სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა..." - ილია მეორე წმინდანის შესახებ
"ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა..." - ილია მეორე წმინდანის შესახებ

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ფე­რიც­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში საღ­მრთო ლი­ტურ­გია აღავ­ლი­ნა, რომ­ლის შემ­დე­გაც ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილთ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა. პატ­რი­არ­ქმა მამა გაბ­რი­ე­ლის შე­სა­ხებ იქა­და­გა. უწ­მინ­დე­სის თქმით, უფ­ლის წყა­ლო­ბა ქვე­ყა­ნას სხვა­დას­ხვა სა­ხით ევ­ლი­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მამა გაბ­რი­ე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. იგი ალა­ვერ­დელ­მა ეპის­კო­პოს­მა გაბ­რი­ელ ჯა­ჯა­ნი­ძემ აკურ­თხა და გაბ­რი­ე­ლი და­არ­ქვა.

"მამა გაბ­რი­ელ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბი. ზოგს ეს­მო­და, ზოგს არ ეს­მო­და მისი. ის მა­ინც ღვთის საქ­მეს აკე­თებ­და. მამა გაბ­რი­ელ­მა იმ დროს და­ი­წყო მოღ­ვა­წე­ო­ბა, რო­დე­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ეკ­ლე­სია იდევ­ნე­ბო­და. ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა იყო, რომ მამა გაბ­რი­ე­ლი სა­ლო­სობ­და", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დე­სის თქმით, მამა გაბ­რი­ე­ლი მარ­თლა ავად­მყო­ფი კი არ იყო, მან ასე­თი ტვირ­თი, ჯვა­რი მი­ი­ღო თა­ვის თავ­ზე. "ზოგს ამ­ხელ­და, ზოგს აქებ­და, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად ის მუ­დამ იყო უფალ­თან და უფა­ლი იყო მას­თან. და აი ჩვენ დღეს შე­ვას­რუ­ლეთ წირ­ვა და უნდა და­ვას­ვე­ნოთ ახალ ლუს­კუ­მა­ში. ჩვენ შევ­თხოვთ უფალს ლოც­ვა-კურ­თხე­ვას და შე­წევ­ნა არ მო­აკ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მამა გაბ­რი­ე­ლის ლოც­ვე­ბით", - გა­ნა­ცხა­და უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, მამა გაბ­რი­ე­ლი თვით სა­სუ­ფევ­ლი­დან ეხ­მა­რე­ბა მორ­წმუ­ნე­ებს და ყვე­ლას. უწ­მინ­დეს­მა შეს­თხო­ვა უფალს, უფალ­მა მამა გაბ­რი­ე­ლის ლოც­ვე­ბით წყა­ლო­ბა მო­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლო­ზე.

ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლი­სი შეს­რულ­და, რომ­ლის შემ­დე­გაც წმინ­და მამა გაბ­რი­ელ აღმსა­რებ­ლი­სა და სა­ლო­სის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი ლუს­კუ­მით შე­აბ­რძა­ნეს ფე­რიც­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში, შემ­დეგ კი მის­თვის გან­კუთ­ვნილ ახალ ად­გილ­ზე, ქვის სარ­კო­ფაგ­ზე და­ას­ვე­ნეს. სარ­კო­ფა­გი მო­წყო­ბი­ლია ტაძ­რის მარ­ცხე­ნა მხა­რეს. იგი აქ იქ­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბუ­ლი მორ­წმუ­ნე­ე­ბი­სათ­ვის მო­სა­ლო­ცად.

2012 წლის 20 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნოდ­მა მამა გაბ­რი­ე­ლი წმინ­და­ნად შე­რა­ცხა და მას წმინ­და გაბ­რი­ელ აღმსა­რე­ბე­ლი და სა­ლო­სი უწო­და.

2013 წლის 20 თე­ბერ­ვალს მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის აღ­მოყ­ვა­ნე­ბა მოხ­და სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში არ­სე­ბუ­ლი მისი საფ­ლა­ვი­დან. წმინ­და ნეშ­ტი დრო­ე­ბით ლუს­კუ­მა­ში მო­ა­თავ­სეს. ერთი დღე წმინ­და ნა­წი­ლე­ბი დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო სვე­ტი­ცხო­ველ­ში, შემ­დეგ კი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­დაც წმინ­და მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­ლო­ცა, მათ შო­რის უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლებ­მაც.

მამა გაბ­რი­ე­ლის ხსე­ნე­ბა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ხდე­ბა. 2 ნო­ემ­ბერს მისი აღ­სრუ­ლე­ბის დღეა და 20 თე­ბერ­ვალს წმინ­და მამა გაბ­რი­ე­ლის ნა­წი­ლე­ბის საფ­ლა­ვი­დან ამოყ­ვა­ნე­ბის დღეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი, მო­სი­ა­რუ­ლე ცე­ცხლო­ვა­ნი ან­გე­ლო­ზი" - რო­გორ იხ­სე­ნე­ბენ მამა გაბ­რი­ელს მისი სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა..." - ილია მეორე წმინდანის შესახებ

"ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა..." - ილია მეორე წმინდანის შესახებ

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფერიცვალების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომლის შემდეგაც ტაძარში შეკრებილთ ტრადიციული ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მამა გაბრიელის შესახებ იქადაგა. უწმინდესის თქმით, უფლის წყალობა ქვეყანას სხვადასხვა სახით ევლინება. მისივე თქმით, მამა გაბრიელი განსაკუთრებული პიროვნება იყო. იგი ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჯაჯანიძემ აკურთხა და გაბრიელი დაარქვა.

"მამა გაბრიელმა გამოიჩინა საოცარი თვისებები. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი. ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, მამა გაბრიელი მართლა ავადმყოფი კი არ იყო, მან ასეთი ტვირთი, ჯვარი მიიღო თავის თავზე. "ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან. და აი ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, მამა გაბრიელი თვით სასუფევლიდან ეხმარება მორწმუნეებს და ყველას. უწმინდესმა შესთხოვა უფალს, უფალმა მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.

ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომლის შემდეგაც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ფერიცვალების სახელობის ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს. სარკოფაგი მოწყობილია ტაძრის მარცხენა მხარეს. იგი აქ იქნება დასვენებული მორწმუნეებისათვის მოსალოცად.

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა.

2013 წლის 20 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი საფლავიდან. წმინდა ნეშტი დროებით ლუსკუმაში მოათავსეს. ერთი დღე წმინდა ნაწილები დაბრძანებული იყო სვეტიცხოველში, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წმინდა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უამრავმა ადამიანმა მოილოცა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსულებმაც.

მამა გაბრიელის ხსენება წელიწადში ორჯერ ხდება. 2 ნოემბერს მისი აღსრულების დღეა და 20 თებერვალს წმინდა მამა გაბრიელის ნაწილების საფლავიდან ამოყვანების დღეს.

იხილეთ ვიდეო: "არაამქვეყნიური, მოსიარულე ცეცხლოვანი ანგელოზი" - როგორ იხსენებენ მამა გაბრიელს მისი სულიერი შვილები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია