ლი) ასე ლო­ცუ­ლობ­და და ჩვენც ასე უნდა ვი­ლო­ცო­თო". მეც ვი­ფიქ­რე, რომ მწვრთნე­ლი თე­მურ ბა­ხუნ­ტა­რა­ძე და მირ­ზა მი­ქა­ტა­ძე, რო­მე­ლიც ფსი­ქო­ლო­გი­ურ გაკ­ვე­თი­ლებს გვი­ტა­რებ­და, უფრო გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, კარ­გად ეს­მო­დათ ის­ლა­მი, ამი­ტომ, მათ­სა­ვით და­ვი­წყე ლოც­ვა. გვი­ან გა­ვი­გე, რომ მარ­თლა ისე ვლო­ცუ­ლობ­დით, რო­გორც ვა­ჰა­ბი­ტე­ბი. ჩვე­ნი სა­ცხოვ­რებ­ლის ერთი ოთა­ხის კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი იყო შავი დრო­შა არა­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბით. ასე­თი­ვე დრო­შებს აფ­რი­ა­ლებ­დნენ იმ ვი­დე­ობ­ში, რო­მელ­საც ჩვენ ინ­ტერ­ნე­ტით ვუ­ყუ­რებ­დით. ამ დრო­შას ახლა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დრო­შას უწო­დე­ბენ, მაგ­რამ მა­შინ არ ვი­ცო­დი რას წარ­მო­ად­გენ­და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" და არც ამ დრო­შით და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ.

სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გვქონ­და ინ­ტერ­ნეტ­ში ჩარ­თუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი. მის­ვლის დღეს­ვე ვნა­ხე, რომ ბი­ჭე­ბი და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყე­ლის გა­მოჭ­რის ვი­დე­ო­ებს უყუ­რებ­დნენ. ყვე­ლა ჩა­ცუც­ქუ­ლი იყო კომ­პი­უ­ტერ­თან, სა­ი­და­ნაც ხან სრო­ლის ხმა გა­მო­დი­ო­და, ხან ტი­რი­ლის, ხან კი­ვი­ლის და ასე შემ­დეგ. ეს იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც თა­ვი­დან არ მო­მე­წო­ნა იმ სახ­ლში ცხოვ­რე­ბა. ვე­კი­თხე­ბო­დი, რაში ჭირ­დე­ბო­დათ ასე­თი ძა­ლა­დო­ბის ყუ­რე­ბა. შემ­დეგ შე­ვეჩ­ვიე და მეც გავ­ხდი ამ ვი­დე­ო­ებ­ზე "და­მო­კი­დე­ბუ­ლი". როცა მწვრთნე­ლი იტყო­და, ახა­ლი ვი­დეო გა­მო­ვი­და და თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ნა­ხე­თო, რა საქ­მი­თაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი, ვწყვეტ­დით და სწრა­ფად ვრთავ­დით კომ­პი­უ­ტე­რებს. სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მის­ვლის შემ­დეგ ნელ-ნელა შევ­წყვი­ტე ჩემს პირ­ველ მწვრთნელ­თან სპორტდარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლი. აღარ მე­ცა­ლა იქ წა­სას­ვლე­ლად, ან ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ­დი, ან საჭ­მელს ვა­კე­თებ­დი, ან სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვვარ­ჯი­შობ­დი. თე­მურ ბა­ხუნ­ტა­რა­ძე 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან ერ­თად იყო. მან მი­თხრა, არ გჭირ­დე­ბა სპორტდარ­ბაზ­ში სი­ა­რუ­ლი, მე გა­ვარ­ჯი­შე­ბო. ღამ­ღა­მო­ბით მივ­ყავ­დით დარ­ბაზ­ში და გვა­ვარ­ჯი­შებ­და. შემ­დეგ ხი­ჯა­მის მე­თოდ­ზე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნა. ფეხ­ზე აპა­რა­ტი დაგ­ვი­მაგ­რა, რო­მელ­საც, რო­გორც აგ­ვიხ­სნა, "ბინ­ძუ­რი" სის­ხლი გა­მოჰ­ქონ­და ორ­გა­ნიზ­მი­დან. ამ­ბობ­და, რომ ამ მე­თო­დით სახ­სრე­ბის შეფსკვნას ავი­ცი­ლებ­დით თა­ვი­დან. ჩემს პირ­ველ მწვრთნელს ხი­ჯა­მის მე­თო­დი არ მი­აჩ­ნდა სა­სი­კე­თოდ და მიკ­რძა­ლავ­და, რის გა­მოც მას­თან აღარ დავ­დი­ო­დი სა­ვარ­ჯი­შოდ.

მირ­ზა მი­ქა­ტა­ძე პე­რი­ო­დუ­ლად მო­დი­ო­და ჩვენ­თან. ის "ბე­ი­თე­ბის" (რე­ლი­გი­უ­რი სიმ­ღე­რე­ბი) ავ­ტო­რია. "ბე­ი­თებს" ჩვენც ხში­რად ვუს­მენ­დით და მოგ­ვწონ­და. მირ­ზა მოგ­ვიყ­ვა, რომ ადრე ის იყო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი, და­ა­ვად­და კი­ბო­თი, მაგ­რამ სიკ­ვდილს იმით გა­და­ურ­ჩა, რომ მი­ი­ღო მუს­ლი­მა­ნე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი უე­ბა­რი წა­მა­ლი, იწა­მა ალ­ლა­ჰი და ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი­თა და რწმე­ნით გა­უმკლავ­და და­ა­ვა­დე­ბას. თუ არ ვცდე­ბი მირ­ზა იმ წა­მალს "ტმინს" ეძახ­და, საკ­მა­ოდ რთუ­ლად და­სა­ლე­ვი ზე­თი­ვით სი­თხე იყო. ამ­ბობ­და, რომ თუ რა­ი­მეს გა­იჭ­რი­დი, "ტმინს" წა­ის­მევ­დი და მო­გარ­ჩენ­და. "ტმი­ნი" ჩვე­უ­ლებ­რივ სი­თხის შე­სა­ნახ ჭურ­ჭელ­ში ესხა. ხან გვთა­ვა­ზობ­დნენ, ხან კი, როცა გვახ­სენ­დე­ბო­და, ვსვავ­დით. ვფიქ­რობ­დით, რომ გაგ­ვაძ­ლი­ე­რებ­და, მაგ­რამ დღემ­დე არ ვიცი რა ეფექ­ტი ჰქონ­და. მირ­ზამ გვი­თხრა, რომ "ტმი­ნი" მზად­დე­ბო­და ყვა­ვი­ლის­გან, რო­მე­ლიც მხო­ლოდ არა­ბეთ­ში ხა­რობ­და. "ბე­ი­თე­ბის" ავ­ტო­რი გვიხ­სნი­და, რომ ალ­ლა­ჰი ქა­და­გებ­და სწო­რი გზით სი­ა­რულს და მორ­წმუ­ნე­ებს ერთ გუნ­დად შეკ­ვრის­კენ მოგ­ვი­წო­დებ­და. მხო­ლოდ ერ­თის, ალ­ლა­ჰის უნდა გე­ში­ნო­დეთ, მოკ­ვდა­ვე­ბის მი­მართ შიში არ უნდა გქონ­დე­თო.

და­ჩო­ქი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვის ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვას ისე შე­ვეჩ­ვიე, რომ ყე­ლის გა­მოჭ­რის მო­მენ­ტსა და სის­ხლე­ბის დან­თხე­ვა­ზე თვალს აღარ ვხუ­ჭავ­დი. ჩვენს სა­ცხოვ­რე­ბელ­ში სტუ­მა­რი მო­ვი­და. ეს კაცი სი­რი­ა­ში გა­და­ღე­ბულ იმ ვი­დე­ო­ებ­ზე ფი­გუ­რი­რებ­და, რო­მელ­საც ჩვენ გვა­ყუ­რე­ბი­ნებ­დნენ. საბ­რძო­ლო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი კაცი ვი­დე­ო­ებ­ზე სულ ია­რა­ღით ჩან­და და ის­რო­და. არ ვიცი კლავ­და თუ არა ვინ­მეს. სი­რი­ა­ში წას­ვლა ყვე­ლას გვინ­დო­და, მაგ­რამ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩვენს "დროს" უნდა დავ­ლო­დე­ბო­დით. გვჯე­რო­და, რომ სი­რი­ა­ში ჩვენს თა­ნა­მოძ­მე­ებ­თან ერ­თად ბრძო­ლა­ში თუ და­ვი­ღუ­პე­ბო­დით, ჯენ­ნეთ­ში (სა­მო­თხე­ში) მოვ­ხვდე­ბო­დით, მაგ­რამ ჯერ სი­რი­ა­ში წას­ვლის "ღირ­სი" უნდა გავმხდა­რი­ყა­ვით. ეს კი იმას ნიშ­ნავ­და, რომ კარგ ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებ­თან ერ­თად, გამ­ძლე­ო­ბი­თა და ნე­ბის­ყო­ფით გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. გვა­ვარ­ჯი­შებ­დნენ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლად, ეს ვარ­ჯი­შე­ბი აღარ უკავ­შირ­დე­ბო­და ჭი­და­ო­ბის­თვის წვრთნას.

როცა ძა­ლი­ან და­ვიღ­ლე­ბო­დით, მერე რთავ­დნენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მო­მენტს და გვა­ქე­ზებ­დნენ, ჩვენ კი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით, რომ უფრო მეტი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის­თვის დიდ­ხანს გაგ­ვეძ­ლო. მა­გა­ლი­თად მო­ყავ­დათ სი­რი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი კაცი, რო­მელ­მაც ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბი­თა და ჭკუ­ით შეძ­ლო მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა, მტრის გა­ნად­გუ­რე­ბა და უკან დაბ­რუ­ნე­ბა. იყო მო­მენ­ტე­ბი, უკან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი არც გვქონ­და - მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს სიკ­ვდი­ლი და "ჯენ­ნეთ­ში წას­ვლა" გვინ­დო­და.

ერთი თურ­ქი გვსტუმ­რობ­და. არ ვიცი სა­ხე­ლი და გვა­რი, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ის აფი­ნან­სებ­და ჩვენს კომ­ფორ­ტს, რამე თუ გვჭირ­დე­ბო­და, მოჰ­ქონ­და. ჩვენ­თან ხან პან­კი­სი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ხან სი­რი­ი­დან, ხან თურ­ქე­თი­დან, რუ­სუ­ლად მო­სა­უბ­რე­ე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ არ ვიცი ისი­ნი სა­ი­დან იყ­ვნენ. ჯერ კი­დევ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე როცა დავ­დი­ო­დით, თბი­ლის­ში ისე­თი­ვე ბი­ნა­ში მიგ­ვიყ­ვა­ნეს, რო­გო­რიც ბა­თუმ­ში გვქონ­და. იქ დაგ­ვხვდნენ სულ რუ­სუ­ლად მო­სა­უბ­რე, 30-40 წლამ­დე კა­ცე­ბი. ფი­ზი­კუ­რად ყვე­ლა კარგ ფორ­მა­ში იყო და გრძე­ლი წვე­რი ჰქონ­და. ზო­გა­დად, წვე­რის ტა­რე­ბას ჩვენც გვირ­ჩევ­დნენ, მაგ­რამ ჩვენს ჯგუფ­ში უმე­ტე­სად 14-დან 20 წლამ­დე ბი­ჭე­ბი ვი­ყა­ვით და უმე­ტე­სო­ბას წვე­რი ჯერ ამო­სუ­ლიც არ ჰქონ­და.

იმ სახ­ლში ცხოვ­რე­ბის დროს დას­ჯის უც­ნა­უ­რი მე­თო­დი გვქონ­და. მა­გა­ლი­თად, ლოც­ვას თუ გა­აც­დენ­დი, არ უნდა და­გე­მა­ლა. "მო­სა­მარ­თლე" გვის­ჯი­და ნე­კის თი­თის სიმ­სხვი­ლე ჯო­ხით იმ­დენ დარ­ტყმას, რამ­დენ­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­და. მხო­ლოდ ჩვენ კი არა, თვი­თონ უფ­რო­სე­ბიც ის­ჯე­ბოდ­ნენ ამ­გვა­რად. დღემ­დე ვერ ამიხ­სნია ეს რა მე­თო­დი იყო.

ფან­ჯრი­დან რომ გა­ვი­ხე­დავ­დით ვხე­დავ­დით, რომ გვით­ვალ­თვა­ლებ­დნენ. და­ღა­მე­ბის­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი სახ­ლის წინ ჩერ­დე­ბო­და ჩა­ბუ­რულ­მი­ნე­ბი­ა­ნი მან­ქა­ნა. მთე­ლი ღამე იქ იყ­ვნენ. გა­თენ­დე­ბო­და და მი­დი­ოდ­ნენ. ბა­ხუნ­ტა­რა­ძე ხუმ­რობ­და, დაც­ვა გვყავს, ჩვენ ვინ რას დაგ­ვი­შა­ვებ­სო", - ამ­ბობს ზურა.

და­ვი­თი, 24 წლის:

"პირ­ვე­ლად, როცა სპორტდარ­ბაზ­ში მო­ჭი­და­ვე­ებ­მა ლოც­ვის გამო 20-წუ­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს, გა­მიკ­ვირ­და. გა­მოვ­კი­თხე, რა­ტომ იყ­ვნენ რე­ლი­გი­ით ასე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი. მი­თხრეს, რომ ნა­მა­ზის(ლოც­ვის) გაც­დე­ნა ცოდ­ვად ით­ვლე­ბო­და და მუს­ლი­მა­ნი თუ ვი­ყა­ვი მეც უნდა მე­ლო­ცა. მუს­ლი­მა­ნი ვარ, მაგ­რამ ვარ­ჯი­შის დროს ლოც­ვის შეს­რუ­ლე­ბა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. შე­მომ­თა­ვა­ზეს მათ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში გა­დას­ვლა, სა­დაც კარ­გი პი­რო­ბე­ბი, საკ­ვე­ბი და "ის­ლა­მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი" გა­რე­მო ჰქონ­დათ. არას­დროს მა­ინ­ტე­რე­სებ­და რე­ლი­გია, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ბა­ი­რამს ვლო­ცუ­ლობ, ხან­და­ხან ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვის რი­ტუ­ალ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ და ჯუმა ნა­მაზ­საც (პა­რას­კე­ვის ლოც­ვა), თუ დრო მაქვს, ვას­რუ­ლებ.

რამ­დენ­ჯერ­მე გავ­ყე­ვი ბა­თუმ­ში, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ ბი­ნა­ში და უფ­როსს თე­მურ ბა­ხუნ­ტა­რა­ძე­საც ვე­სა­უბ­რე. იქ ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით დღე­ში ხუთ­ჯერ ლოც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში არა­ბულ­საც მას­წავ­ლიდ­ნენ. არ მო­მე­წო­ნა, რომ ეს კაცი სულ მტრებ­ზე და ომებ­ზე სა­უბ­რობ­და. ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რი რუ­სე­თი­აო, რომ თქვა ვი­ფიქ­რე, 2008 წლის ომის გამო იყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და სა­უ­ბა­რი. თქვა, რომ რუ­სე­ბი ჩვენს თა­ნა­მოძ­მე­ებს არა­ბე­თის ქვეყ­ნებ­ში აწა­მებ­დნენ და ტა­ფა­ზე წვავ­დნენ. სა­დე­მონ­სტრა­ცი­ოდ, კომ­პი­უ­ტერ­ში ვი­დეო ჩარ­თო, რომ­ლის ნახ­ვა­საც დღემ­დე ვნა­ნობ. ხე­ლებ­შეკ­რუ­ლი კაცი ბოძ­ზე მი­ა­ბეს, ჯაჭ­ვის ერთი ბოლო ყელ­ზე შე­ა­ბეს, მე­ო­რე კი იქვე მდგარ ტანკს გა­მო­ა­ბეს. რუ­სუ­ლად შე­ძა­ხი­ლი გა­ის­მა, ტან­კი და­იძ­რა და კაცს თავი მო­აგ­ლი­ჯა. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, თუმ­ცა ბი­ჭებ­მა მი­თხრეს, თით­ქმის ყვე­ლა სტუ­მარს პირ­ვე­ლი­ვე მის­ვლა­ზე ასეთ ვი­დე­ო­ებს აყუ­რე­ბი­ნებ­დნენ. მას მერე იქ აღარ ვყო­ფილ­ვარ. მა­ნამ­დე ვახ­შამ­ზე დამ­პა­ტი­ჟეს. ჭა­მის პრო­ცე­სიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, და­ბა­ლი მრგვა­ლი მა­გი­დის გარ­შე­მო ია­ტაკ­ზე და­გე­ბულ ნოხზე დავ­სხე­დით და საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლი ხორ­ცე­უ­ლი მი­ვირ­თვით. იმ ვახ­შამ­ზე თქვეს, რომ რუ­სე­თის გარ­და მათი მტრე­ბი მუფ­თე­ბი იყ­ვნენ. ჩემ­თვის უინ­ტე­რე­სო იყო რე­ლი­გი­ა­ზე სა­უბ­რე­ბი და მათ­თან მის­ვლის სურ­ვი­ლიც აღარ გამ­ჩე­ნია. იმ სა­უბ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­მახ­სოვ­რდა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 000-ზე მეტი ვა­ჰა­ბი­ტი ცხოვ­რობ­და და აქე­დან ერთ ადა­მი­ან­საც რომ გას­ჭირ­ვე­ბო­და, ორი­ა­თა­სი­ვე კაცი მის გვერ­დით დად­გე­ბო­და ", - აცხა­დებს და­ვი­თი.

AMBEBI.GE-ს წყა­რო­ე­ბის მიერ მწვრთნე­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი თე­მურ ბა­ხუნ­ტა­რა­ძე 2012 წლის 13 სექ­ტემ­ბერს ბა­თუმ­ში კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ა­კა­ვეს. ბა­ხუნ­ტა­რა­ძეს ბრა­ლად ედე­ბო­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. მას­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს მო­ჭი­და­ვე ფი­რუზ წუ­ლუ­კი­ძე და ეთ­ნი­უ­კუ­რად ჩე­ჩე­ნი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იუ­სუფ ლა­კა­ე­ვი, რო­მელ­მაც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი დაჭ­რა. ჩხრე­კის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბა­ხუნ­ტა­რა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან ხელ­ყუმ­ბა­რა ამო­ი­ღეს. ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბა­ხუნ­ტა­რა­ძეს და წუ­ლუ­კი­ძეს 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, ხოლო ლა­კა­ევს 16 წლით.

AMBEBI.GE-ს წყა­როს მიერ ფსი­ქო­ლო­გად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მირ­ზა მი­ქა­ტა­ძე ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ხვი­ჩა გო­ბა­ძეს, მან 23 ნო­ემ­ბერს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის მუს­ლი­მე­ბის ქარ­თველ წი­ნამ­ძღვრებს თა­ვე­ბის მოჭ­რით ემუქ­რე­ბა.

AMBEBI.GE

ექ­სკლუ­ზი­ვი

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ წვრთნიდნენ ჯიჰადისტებს ბათუმში: წვრთნებში მონაწილე ახალგაზრდების ექსკლუზიური მონათხრობი

როგორ წვრთნიდნენ ჯიჰადისტებს ბათუმში: წვრთნებში მონაწილე ახალგაზრდების ექსკლუზიური მონათხრობი

"ისლამური სახელმწიფოს" სახელით 23 ნოემბერს გამოქვეყნებული ქართულენოვანი ვიდეომუქარის შესახებ საუბარი არ წყდება. AMBEBI.GE დაუკავშირდა ახალგაზრდებს, რომლებიც იმ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, სადაც ამ ვიდეოს ერთ-ერთი ავტორი ხვიჩა გობაძე არაბულს სწავლობდა და ეგვიპტეში წასასვლელად ემზადებოდა. რომ არ მოხდეს წყაროების იდენტიფიკაცია, არ ვუთითებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ერთი არასრულწლოვანი და ერთი სრულწლოვანი ჯიჰადისთვის მოსამზადებელ საცხოვრებელში. გთავაზობთ 21 წლის ზურასა და 24 წლის დავითის მონათხრობს (სახელები შეცვლილია). (იხილეთ ვიდეო)

ზურა, 21 წლის:

"ხვიჩა გობაძე ბათუმში იმ თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც მეც აღმოვჩნდი. მშვიდი ადამიანი ჩანდა, ისეთი განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რომ დამმახსოვრებოდა. არაბულში მეცადინეობდა და ლოცულობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის პანკისში წავიდა, შემდეგ ისევ ბათუმში დაბრუნდა და ყურანის ძირ-ფესვიანად შესასწავლად არაბეთში გასამგზავრებლად შეუდგა სამზადისს. ხვიჩა ეგვიპტეში წავიდა, ჩვენი მწვრთნელი თემურ ბახუნტარაძე ხშირად ამბობდა, რომ ხვიჩა კარგად ითვისებდა არაბულს და მალე განათლებული დაბრუნდებოდა. მათთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცხოვრობდი. შემდეგ მივხვდი, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, ჩემი საქმე არ იყო და დავტოვე საცხოვრებელი. 2012 წლის სექტემბერში ბახუნტარაძის დაკავების შესახებ ტელევიზიით გავიგე. რამდენიმე დღის წინ, როცა ხვიჩას ვიდეო მიმართვა გავრცელდა, მივხვდი რა შარშიც შეიძლებოდა გავხვეულიყავი. როგორც ხვიჩას გადაუტრიალეს გონება, ალბათ მეც იგივე მელოდა...

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე და ძველი ბათუმის უბანში, ქუთაისის ქუჩაზე 10-15 ადამიანისთვის თავშესაფრები იყო გახსნილი. თავიდან არ მომეწონა სიტუაცია, ვამბობდი დღეს წავალ, ხვალ წავალ თქო, მაგრამ ამ ძახილში დროც გავიდა, ბინის დაქირავებაც ვერ შევძელი და სიტუაციასაც შევეგუე. რაღაცნაირი მიდგომა ჰქონდათ, მათ მიერ არჩეული გზის სისწორეში მარწმუნებდნენ და მიქმნიდნენ ისეთ გარემოს, როგორიც მჭირდებოდა. ამ ბინებში მცხოვრებლების უმეტესობა მოჭიდავე იყო. კომფორტში ვცხოვრობდით, გათბობით დაწყებული, ხორცითა და სხვა ჩვენთვის საჭირო საკვებით დამთავრებული, ყველაფერი უფასოდ გვქონდა. თავიდან რაც მევალებოდა, ეს იყო ნამაზი(ლოცვა) არ გამეცდინა, ალკოჰოლი არ მიმეღო და მევარჯიშა. სპორტსმენი ვიყავი და ალკოჰოლს ისედაც არ ვეკარებოდი, ვარჯიში ჩემი საქმე იყო, ძალიან მორწმუნე მუსლიმანი და მლოცავ-მკითხავი არ ვყოფილვარ, მაგრამ იმ პირობებიდან გამომდინარე, დღეში ხუთი ლოცვის შესრულება ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

ლოცვა ბავშვობაში ბაბუაჩემმა მასწავლა, მაგრამ ლოცვები ამ საცხოვრებელში განსხვავდებოდა სუნიტი მუსლიმების ღვთისმსახურებისგან. ზოგიერთმა ეჭვი შეიტანა, ასე ვაჰაბიტები ლოცულობენ და ჩვენ რა შუაში ვართო. ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა თემურ ბახუნტარაძემ ნახევრად ხუმრობით აგვიხსნა - "ჩვენ რაის ვაჰაბიტები ვართ, ვაჰაბიტები არა ტრაქტორისტები, ფეიღამბერი (მუჰამედ შუამავალი) ასე ლოცულობდა და ჩვენც ასე უნდა ვილოცოთო". მეც ვიფიქრე, რომ მწვრთნელი თემურ ბახუნტარაძე და მირზა მიქატაძე, რომელიც ფსიქოლოგიურ გაკვეთილებს გვიტარებდა, უფრო განათლებულები იყვნენ, კარგად ესმოდათ ისლამი, ამიტომ, მათსავით დავიწყე ლოცვა. გვიან გავიგე, რომ მართლა ისე ვლოცულობდით, როგორც ვაჰაბიტები. ჩვენი საცხოვრებლის ერთი ოთახის კედელზე გაკრული იყო შავი დროშა არაბული წარწერებით. ასეთივე დროშებს აფრიალებდნენ იმ ვიდეობში, რომელსაც ჩვენ ინტერნეტით ვუყურებდით. ამ დროშას ახლა "ისლამური სახელმწიფოს" დროშას უწოდებენ, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი რას წარმოადგენდა "ისლამური სახელმწიფო" და არც ამ დროშით დავინტერესებულვარ.

საცხოვრებელში გვქონდა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები. მისვლის დღესვე ვნახე, რომ ბიჭები დატყვევებული ადამიანებისთვის ყელის გამოჭრის ვიდეოებს უყურებდნენ. ყველა ჩაცუცქული იყო კომპიუტერთან, საიდანაც ხან სროლის ხმა გამოდიოდა, ხან ტირილის, ხან კივილის და ასე შემდეგ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავიდან არ მომეწონა იმ სახლში ცხოვრება. ვეკითხებოდი, რაში ჭირდებოდათ ასეთი ძალადობის ყურება. შემდეგ შევეჩვიე და მეც გავხდი ამ ვიდეოებზე "დამოკიდებული". როცა მწვრთნელი იტყოდა, ახალი ვიდეო გამოვიდა და თუ გაინტერესებთ, ნახეთო, რა საქმითაც არ უნდა ვყოფილიყავით დაკავებული, ვწყვეტდით და სწრაფად ვრთავდით კომპიუტერებს. საცხოვრებელში მისვლის შემდეგ ნელ-ნელა შევწყვიტე ჩემს პირველ მწვრთნელთან სპორტდარბაზში სიარული. აღარ მეცალა იქ წასასვლელად, ან ვიდეოებს ვუყურებდი, ან საჭმელს ვაკეთებდი, ან საცხოვრებელში ვვარჯიშობდი. თემურ ბახუნტარაძე 24 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო. მან მითხრა, არ გჭირდება სპორტდარბაზში სიარული, მე გავარჯიშებო. ღამღამობით მივყავდით დარბაზში და გვავარჯიშებდა. შემდეგ ხიჯამის მეთოდზე გადაგვიყვანა. ფეხზე აპარატი დაგვიმაგრა, რომელსაც, როგორც აგვიხსნა, "ბინძური" სისხლი გამოჰქონდა ორგანიზმიდან. ამბობდა, რომ ამ მეთოდით სახსრების შეფსკვნას ავიცილებდით თავიდან. ჩემს პირველ მწვრთნელს ხიჯამის მეთოდი არ მიაჩნდა სასიკეთოდ და მიკრძალავდა, რის გამოც მასთან აღარ დავდიოდი სავარჯიშოდ.

მირზა მიქატაძე პერიოდულად მოდიოდა ჩვენთან. ის "ბეითების" (რელიგიური სიმღერები) ავტორია. "ბეითებს" ჩვენც ხშირად ვუსმენდით და მოგვწონდა. მირზა მოგვიყვა, რომ ადრე ის იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი, დაავადდა კიბოთი, მაგრამ სიკვდილს იმით გადაურჩა, რომ მიიღო მუსლიმანების მიერ მიცემული უებარი წამალი, იწამა ალლაჰი და ღვთისმსახურებითა და რწმენით გაუმკლავდა დაავადებას. თუ არ ვცდები მირზა იმ წამალს "ტმინს" ეძახდა, საკმაოდ რთულად დასალევი ზეთივით სითხე იყო. ამბობდა, რომ თუ რაიმეს გაიჭრიდი, "ტმინს" წაისმევდი და მოგარჩენდა. "ტმინი" ჩვეულებრივ სითხის შესანახ ჭურჭელში ესხა. ხან გვთავაზობდნენ, ხან კი, როცა გვახსენდებოდა, ვსვავდით. ვფიქრობდით, რომ გაგვაძლიერებდა, მაგრამ დღემდე არ ვიცი რა ეფექტი ჰქონდა. მირზამ გვითხრა, რომ "ტმინი" მზადდებოდა ყვავილისგან, რომელიც მხოლოდ არაბეთში ხარობდა. "ბეითების" ავტორი გვიხსნიდა, რომ ალლაჰი ქადაგებდა სწორი გზით სიარულს და მორწმუნეებს ერთ გუნდად შეკვრისკენ მოგვიწოდებდა. მხოლოდ ერთის, ალლაჰის უნდა გეშინოდეთ, მოკვდავების მიმართ შიში არ უნდა გქონდეთო.

დაჩოქილი ადამიანების დახოცვის ვიდეოების ნახვას ისე შევეჩვიე, რომ ყელის გამოჭრის მომენტსა და სისხლების დანთხევაზე თვალს აღარ ვხუჭავდი. ჩვენს საცხოვრებელში სტუმარი მოვიდა. ეს კაცი სირიაში გადაღებულ იმ ვიდეოებზე ფიგურირებდა, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებდნენ. საბრძოლო ფორმაში ჩაცმული კაცი ვიდეოებზე სულ იარაღით ჩანდა და ისროდა. არ ვიცი კლავდა თუ არა ვინმეს. სირიაში წასვლა ყველას გვინდოდა, მაგრამ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენს "დროს" უნდა დავლოდებოდით. გვჯეროდა, რომ სირიაში ჩვენს თანამოძმეებთან ერთად ბრძოლაში თუ დავიღუპებოდით, ჯენნეთში (სამოთხეში) მოვხვდებოდით, მაგრამ ჯერ სირიაში წასვლის "ღირსი" უნდა გავმხდარიყავით. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კარგ ფიზიკურ მონაცემებთან ერთად, გამძლეობითა და ნებისყოფით გამორჩეულები უნდა ვყოფილიყავით. გვავარჯიშებდნენ ძალიან დატვირთულად, ეს ვარჯიშები აღარ უკავშირდებოდა ჭიდაობისთვის წვრთნას.

როცა ძალიან დავიღლებოდით, მერე რთავდნენ ფსიქოლოგიურ მომენტს და გვაქეზებდნენ, ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ უფრო მეტი გაგვეკეთებინა და ფიზიკური დატვირთვისთვის დიდხანს გაგვეძლო. მაგალითად მოყავდათ სირიიდან ჩამოსული კაცი, რომელმაც ძლიერი ფიზიკური მომზადებითა და ჭკუით შეძლო მისიის შესრულება, მტრის განადგურება და უკან დაბრუნება. იყო მომენტები, უკან დაბრუნების სურვილი არც გვქონდა - მისიის შესრულების დროს სიკვდილი და "ჯენნეთში წასვლა" გვინდოდა.

ერთი თურქი გვსტუმრობდა. არ ვიცი სახელი და გვარი, მაგრამ მგონია, რომ ის აფინანსებდა ჩვენს კომფორტს, რამე თუ გვჭირდებოდა, მოჰქონდა. ჩვენთან ხან პანკისიდან ჩამოდიოდნენ, ხან სირიიდან, ხან თურქეთიდან, რუსულად მოსაუბრეებიც მოდიოდნენ, მაგრამ არ ვიცი ისინი საიდან იყვნენ. ჯერ კიდევ შეჯიბრებებზე როცა დავდიოდით, თბილისში ისეთივე ბინაში მიგვიყვანეს, როგორიც ბათუმში გვქონდა. იქ დაგვხვდნენ სულ რუსულად მოსაუბრე, 30-40 წლამდე კაცები. ფიზიკურად ყველა კარგ ფორმაში იყო და გრძელი წვერი ჰქონდა. ზოგადად, წვერის ტარებას ჩვენც გვირჩევდნენ, მაგრამ ჩვენს ჯგუფში უმეტესად 14-დან 20 წლამდე ბიჭები ვიყავით და უმეტესობას წვერი ჯერ ამოსულიც არ ჰქონდა.

იმ სახლში ცხოვრების დროს დასჯის უცნაური მეთოდი გვქონდა. მაგალითად, ლოცვას თუ გააცდენდი, არ უნდა დაგემალა. "მოსამართლე" გვისჯიდა ნეკის თითის სიმსხვილე ჯოხით იმდენ დარტყმას, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიდა. მხოლოდ ჩვენ კი არა, თვითონ უფროსებიც ისჯებოდნენ ამგვარად. დღემდე ვერ ამიხსნია ეს რა მეთოდი იყო.

ფანჯრიდან რომ გავიხედავდით ვხედავდით, რომ გვითვალთვალებდნენ. დაღამებისთანავე, ჩვენი სახლის წინ ჩერდებოდა ჩაბურულმინებიანი მანქანა. მთელი ღამე იქ იყვნენ. გათენდებოდა და მიდიოდნენ. ბახუნტარაძე ხუმრობდა, დაცვა გვყავს, ჩვენ ვინ რას დაგვიშავებსო", - ამბობს ზურა.

დავითი, 24 წლის:

"პირველად, როცა სპორტდარბაზში მოჭიდავეებმა ლოცვის გამო 20-წუთიანი შესვენება გამოაცხადეს, გამიკვირდა. გამოვკითხე, რატომ იყვნენ რელიგიით ასე დაინტერესებულები. მითხრეს, რომ ნამაზის(ლოცვის) გაცდენა ცოდვად ითვლებოდა და მუსლიმანი თუ ვიყავი მეც უნდა მელოცა. მუსლიმანი ვარ, მაგრამ ვარჯიშის დროს ლოცვის შესრულებაზე არასდროს მიფიქრია. შემომთავაზეს მათ საცხოვრებელში გადასვლა, სადაც კარგი პირობები, საკვები და "ისლამისთვის შესაბამისი" გარემო ჰქონდათ. არასდროს მაინტერესებდა რელიგია, წელიწადში ორჯერ ბაირამს ვლოცულობ, ხანდახან ახლობლის დაკრძალვის რიტუალში ვმონაწილეობ და ჯუმა ნამაზსაც (პარასკევის ლოცვა), თუ დრო მაქვს, ვასრულებ.

რამდენჯერმე გავყევი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე არსებულ ბინაში და უფროსს თემურ ბახუნტარაძესაც ვესაუბრე. იქ ცხოვრების პირობების მიხედვით დღეში ხუთჯერ ლოცვა აუცილებელი იყო. სურვილის შემთხვევაში არაბულსაც მასწავლიდნენ. არ მომეწონა, რომ ეს კაცი სულ მტრებზე და ომებზე საუბრობდა. ყველაზე დიდი მტერი რუსეთიაო, რომ თქვა ვიფიქრე, 2008 წლის ომის გამო იყო გაღიზიანებული, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით წავიდა საუბარი. თქვა, რომ რუსები ჩვენს თანამოძმეებს არაბეთის ქვეყნებში აწამებდნენ და ტაფაზე წვავდნენ. სადემონსტრაციოდ, კომპიუტერში ვიდეო ჩართო, რომლის ნახვასაც დღემდე ვნანობ. ხელებშეკრული კაცი ბოძზე მიაბეს, ჯაჭვის ერთი ბოლო ყელზე შეაბეს, მეორე კი იქვე მდგარ ტანკს გამოაბეს. რუსულად შეძახილი გაისმა, ტანკი დაიძრა და კაცს თავი მოაგლიჯა. საშინელება იყო, თუმცა ბიჭებმა მითხრეს, თითქმის ყველა სტუმარს პირველივე მისვლაზე ასეთ ვიდეოებს აყურებინებდნენ. მას მერე იქ აღარ ვყოფილვარ. მანამდე ვახშამზე დამპატიჟეს. ჭამის პროცესიც განსხვავებული ჰქონდათ, დაბალი მრგვალი მაგიდის გარშემო იატაკზე დაგებულ ნოხზე დავსხედით და საკმაოდ გემრიელი ხორცეული მივირთვით. იმ ვახშამზე თქვეს, რომ რუსეთის გარდა მათი მტრები მუფთები იყვნენ. ჩემთვის უინტერესო იყო რელიგიაზე საუბრები და მათთან მისვლის სურვილიც აღარ გამჩენია. იმ საუბრებიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის, რომ საქართველოში 2 000-ზე მეტი ვაჰაბიტი ცხოვრობდა და აქედან ერთ ადამიანსაც რომ გასჭირვებოდა, ორიათასივე კაცი მის გვერდით დადგებოდა ", - აცხადებს დავითი.

AMBEBI.GE-ს წყაროების მიერ მწვრთნელად მოხსენიებული თემურ ბახუნტარაძე 2012 წლის 13 სექტემბერს ბათუმში კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ბახუნტარაძეს ბრალად ედებოდა სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. მასთან ერთად დააკავეს მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და ეთნიუკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, რომელმაც სპეცოპერაციის დროს ერთი პოლიციელი დაჭრა. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ბახუნტარაძის საცხოვრებელი ბინიდან ხელყუმბარა ამოიღეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბახუნტარაძეს და წულუკიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ლაკაევს 16 წლით.

AMBEBI.GE-ს წყაროს მიერ ფსიქოლოგად დასახელებული მირზა მიქატაძე ჩვენი ინფორმაციით, თურქეთში იმყოფება. რაც შეეხება ხვიჩა გობაძეს, მან 23 ნოემბერს მუქარის შემცველი ვიდეო გაავრცელა, სადაც ის მუსლიმების ქართველ წინამძღვრებს თავების მოჭრით ემუქრება.

AMBEBI.GE

ექსკლუზივი

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ