გუშინ, "ქართული ოცნების" დეპუტატის რიმა ბერაძის მიერ გაკეთებული განცხადება სოციალური ქსელებში დიდი გარჩევის საგნად იქცა. შეგახსენებთ, ბერაძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია, რადგან მასში აუცილებელი კალორიულობა შედის და დაცულია.
წარმოგიდგენთ დეპუტატის ბიოგრაფიას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული:
- დაბადების თარიღი: 28/10/1955.
- საგანმანათლებლო დაწესებულება: საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი;
- ბაქოს უმაღლესი პოლიტოლოგიის სკოლა; საქართველოს ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.
- კვალიფიკაცია: ეკონომისტ–ორგანიზატორი.
- სპეციალობა: ეკონომისტი. პოლიტოლოგი.
- საარჩევნო ფორმა: ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი.
- საარჩევნო ბლოკი: კოალიცია "ქართული ოცნება“.
- ფრაქცია: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის".
სამუშაო/პოზიცია
- 2012 – დან დღემდე - მპგ "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“–ს ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
- 2005/2007 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო დეპარტამენტიის ინსპექციის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი.
- 1996/2005 - საქართველოს პრეზიდენტის აპარატის დსთ–ს და "მშვიდობიანი კავკასიის“ განყოფილების უფროსი.
- 1992/1995 - ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის ქალაქის მერის პირველი მოადგილე.
- 1985/1992 -ქ. ოზურგეთის კპ რაიკომის მდივანი.
- 1984/1985 - მშენებარე პანსიონატ "მთის ბროლი“–ს დირექტორი.
- 1977/1985 -ს/მ სამთოქიმია ოზურგეთის მადანთა სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე.
- 1977/1984 - ოზურგეთის მაღაროთა სამმართველო, კადრების განყოფილების გამგე.
აქტივობა:
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრი. ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
იხილეთ ასევე|რას ითვალისწინებს 1,18 ლარიანი მენიუ - რიმა ბერაძე კრიტიკოსებს "ფეისბუქზე" პასუხობს
იხილეთ ვიდეო