მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედის რძის "გამყალბებლები"... - ჟურნალისტური გამოძიება
დედის რძის "გამყალბებლები"... - ჟურნალისტური გამოძიება

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი გა­ის­მა - მკი­თხვე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თავი შე­ი­კა­ვა, ამ­ტკი­ცებ­და, რომ ექი­მე­ბის არ­ცთუ მცი­რე ნა­წი­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­თან არის გა­რი­გე­ბუ­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტის და­ნიშ­ვნის სა­ნაც­ვლოდ, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გან­სა­ზღვრულ თან­ხა­საც იღებს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა პე­დი­ატ­რი­ის სფე­რო­შია. მკი­თხვე­ლის თქმით, თა­ვა­დაც ექი­მია და იცის, რა­საც ამ­ბობს. ეს ჩვენ­თვის სი­ახ­ლე არ იყო, რად­გან პრე­სა­ში არა­ერ­თხელ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა ზო­გა­დი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სამ­ყა­რო­ში უკა­ნო­ნო სქე­მე­ბი მოქ­მე­დებს. თუმ­ცა, რო­გორც წესი, რეს­პონ­დენ­ტე­ბი ეჭვს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით ვერ ამ­ყა­რებ­დნენ. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იმის და­სად­გე­ნად, ნამ­დვი­ლად ხდე­ბა თუ არა ექი­მებ­სა და კერ­ძოს კომ­პა­ნი­ებს შო­რის უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბე­ბი, თუ ეს მხო­ლოდ მი­თია. აქ­ცენ­ტი პე­დი­ატ­რებ­ზე გა­ვა­კე­თეთ.

გა­მო­ძი­ე­ბა შემ­დე­გი სქე­მით ჩა­ვა­ტა­რეთ,­ პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით შე­ვარ­ჩი­ეთ. გეგ­მა ასე­თი იყო: ექი­მებ­თან არარ­სე­ბუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის ("ფე­მი­ლი") სა­ხე­ლით უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით, შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა თა­ნამ­შრომლ­ობა და ამ მე­თო­დით გაგ­ვერ­კვია, თა­ნამშ­რომ­ლობ­დნენ თუ არა ისი­ნი კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­თან ე.წ. შავი ანა­ზღა­უ­რე­ბის სანა­ცვლოდ.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბი­სას სამ­წუ­ხა­რო სუ­რა­თი გა­მო­იკ­ვე­თა. ამ ეტაპ­ზე ექი­მე­ბის ვი­ნა­ო­ბას არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ, თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბით მი­ვა­დევ­ნებთ თვალს, რა ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ტა­რე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი ვი­თა­რე­ბის შე­საც­ვლე­ლად. ვი­მე­დოვ­ნებთ, ამ სფე­რო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა აღარ გაგ­რძელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას, პირ­ვე­ლად ავ­ჭა­ლის ერთ-ერთ პო­ლიკ­ლი­ნი­კას ვეს­ტუმ­რეთ, პე­დი­ატრ ც.მ-ს შევ­ხვდით და თავი "ფე­მი­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლად გა­ვა­ცა­ნით. ვუ­თხა­რით, რომ ახალ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელს ვხსნით, ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ბავ­შვთა კვე­ბაა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­სა­ზი­დად ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა. პე­დი­ატრს გა­უ­ხარ­და ჩვე­ნი სტუმ­რო­ბა, შე­თა­ვა­ზე­ბა არ უუ­ცხო­ე­ბია და ექი­მე­ბი­სა და კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სქე­მაც გა­შიფ­რა:

- აფ­თი­ა­ქებ­თან კონ­ტაქ­ტი არა­სო­დეს გვქო­ნია. ხე­ლოვ­ნუ­რი კვე­ბის შე­მომ­ტან კომ­პა­ნი­ებ­თან ჩვე­უ­ლებ­რივ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ... თქვე­ნი პი­რო­ბე­ბი მი­თხა­რით და სხვა ექი­მებ­საც და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ისე, ეს ჩვენ­მა მთა­ვარ­მა ექიმ­მა რომ გა­ი­გოს, დაგ­ვამ­ხობს თავ­ზე ყვე­ლა­ფერს. გა­მი­გეთ? ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი გვეკ­რძა­ლე­ბა. ამი­ტომ გი­თხა­რით, ჯერ თქვენ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით..."

სა­ნამ "ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბო­დით", ჯერ და­ვინ­ტე­რეს­დით, ბავ­შვთა კვე­ბის შე­მომ­ტა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი რა მე­ქა­ნიზ­მით ამოწ­მე­ბენ, მათ პრო­დუქ­ცი­ას უნიშ­ნავს თუ არა კონ­კრე­ტუ­ლი პე­დი­ატ­რი ბავ­შვს.

"რო­გორ უნდა მო­ვა­ტყუო კომ­პა­ნია, გა­ყიდ­ვებს ხომ და­ე­ტყო­ბა? ბავ­შვის მშობ­ლებს ურე­კა­ვენ და ეკი­თხე­ბი­ან, ხე­ლოვ­ნუ­რი კვე­ბის რო­მელ ნა­წარმს ყი­დუ­ლობს. კომ­პა­ნი­ებს ჩვენ ვაწ­ვდით სიას, რამ­დე­ნი ბავ­შვი გვყავს ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე... არა­ვინ ეუბ­ნე­ბა ბავ­შვის მშო­ბელს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნია ურე­კავს. ამას ზო­გა­დი გა­მო­კი­თხვის სახე აქვს", - გვი­თხრა პე­დი­ატრმა.

მი­სი­ვე თქმით, ხუთ კომ­პა­ნი­ას­თან თან­ამ­შრომ­ლობს და ბავ­შვს საკ­ვებს იმის მი­ხედ­ვით უნიშ­ნავს, რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ის საკ­ვებს "მი­ი­ღებს" ბავ­შვი. შე­სა­ბა­მი­სად, ის კომ­პა­ნია უხ­დის ფულს, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­ა­საც ყვე­ლა­ზე მეტს გა­ყი­დის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფა­სე­ბი აქვს, თა­ნაც პირ­ვე­ლად კვე­ბა­ზე სხვა ფა­სია. ბო­ნუ­სი თვე­ში 5-დან 10 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს... ერთი ბავ­შვის ფასი ასე­თია.

- ჩვენ ბავ­შვზე 20 ლარს გა­და­გიხ­დით, თუ ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე სხვა ექი­მებ­საც და­ი­თან­ხმებთ.

- თქვენ­თან აფ­თი­ა­ქიც ყო­ფი­ლა, მედ­იკა­მენ­ტე­ბის ყიდ­ვაც ხომ შე­უძ­ლი­ათ, თა­ნაც თუ შე­და­რე­ბით და­ბა­ლი

ფასი გექ­ნე­ბათ,­ მშობ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. მთა­ვა­რია, ფი­ლი­ა­ლი ჩვენს კლი­ნი­კას­თან ახ­ლოს გახ­სნათ...­"

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ნა­ძა­ლა­დევ­ში­ მდე­ბა­რე პო­ლიკ­ლი­ნი­კის ერთ-ერთ პე­დი­ატრს, ი.ს.-ს, ანა­ლო­გი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბით ვეს­ტუმ­რეთ. ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა არც მის­თვის აღ­მოჩ­ნდა უცხო. პირ­და­პირ ვკი­თხეთ, "თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის" რამ­დე­ნი უნდა გა­დაგ­ვე­ხა­და.

"- თქვენ შე­ჯერ­დით კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან და სა­ბო­ლოო წი­ნა­და­დე­ბა მი­თხა­რით.

- შე­იძ­ლე­ბა ხელ­ზე გა­და­გი­ხა­დოთ?

- ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა. და­ე­ლა­პა­რა­კეთ თქვენს ხელ­მძღვა­ნელს, რა ფარ­გლებ­ში­ უღირს.

- და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში თან­ხა­ზე შევ­თან­ხმდეთ.

- კი ბა­ტო­ნო... "

იხ­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დედის რძის "გამყალბებლები"... - ჟურნალისტური გამოძიება

დედის რძის "გამყალბებლები"... - ჟურნალისტური გამოძიება

დაახლოებით ერთი თვის წინ "კვირის პალიტრაში" სატელეფონო ზარი გაისმა - მკითხველი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, ამტკიცებდა, რომ ექიმების არცთუ მცირე ნაწილი კერძო კომპანიებთან არის გარიგებული და პაციენტებისთვის სხვადასხვა მედიკამენტის დანიშვნის სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრულ თანხასაც იღებს. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა პედიატრიის სფეროშია. მკითხველის თქმით, თავადაც ექიმია და იცის, რასაც ამბობს. ეს ჩვენთვის სიახლე არ იყო, რადგან პრესაში არაერთხელ გამოქვეყნებულა ზოგადი შინაარსის მასალები იმის თაობაზე, რომ სამედიცინო სამყაროში უკანონო სქემები მოქმედებს. თუმცა, როგორც წესი, რესპონდენტები ეჭვს კონკრეტული ფაქტებით ვერ ამყარებდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, ნამდვილად ხდება თუ არა ექიმებსა და კერძოს კომპანიებს შორის უკანონო გარიგებები, თუ ეს მხოლოდ მითია. აქცენტი პედიატრებზე გავაკეთეთ.

გამოძიება შემდეგი სქემით ჩავატარეთ,­ პოლიკლინიკები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევარჩიეთ. გეგმა ასეთი იყო: ექიმებთან არარსებული ფარმაცევტული კომპანიის ("ფემილი") სახელით უნდა მივ­სულიყავით, შეგვეთავაზებინა თანამშრომლ­ობა და ამ მეთოდით გაგვერკვია, თანამშ­რომლობდნენ თუ არა ისინი კერძო კომპანიებთან ე.წ. შავი ანაზღაურების სანა­ცვლოდ.

ჟურნალისტური გამოძიებისას სამწუხარო სურათი გამოიკვეთა. ამ ეტაპზე ექიმების ვინაობას არ გავასაჯაროებთ, თუმცა ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რა ღონისძიებებს გაატარებენ შესაბამისი ორგანოები ვითარების შესაცვლელად. ვიმედოვნებთ, ამ სფეროში დანაშაულებრივი გულგრილობა აღარ გაგრძელდება.

რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოძიებას, პირველად ავჭალის ერთ-ერთ პოლიკლინიკას ვესტუმრეთ, პედიატრ ც.მ-ს შევხვდით და თავი "ფემილის" წარმომადგენლად გავაცანით. ვუთხარით, რომ ახალ სააფთიაქო ქსელს ვხსნით, ჩვენთვის პრიორიტეტული ბავშვთა კვებაა და მომხმარებლების მოსაზიდად ექიმების დახმარება გვჭირდება. პედიატრს გაუხარდა ჩვენი სტუმრობა, შეთავაზება არ უუცხოებია და ექიმებისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობის სქემაც გაშიფრა:

- აფთიაქებთან კონტაქტი არასოდეს გვქონია. ხელოვნური კვების შემომტან კომპანიებთან ჩვეულებრივ ვთანამშრომლობთ... თქვენი პირობები მითხარით და სხვა ექიმებსაც დაველაპარაკები. ისე, ეს ჩვენმა მთავარმა ექიმმა რომ გაიგოს, დაგვამხობს თავზე ყველაფერს. გამიგეთ? ამ თემაზე საუბარი გვეკრძალება. ამიტომ გითხარით, ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით..."

სანამ "ჩამოვყალიბდებოდით", ჯერ დავინტერესდით, ბავშვთა კვების შემომტანი კომპანიები რა მექანიზმით ამოწმებენ, მათ პროდუქციას უნიშნავს თუ არა კონკრეტული პედიატრი ბავშვს.

"როგორ უნდა მოვატყუო კომპანია, გაყიდვებს ხომ დაეტყობა? ბავშვის მშობლებს ურეკავენ და ეკითხებიან, ხელოვნური კვების რომელ ნაწარმს ყიდულობს. კომპანიებს ჩვენ ვაწვდით სიას, რამდენი ბავშვი გვყავს ხელოვნურ კვებაზე... არავინ ეუბნება ბავშვის მშობელს, რომ კონკრეტული კომპანია ურეკავს. ამას ზოგადი გამოკითხვის სახე აქვს", - გვითხრა პედიატრმა.

მისივე თქმით, ხუთ კომპანიასთან თან­ამშრომლობს და ბავშვს საკვებს იმის მიხედვით უნიშნავს, რომელი კომპანიის საკვებს "მიიღებს" ბავშვი. შესაბამისად, ის კომპანია უხდის ფულს, რომლის პროდუქციასაც ყველაზე მეტს გაყიდის თვის განმავლობაში.

- სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული ფასები აქვს, თანაც პირველად კვებაზე სხვა ფასია. ბონუსი თვეში 5-დან 10 ლარამდე მერყეობს... ერთი ბავშვის ფასი ასეთია.

- ჩვენ ბავშვზე 20 ლარს გადაგიხდით, თუ ჩვენთან თანამშრომლობაზე სხვა ექიმებსაც დაითანხმებთ.

- თქვენთან აფთიაქიც ყოფილა, მედ­იკამენტების ყიდვაც ხომ შეუძლიათ, თანაც თუ შედარებით დაბალი

ფასი გექნებათ,­ მშობლებიც დაინტერესდებიან. მთავარია, ფილიალი ჩვენს კლინიკასთან ახლოს გახსნათ...­"

რამდენიმე დღის შემდეგ ნაძალადევში­ მდებარე პოლიკლინიკის ერთ-ერთ პედიატრს, ი.ს.-ს, ანალოგიური შეთავაზებით ვესტუმრეთ. ჩვენი შეთავაზება არც მისთვის აღმოჩნდა უცხო. პირდაპირ ვკითხეთ, "თანამშრომლობისთვის" რამდენი უნდა გადაგვეხადა.

"- თქვენ შეჯერდით კომპანიის ხელმძღვანელობასთან და საბოლოო წინადადება მითხარით.

- შეიძლება ხელზე გადაგიხადოთ?

- ყველაფერი შეიძლება. დაელაპარაკეთ თქვენს ხელმძღვანელს, რა ფარგლებში­ უღირს.

- დაახლოებით ერთ კვირაში თანხაზე შევთანხმდეთ.

- კი ბატონო... "

იხლეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია