საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა - პაატა ზაქარეიშვილი
აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა - პაატა ზაქარეიშვილი

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქვეყ­ნის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი მო­წყო­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბის დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე სა­თა­ნა­დო დის­კუ­სია უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს და არა ის, რომ "სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი რა­ღა­ცას იტყვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ მიჰ­ყვე­ბა". სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას კი­დევ ერთხელ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი იდეა, სა­ქარ­თვე­ლოს ფე­დე­რა­ცი­უ­ლი მო­წყო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც აფხა­ზეთს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი ექ­ნე­ბა, ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, მისი პი­რა­დი პო­ზი­ცი­აა და ამის თა­ო­ბა­ზე მთავ­რო­ბის შიგ­ნით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ეს არც ინი­ცი­ა­ტი­ვაა და არც შე­თა­ვა­ზე­ბა. ეს არის ჩემი პო­ზი­ცია. მე მგო­ნი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მაა, რომ ასე­თი დის­კუ­სი­ე­ბის­თვის მზად არ არის. მა­გა­ლი­თად თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფრა­ზა თქვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ერთა თვით­გა­მორ­კვე­ვის შე­სა­ხებ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს გა­ა­ტა­რა. საკ­მა­რი­სია ჩა­ი­ფიქ­რო, რომ მი­დი­ხარ, ვთქვათ, ქუ­თა­ის­ში, სი­ტყვა­ზე და უცებ იწყებ ფიქ­რს, რითი მი­დი­ხარ – ურ­მით, "მარ­შუტ­კით", თვითმფრი­ნა­ვით. ანუ, აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბა ყვე­ლას გვინ­და, მაგ­რამ რო­გორ ვიბ­რუ­ნებთ, რა გზით, რა სა­შუ­ა­ლე­ბით – ამა­ზე მსჯე­ლო­ბა არ არის. 2004 წელს ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მოქ­ვეყ­ნდა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცე­ც­ფია ფე­დე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცი­აა, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტის ამ სფე­რო­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი, ეფექ­ტუ­რი ფორ­მა კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სა არის მისი ფე­დე­რა­ლი­ზა­ცი­უ­რი მო­წყო­ბა – ასი­მეტ­რი­ულ რე­გი­ო­ნა­ლიზ­მზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ე.ი. სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბის მი­მართ სხვა­დას­ხვა სტა­ტუ­სი – აფხა­ზე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი უნდა იყოს. მე ამის იქით არ მივ­დი­ვარ. თუ ვინ­მეს უკე­თე­სი აზ­რე­ბი აქვს, ღმერ­თმა­ნი, და­წე­როს. 10 წელი გა­ვი­და, ვინ­მემ რამე შე­მოგ­ვთა­ვა­ზა?! მე ასე ვხე­დავ, თუ სხვა სხვა­ნა­ი­რად ხე­დავს, კე­თი­ლი ინე­ბონ და წარ­მო­ად­გი­ნონ", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ აფხა­ზე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა და ერთ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­მო­ცი­ლე­ბა, რაც ჩვენ გვახ­სოვს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს მსჯე­ლო­ბას იმის შე­სა­ხებ, თუ რა სა­ხით წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია აფხა­ზე­თი და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა იგი ხაზს უს­ვამს, რომ ფე­დე­რა­ცი­უ­ლი მო­წყო­ბა ძა­ლი­ან შო­რე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვაა და დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ამა­ზე არ მსჯე­ლობს.

"მე, რო­გორც მი­ნის­ტრი, ამას ვერ მო­ვეს­წრე­ბი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა დღე­ვან­დე­ლი დღე - ჯან­დაც­ვა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. დღეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამო­ცა­ნა არის არა სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრა, არა­მედ მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, რამე შეც­დო­მა არ და­ვუშ­ვათ და რუ­სეთ­მა ახალ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში არ ჩაგ­ვით­რი­ოს. სულ ასე არ იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო მშვი­დო­ბი­ა­ნად გან­ვი­თარ­დე­ბა, გახ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და მერე და­უდ­გე­ბა სტა­ტუ­სის გან­სა­ზღვრის ამო­ცა­ნა. მა­ნამ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უნდა იყოს მსჯე­ლო­ბა ამ თე­მა­ზე და არა მთავ­რო­ბა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მომ­წი­ფე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ დრო­ის­თვის, როცა დად­გე­ბა სა­კი­თხი _ რო­გო­რი მო­წყო­ბა გვინ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ გვაქვს ერ­თა­დერ­თი გა­მოც­დი­ლე­ბა აფხა­ზეთ­თან ერ­თად სა­ხელ­მწი­ფოს მო­წყო­ბი­სა _ ეს არის საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. რა იყო და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვენ არ გვაქვს. აფხა­ზე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა. ჩვენს თა­ო­ბას არ გვახ­სოვს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ანუ დღე­ვან­დელ ევ­რო­პულ რე­ა­ლო­ბა­ში ეს არ ყო­ფი­ლა. ამი­ტომ, გვინ­და ერ­თია და რო­გორ ვა­პი­რებთ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას, მე­ო­რე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამა­ზე უნდა მსჯე­ლობ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა - პაატა ზაქარეიშვილი

აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა - პაატა ზაქარეიშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხის განხილვა დღევანდელი მთავრობის დღის წესრიგში არ დგას.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარების გზებზე სათანადო დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს და არა ის, რომ "სახელმწიფო მინისტრი რაღაცას იტყვის და საზოგადოება არ მიჰყვება". საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაჟღერებული იდეა, საქართველოს ფედერაციული მოწყობის შესახებ, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება, ზაქარეიშვილის თქმით, მისი პირადი პოზიციაა და ამის თაობაზე მთავრობის შიგნით კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

"ეს არც ინიციატივაა და არც შეთავაზება. ეს არის ჩემი პოზიცია. მე მგონი ქართული საზოგადოების პრობლემაა, რომ ასეთი დისკუსიებისთვის მზად არ არის. მაგალითად თავის დროზე ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა პრემიერ-მინისტრმა ერთა თვითგამორკვევის შესახებ და საზოგადოებამ ეს გაატარა. საკმარისია ჩაიფიქრო, რომ მიდიხარ, ვთქვათ, ქუთაისში, სიტყვაზე და უცებ იწყებ ფიქრს, რითი მიდიხარ – ურმით, "მარშუტკით", თვითმფრინავით. ანუ, აფხაზეთის დაბრუნება ყველას გვინდა, მაგრამ როგორ ვიბრუნებთ, რა გზით, რა საშუალებით – ამაზე მსჯელობა არ არის. 2004 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო კონცეცფია ფედერალიზაციაზე. ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც სპეციალისტის ამ სფეროში, რომ საქართველოში ყველაზე კარგი, ეფექტური ფორმა კონფლიქტების მოგვარებისა არის მისი ფედერალიზაციური მოწყობა – ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე დაფუძნებული, ე.ი. სხვადასხვა რეგიონების მიმართ სხვადასხვა სტატუსი – აფხაზების მიმართ განსაკუთრებული სტატუსი უნდა იყოს. მე ამის იქით არ მივდივარ. თუ ვინმეს უკეთესი აზრები აქვს, ღმერთმანი, დაწეროს. 10 წელი გავიდა, ვინმემ რამე შემოგვთავაზა?! მე ასე ვხედავ, თუ სხვა სხვანაირად ხედავს, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია. აქედან გამომდინარე, პაატა ზაქარეიშვილი აუცილებლად მიიჩნევს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა სახით წარმოგვიდგენია აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს შემადგენლობაში. თუმცა იგი ხაზს უსვამს, რომ ფედერაციული მოწყობა ძალიან შორეული პერსპექტივაა და დღევანდელი მთავრობა ამაზე არ მსჯელობს.

"მე, როგორც მინისტრი, ამას ვერ მოვესწრები. ჩვენი ამოცანაა დღევანდელი დღე - ჯანდაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა კონფლიქტის ზონაში, რუსეთთან ურთიერთობები. დღეს ჩვენი ხელისუფლების ამოცანა არის არა სტატუსის განსაზღვრა, არამედ მთავარი ამოცანაა, რამე შეცდომა არ დავუშვათ და რუსეთმა ახალ პროვოკაციაში არ ჩაგვითრიოს. სულ ასე არ იქნება. საქართველო მშვიდობიანად განვითარდება, გახდება ევროპული სახელმწიფო და მერე დაუდგება სტატუსის განსაზღვრის ამოცანა. მანამდე საზოგადოებაში უნდა იყოს მსჯელობა ამ თემაზე და არა მთავრობაში. საზოგადოება მომწიფებული უნდა იყოს იმ დროისთვის, როცა დადგება საკითხი _ როგორი მოწყობა გვინდა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."