პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზში აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
პარიზში აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

პა­რიზ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცრემლსა­დე­ნი გა­ზით და­არ­ბი­ეს.

საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბერ­ნარ კაზ­ნე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ტი­ვის­ტებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ბოთ­ლე­ბი და სან­თლე­ბი და­უ­ში­ნეს. ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა ცნო­ბით, მი­ტინ­გში 10 000-მდე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პო­ლი­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, დე­მონ­ტრან­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა 4 500-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და. პა­რი­ზის ტე­რაქ­ტე­ბის შემ­დეგ საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ჯა­რო შეკ­რე­ბე­ბი აკ­რძა­ლა.

ანა­ლო­გი­უ­რი აკ­რძალ­ვა ტე­რაქ­ტე­ბის შემ­დეგ მოქ­მე­დებს ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ბრი­უ­სე­ლის ქუ­ჩებ­ში 4 000-მდე ეკო-აქ­ტი­ვის­ტი გა­მო­ვი­და.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მართ ბერ­ლინ­შიც, სა­დაც, "გრინ­ფი­სის" ორ­გა­ნი­ზე­ბით, 17 000-მდე ადა­მი­ან­მა მსვლე­ლო­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რი­დან ბრან­დენ­ბურ­გის კა­რიბ­ჭემ­დე გა­მარ­თა. ლონ­დონ­ში კი, კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებ­თან ბრძო­ლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით 50 000-მდე ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და. დე­მონ­სტრან­ტებს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი ჯე­რე­მი კორ­ბი­ნიც შე­უ­ერ­თდა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა მად­რიდ­სა და ათენ­შიც.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პარიზში აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

პარიზში აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

პარიზში სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაარბიეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის ინფორმაციით, აქტივისტებმა სამართალდამცველებს ბოთლები და სანთლები დაუშინეს. ორგანიზატორთა ცნობით, მიტინგში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის მონაცემებით, დემონტრანტთა რაოდენობა 4 500-ს არ აღემატებოდა. პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ საჯარო შეკრებები აკრძალა.

ანალოგიური აკრძალვა ტერაქტების შემდეგ მოქმედებს ბელგიის დედაქალაქში, მიუხედავად ამისა ბრიუსელის ქუჩებში 4 000-მდე ეკო-აქტივისტი გამოვიდა.

საპროტესტო აქცია გაიმართ ბერლინშიც, სადაც, "გრინფისის" ორგანიზებით, 17 000-მდე ადამიანმა მსვლელობა ცენტრალური სადგურიდან ბრანდენბურგის კარიბჭემდე გამართა. ლონდონში კი, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გააქტიურების მოთხოვნით 50 000-მდე ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებს დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინიც შეუერთდა.

საპროტესტო აქციები გაიმართა მადრიდსა და ათენშიც.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა