სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი მზადაა, თურქეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭოს
ევროკავშირი მზადაა, თურქეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭოს

ევ­რო­კავ­ში­რი მზა­დაა თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს 2016 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზოდ შეს­ვლის უფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭოს. ამის შე­სა­ხებ "დო­ი­ჩე ველე" სა­ა­გენ­ტო დპა-ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სწო­რედ ეს ვა­დე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ-თურ­ქე­თის დღე­ვან­დელ სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის ბრი­უ­სელ­ში იმარ­თე­ბა და დევ­ნილ­თა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბი­სად­მია მი­მარ­თუ­ლი. ამ დრომ­დე თურ­ქეთ­თან ვი­ზე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის სა­კი­თხი არა­სო­დეს გან­ხი­ლუ­ლა.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ერთ-ერთი პი­რო­ბაა 2016 წლის ივ­ნი­სი­დან ევ­რო­კავ­შირ­სა და თურ­ქეთს შო­რის რე­ად­მი­სი­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ამოქ­მე­დე­ბა. მა­ნამ­დე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ის 2017 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან უნდა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო. ეს შე­თან­ხმე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­დან თურ­ქეთ­ში მე­სა­მე ქვეყ­ნი­დან დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­ში­რი ან­კა­რის­თვის სამი მი­ლი­არ­დი ევ­როს გა­მო­ყო­ფას აპი­რებს დევ­ნი­ლე­ბის პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად. ამის შე­სა­ხებ "რო­ი­ტე­რი" შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის პრო­ექ­ტზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რო­მე­ლიც სა­მი­ტის და­სას­რულ უნდა მი­ი­ღონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ევროკავშირი მზადაა, თურქეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭოს

ევროკავშირი მზადაა, თურქეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიანიჭოს

ევროკავშირი მზადაა თურქეთის მოქალაქეებს 2016 წლის ოქტომბრიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლის უფლება მიანიჭოს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" სააგენტო დპა-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, სწორედ ეს ვადები განიხილება ევროკავშირ-თურქეთის დღევანდელ სამიტზე, რომელიც ამ დროისთვის ბრიუსელში იმართება და დევნილთა საკითხის მოგვარებისადმია მიმართული. ამ დრომდე თურქეთთან ვიზების გამარტივების საკითხი არასოდეს განხილულა.

გამოცემის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პირობაა 2016 წლის ივნისიდან ევროკავშირსა და თურქეთს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ის 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. ეს შეთანხმება ევროკავშირიდან თურქეთში მესამე ქვეყნიდან დევნილების დაბრუნებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ევროკავშირი ანკარისთვის სამი მილიარდი ევროს გამოყოფას აპირებს დევნილების პრობლემის გადასაჭრელად. ამის შესახებ "როიტერი" შემაჯამებელი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც სამიტის დასასრულ უნდა მიიღონ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა