პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მთავარი - ჩვენ არა მხოლოდ საინტერესო ეპოქაში, არამედ, ფეთქებადსაშიშ ვითარებაშიც ვცხოვრობთ" - ირაკლი ტაბლიაშვილი
"ახლა მთავარი - ჩვენ არა მხოლოდ საინტერესო ეპოქაში, არამედ, ფეთქებადსაშიშ ვითარებაშიც ვცხოვრობთ" - ირაკლი ტაბლიაშვილი

პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნილ რთულ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე წერს:

"ვი­საც ყური აქვს, ის­მი­ნოს:

წი­აღსვლე­ბი - "თურ­ქე­თიც ხომ მტე­რია"; "ორი­ვეს დედა ვა­ტი­რე" და მისთ, არის პირ­და­პი­რი მოქ­ცე­ვა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­ლე­ნის ქვეშ.

ამა­ვე პრო­პა­გან­დის თა­ნახ­მად, თურ­ქე­თი, თურ­მე, ეხ­მა­რე­ბა სი­რი­ა­ში არ­სე­ბულ არა "ზო­მი­ერ" ოპო­ზი­ცი­ას (რე­ა­ლუ­რად, სწო­რედ მას ეხ­მა­რე­ბა), არა­მედ, რე­ა­ლურ ტე­რო­რის­ტებს.

სხვა თუ არა­ფე­რი, ეს არა­ლო­გი­კუ­რიც იქ­ნე­ბო­და მისი მხრი­დან - ნა­თე­ლი სამ­ყა­რო სწო­რედ ტე­რო­რიზმს ებ­რძვის, თურ­ქე­თი, რამ­დე­ნა­დაც ის ნა­თე­ლი სამ­ყა­როს წევ­რია, ასე­ვე ებ­რძვის ტე­რო­რიზმს... შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლე­ბე­ლია ის იყოს ტე­რო­რიზ­მის პირ­და­პი­რი ან ირი­ბი მხარ­დამ­ჭე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­მი­ერ ოპო­ზი­ცი­ას - ბა­შარ ასა­დის რე­ჟი­მის მო­ცი­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე თან­ხმდე­ბა მსოფ­ლიო გარ­და რუ­სე­თი­სა... შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ხსე­ნე­ბუ­ლი რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა ირ­თვე­ბა და თურ­ქეთს ტე­რო­რის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას საყ­ვე­დუ­რობს, ის (პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა) თურ­ქეთს აბ­რა­ლებს ტე­რო­რის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

ახლა მთა­ვა­რი - რო­გორც ვხე­დავთ, ჩვენ არა მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო ეპო­ქა­ში, არა­მედ, სა­ინ­ტე­რე­სო და ფეთ­ქე­ბადსა­შიშ ვი­თა­რე­ბა­შიც ვცხოვ­რობთ.

რუ­სე­თი უკვე ცდი­ლობს და მო­მა­ვალ­ში უფრო ეც­დე­ბა არ­სე­ბი­თი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე... იმ არ­ჩევ­ნე­ბი­სა, რო­მელ­შიც ამომ­რჩე­ვე­ლი, ფორ­მა­ლუ­რად, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა ცდი­ლობს (და ახერ­ხებს კი­დეც) ჩვე­ნი­ვე ამომ­რჩევ­ლის, ბო­დი­ში და, გა­მო­ლა­ყე­ბას.

ხსე­ნე­ბუ­ლი - "თურ­ქე­თიც მტე­რია" და "ორი­ვეს ჯან­დაბმ­დე ჰქო­ნია გზა", ამ პრო­პა­გან­დის შე­დე­გია.

ამ­დე­ნად, სწო­რედ იმი­ტომ, რომ რუ­სე­თი ირი­ბად, მაგ­რამ, არ­სე­ბი­თად არ ჩა­ე­ი­ოს ჩვენ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში, ანუ, ზე­მოქ­მე­დე­ბა არ მო­ახ­დი­ნოს არ­ჩევ­ნებ­ზე (სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ზე), პი­რა­დად მე ვარ მომ­ხრე, რომ მო­ვი­ფიქ­როთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი!!! მე­ქა­ნიზ­მი და შევ­ზღუ­დოთ ეს რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხე­ბი.

პ.ს. სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა/თა­ვი­სუფ­ლე­ბის დამ­ცვე­ლე­ბის­თვის (თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ, სა­კუ­თა­რი თა­ვიც მათ რი­გებ­ში მი­ვიჩ­ნიო), გან­ვმარ­ტავ, რომ, ცხა­დია, არ ვგუ­ლის­ხმობ რა­ი­მე ისეთ რე­გუ­ლა­ცი­ას, რომ­ლის შე­დე­გა­დაც შე­მოგ­ვერ­ღვე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა/თა­ვი­სუფ­ლე­ბა... უბ­რა­ლოდ, კარ­გად უნდა გა­ვი­სიგ­რძე­გა­ნოთ ის ეგ­ზის­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე, რომ­ლის წი­ნა­შეც უკვე დგას და მო­მა­ვალ­ში უფრო დად­გე­ბა სა­ხელ­მწი­ფო" - წერს ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ახლა მთავარი - ჩვენ არა მხოლოდ საინტერესო ეპოქაში, არამედ, ფეთქებადსაშიშ ვითარებაშიც ვცხოვრობთ" - ირაკლი ტაბლიაშვილი

"ახლა მთავარი - ჩვენ არა მხოლოდ საინტერესო ეპოქაში, არამედ, ფეთქებადსაშიშ ვითარებაშიც ვცხოვრობთ" - ირაკლი ტაბლიაშვილი

პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი მსოფლიოში შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაზე წერს:

"ვისაც ყური აქვს, ისმინოს:

წიაღსვლები - "თურქეთიც ხომ მტერია"; "ორივეს დედა ვატირე" და მისთ, არის პირდაპირი მოქცევა რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ.

ამავე პროპაგანდის თანახმად, თურქეთი, თურმე, ეხმარება სირიაში არსებულ არა "ზომიერ" ოპოზიციას (რეალურად, სწორედ მას ეხმარება), არამედ, რეალურ ტერორისტებს.

სხვა თუ არაფერი, ეს არალოგიკურიც იქნებოდა მისი მხრიდან - ნათელი სამყარო სწორედ ტერორიზმს ებრძვის, თურქეთი, რამდენადაც ის ნათელი სამყაროს წევრია, ასევე ებრძვის ტერორიზმს... შესაბამისად, შეუძლებელია ის იყოს ტერორიზმის პირდაპირი ან ირიბი მხარდამჭერი. რაც შეეხება ზომიერ ოპოზიციას - ბაშარ ასადის რეჟიმის მოცილების აუცილებლობაზე თანხმდება მსოფლიო გარდა რუსეთისა... შესაბამისად, როდესაც ხსენებული რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ირთვება და თურქეთს ტერორისტების მხარდაჭერას საყვედურობს, ის (პროპაგანდისტული მანქანა) თურქეთს აბრალებს ტერორისტების მხარდაჭერას.

ახლა მთავარი - როგორც ვხედავთ, ჩვენ არა მხოლოდ საინტერესო ეპოქაში, არამედ, საინტერესო და ფეთქებადსაშიშ ვითარებაშიც ვცხოვრობთ.

რუსეთი უკვე ცდილობს და მომავალში უფრო ეცდება არსებითი ზეგავლენის მოხდენას არჩევნების შედეგებზე... იმ არჩევნებისა, რომელშიც ამომრჩეველი, ფორმალურად, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ, პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს (და ახერხებს კიდეც) ჩვენივე ამომრჩევლის, ბოდიში და, გამოლაყებას.

ხსენებული - "თურქეთიც მტერია" და "ორივეს ჯანდაბმდე ჰქონია გზა", ამ პროპაგანდის შედეგია.

ამდენად, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი ირიბად, მაგრამ, არსებითად არ ჩაეიოს ჩვენ საარჩევნო პროცესში, ანუ, ზემოქმედება არ მოახდინოს არჩევნებზე (საარჩევნო პროცესზე), პირადად მე ვარ მომხრე, რომ მოვიფიქროთ დემოკრატიული!!! მექანიზმი და შევზღუდოთ ეს რუსული საინფორმაციო არხები.

პ.ს. სიტყვისა და გამოხატვის უფლება/თავისუფლების დამცველებისთვის (თავს უფლებას მივცემ, საკუთარი თავიც მათ რიგებში მივიჩნიო), განვმარტავ, რომ, ცხადია, არ ვგულისხმობ რაიმე ისეთ რეგულაციას, რომლის შედეგადაც შემოგვერღვევა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა/თავისუფლება... უბრალოდ, კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ ის ეგზისტენციური საფრთხე, რომლის წინაშეც უკვე დგას და მომავალში უფრო დადგება სახელმწიფო" - წერს ტაბლიაშვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია