კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძლიერს უჭირს ამქვეყნად, მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები..." - კონსტანტინე გამსახურდია სიყვარულსა და ადამიანის ცხოვრებისეულ მისიაზე
"ძლიერს უჭირს ამქვეყნად, მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები..." - კონსტანტინე გამსახურდია სიყვარულსა და ადამიანის ცხოვრებისეულ მისიაზე

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჟან­რობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­მოქ­მე­დე­ბას ფას­და­უ­დე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში. პრო­ზის დი­დოს­ტა­ტია, ასე­ვე დი­დია მისი ღვაწ­ლი ქარ­თუ­ლი კრი­ტი­კის, პუბ­ლი­ცის­ტი­კის, ესე­ის­ტი­კის, პო­ე­ზი­ის, მთარ­გმნე­ლო­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის, ის­ტო­რი­ულ-ფი­ლო­სო­ფი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც.

გვინ­და მწერ­ლის ნა­აზ­რე­ვი მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ეპი­ზო­დე­ბის სა­ხით შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­ლო­ბას დღე­საც არ ჰკარ­გავს.

"ძველ ბერ­ძნებს ფი­ლო­სო­ფია ზრდი­დათ, ებ­რა­ე­ლებს - კა­ნო­ნი, ინ­დი­ე­ლებს - ნირ­ვა­ნა, რუ­სებს - მათ­რა­ხი ხოდა, ქარ­თვე­ლებს - პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა".

"ზოგს ენა როდი აბია, თა­ვა­თაა ენა­ზე მიბ­მუ­ლი, ამი­ტო­მაც იღუ­პე­ბა მყრა­ლი ენის მე­ო­ხე­ბი­თა".

"ვინც ჭეშ­მა­რი­ტად აღ­ზე­ვე­ბუ­ლია, მას აღ­ზე­ვე­ბა არ ესა­ჭი­რო­ე­ბა. სულმდა­ბალ­ნი მი­ეს­წრა­ფი­ან აღ­ზე­ვე­ბას მუ­დამ".

"ჩემი მტრე­ბი ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ყო­ფი­ლან ხან­და­ხან, რად­გან მე მათ­თან ბრძო­ლა­ში ჩემს სი­სუს­ტე­სა და ზადს გა­მოვ­ჩხრეკ­დი ხოლ­მე, ღო­ნეს მო­ვიკ­რებ­დი, კვლავ ვეკ­ვე­თე­ბო­დი და ვებ­რძო­დი, სა­ნამ მათ სი­სუს­ტეს ამ და­მა­ნა­ხებ­და მათ­თან­ვე ბრძო­ლა".

"განა მე სად­მე გა­მო­მი­ცხა­დე­ბია უცოდ­ვე­ლი პაპი ვარ და ადა­მი­ა­ნუ­რი ზადი არ გა­მაჩ­ნია-მეთ­ქი? ჩემი ადა­მი­ა­ნუ­რი ნაკ­ლი ხომ არა­ვის­თვი­საა სა­ინ­ტე­რე­სო? მწერ­ლი­სა­გან მხო­ლოდ ის რჩე­ბა, რაც ტი­ლო­ზე გა­და­აქვს, სხვა ყო­ვე­ლი­ვე ქვი­შა­ზე გავ­ლი­ლი ქა­რის ნაკ­ვა­ლე­ვია, რად­გან მის სიკ­ვდილ­თან ერ­თად, სხვა ყო­ვე­ლი­ვე წა­რი­ხო­ცე­ბა!"

"ბუ­ნე­ბის წე­სია ასე­თი: მა­ხინ­ჯი ლა­მაზ­თან ყოფ­ნას მი­ელტვის მუ­დამ, მან­კი­ე­რი – უმან­კოს­თან, რეგ­ვე­ნი ბრძენს აე­კი­დე­ბა ხოლ­მე, ყბე­დი – მდუ­მა­რეს, ხოლო ლა­ჩა­რი – გმირს".

"სპი­ლო ხორ­თუ­მი­თა ჰკლავს თა­ვის მსხვერ­პლს, გვე­ლი – კოც­ნით, მეფე – ღი­მი­ლით, ხოლო მო­ღა­ლა­ტე – პა­ტი­ვის მი­გე­ბი­თა".

"როცა მოყ­ვა­სი შენი საქ­მეს და­ი­წყებს რა­ი­მეს, სა­ნამ არ მო­ა­თა­ვებს, არ უნდა გა­ნი­კი­თხო იგი. ეგეც იცო­დე, მხო­ლოდ ოფო­ფი შე­იც­ნო­ბა თა­ვი­თა, ხოლო ჭეშ­მა­რი­ტი საქ­მე – ბო­ლო­თი".

"ჩემ­და თა­ვად მე ვე­მორ­ჩი­ლე­ბი იმ წყო­ბი­ლე­ბას, რო­მე­ლიც წი­ლად ერგო ჩემს ხალ­ხს და არც ერთი ერი იმის უკე­თე­სის ღირ­სი არაა, რაც მას და­უმ­ყა­რე­ბია თა­ვად. ამი­ტომ ხვალ რომ ბერ­ძნე­ბი ან სარ­კი­ნო­ზე­ბი შე­მო­ე­წყონ სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებს, მოქნდა­კის საჭ­რე­თელს გან­ზე გა­დავ­დებ და ხმლით შე­ვებ­რძო­ლე­ბი მტერს".

"ძლი­ერს უჭირს ამ­ქვეყ­ნად. მი­ტო­მაც მუ­დამ დაღ­რე­ნილ­ნი და­დი­ან ლო­მე­ბი, ვე­ფხვე­ბი და ავა­ზე­ბი, ხოლო თრი­თი­ნე­ბი და ციყ­ვე­ბი მუ­დამ მხი­ა­რუ­ლად და­ცუნ­ცუ­ლე­ბენ".

"არა­ვინ ისე მა­მა­ცად არ იბ­რძვის სხვის ომში, რო­გორც სუ­ლე­ლი".

"როცა ყვე­ლა­ფერს წვი­მა წარ­ხო­ცავს, როცა ყვე­ლა ხმას ქარი წა­ი­ღებს, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი შე­ი­მა­ტებს დი­დე­ბას კი­დე­ვაც. მარ­თლაც­და სხვა რა ევა­ლე­ბა ოს­ტატს, თუ არა წა­მი­ე­რის მა­რად­ჟა­მუ­ლად ქცე­ვა? სხვა რა ევა­ლე­ბა ამ­ქვეყ­ნად ოს­ტატს, თუ არ ჭი­დი­ლი წარ­მავ­ლო­ბის ნისლთან".

"ჯერ კი­დევ ფარსმა­ნი­სა­გან ჰქონ­და მი­ნიშ­ნუ­ლი კონ­სტან­ტი­ნეს: ბრძენ­კა­ცი უნდა იყ­ვეო და შლე­გად მო­აჩ­ვე­ნოო ადა­მი­ა­ნებს თავი, გმი­რი უნდა იყვე და ჯა­ბა­ნი­ვით და­დი­ო­დე, ოს­ტა­ტი უნდა იყვე და ხელ­მო­ცა­რუ­ლად მო­გ­ქონ­დეს თავი, რად­გან არა­ვის იმ­დე­ნი მტე­რი არა ჰყავ­სო ქვეყ­ნად, რო­გორც ბრძენ­კაცს, გმირ­სა და ოს­ტატს".

"სა­ერ­თო სე­ნია კაც­თა: მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს იმა­დაც აქე­ბენ ხში­რად, რომ ცო­ცხალთ მი­ა­ყე­ნონ ჩრდი­ლი".

"ვინც შე­გირ­დი არ ყო­ფი­ლა, ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა ოს­ტა­ტი, ვერც იგი გახ­დე­ბა ოდეს­მე ოს­ტა­ტი, მუ­დამ ოს­ტა­ტებს ვინც შეჰ­ყუ­რებს პირ­ში".

"ეგეც იცო­დე, არა­ვინ ისე არ ის­ჯე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე, რო­გორც იგი, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი­ვეს არ შეს­წი­რავს თა­ვის სიყ­ვა­რულს".

"ნე­ტარ არი­ან იგი­ნი, ვი­საც სიკ­ვდი­ლი უმალ უწევს, ვიდ­რე სა­კუ­თა­რის თვა­ლით იხი­ლა­ვენ სამ­შობ­ლოს თვი­სას ია­ვარ­ყო­ფას. ნე­ტარ არი­ან იგი­ნი­ცა, ვინ­ცა გულ­მარ­თალ წი­ნა­პარ­თა აჩ­რდი­ლებს შო­რის ლან­დად­ქ­ცე­ვას არ­ჩე­ვენ გა­და­შე­ნე­ბის გზა­ზე დამ­დგარ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა წი­აღ­ში ყოფ­ნას".

"კურ­თხე­უ­ლია მხო­ლოდ ნა­ბი­ჯი ვალ­მოხ­დი­ლი­სა, შრო­მაა უდი­დე­სი სიქ­ვე­ლე ამ­ქვეყ­ნად და არც არა­ფე­რი ამ­შვე­ნებს ისე ვაჟ­კაცს, რო­გორც შრო­მა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­მა­მა­ცე".

"ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ამ­ჟა­მა­დაც ეგაა: ჩვენ­ში მო­ღა­ლა­ტე­ნი სჭარ­ბობ­დნენ ერ­თგუ­ლებს, განა თუ სხვი­სი, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა, თა­ვის ხალ­ხის მო­ღა­ლა­ტე­ნი".

"როცა ადა­მი­ანს ძა­გე­ბის შე­ე­შინ­დე­ბა და შე­ქე­ბა მოს­წყურ­დე­ბა, სჩანს, მას კარ­გად აქვს შეგ­ნე­ბუ­ლი, რომ ბევ­რი რამ აკ­ლია. როცა იგი მა­ქე­ბარს და­უ­წყებს ძებ­ნას, ამ გზით მას სწა­დია, ქე­ბით მიჩ­ქმა­ლოს სა­კუ­თა­რი სუ­ლის არა­რა­ო­ბა მოყ­ვას­თა თვალ­ში. სწო­რედ ამი­ტო­მაც ჰყავ­დათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კა­რის-მე­ხოტ­ბე­თა მთე­ლი დას­ტა ბი­ზან­ტი­ელ უნი­ჭო მე­ფე­ებს და სელ­ჯუ­კი­ან­თა უზ­ნეო სულ­ტა­ნებს".

"ოდით­გან­ვე ასე მოგ­ვდგამს ქარ­თვე­ლებს: მუ­დამ ჩვენს სიმ­ცი­რეს მივსტი­რო­დით, რად­გან მტე­რი აუ­რა­ცხე­ლი გვყავ­და მუ­დამ, მაგ­რამ დიდი კაცი თუ გა­მოგ­ვე­რია. მას ისე დავ­კორტნით, რო­გორც და­კო­დილ ძე­რას ყვა­ვე­ბი".

"ისე­თი მამ­ლე­ბიც ბევ­რია ამ ქვეყ­ნად, გა­თე­ნე­ბის შემ­დეგ რომ ყი­ვი­ან".

"თუ გსურს ღირ­სე­ულს მი­ა­ყე­ნო ჩრდი­ლი, უღირ­სის ქე­ბას უნდა მიჰ­ყო ხელი".

"ზო­გი­ე­რი კა­ცის ცხოვ­რე­ბა უნი­ჭო მწერ­ლის რო­მან­სა ჰგავს…ბო­ლომ­დის ჩა­ა­თა­ვებ და ასე იტყვი: ნე­ტავ, არ წა­მე­კი­თხაო."

"როცა ხალ­ხს ამ­დე­ნი მო­ღა­ლა­ტე შინა ჰყავს, მა­კე­დო­ნე­ლიც ვერ გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნებს მას".

"ჩვენ­ში ყო­ველ ნა­ბიჭ­ვარს აზ­ნა­უ­რო­ბა სწყუ­რია, ყო­ველ ნა­ცარ­ქე­ქი­ას – სარ­დლო­ბა".

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ძლიერს უჭირს ამქვეყნად, მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები..." - კონსტანტინე გამსახურდია სიყვარულსა და ადამიანის ცხოვრებისეულ მისიაზე

"ძლიერს უჭირს ამქვეყნად, მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები..." - კონსტანტინე გამსახურდია სიყვარულსა და ადამიანის ცხოვრებისეულ მისიაზე

კონსტანტინე გამსახურდიას ჟანრობრივად მრავალფეროვან შემოქმედებას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის ისტორიაში. პროზის დიდოსტატია, ასევე დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი ხელოვნების, ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა განვითარების თვალსაზრისითაც.

გვინდა მწერლის ნააზრევი მისი შემოქმედებიდან ეპიზოდების სახით შემოგთავაზოთ, რომელიც აქტუალობას დღესაც არ ჰკარგავს.

"ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს - კანონი, ინდიელებს - ნირვანა, რუსებს - მათრახი ხოდა, ქართველებს - პატივმოყვარეობა".

"ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა".

"ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ".

"ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დამანახებდა მათთანვე ბრძოლა".

"განა მე სადმე გამომიცხადებია უცოდველი პაპი ვარ და ადამიანური ზადი არ გამაჩნია-მეთქი? ჩემი ადამიანური ნაკლი ხომ არავისთვისაა საინტერესო? მწერლისაგან მხოლოდ ის რჩება, რაც ტილოზე გადააქვს, სხვა ყოველივე ქვიშაზე გავლილი ქარის ნაკვალევია, რადგან მის სიკვდილთან ერთად, სხვა ყოველივე წარიხოცება!"

"ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს".

"სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა".

"როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე – ბოლოთი".

"ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს".

"ძლიერს უჭირს ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ".

"არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი".

"როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან".

"ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს".

"საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი".

"ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში".

"ეგეც იცოდე, არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს".

"ნეტარ არიან იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას".

"კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე".

"ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი".

"როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწყურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაუწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია, ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს".

"ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".

"ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ყივიან".

"თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი".

"ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს…ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ, არ წამეკითხაო."

"როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას".

"ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა".

მოამზადა ლალი ფაციამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს