კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი ცოტა ხნით ნამდვილ ფოტოგრაფად იქცა. ქეითმა საკუთარ ქალიშვილ შარლოტას რამდენიმე სურათი გადაუღო, რომლებიც ინტერნეტსივრცეს მალევე მოედო და საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქალიშვილი 2 მაისს შეეძინათ, სამეფო წყვილმა გოგონას შარლოტა-ელიზაბეტ-დაიანა დაარქვა.
შარლოტას გარდა, ქეითსა და უილიამს კიდევ ერთი შვილი ჰყავთ. სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი ჯორჯი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა. იგი 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა.