სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ვერ თანხმდებიან ნატო-ს წევრები საქართველოსთან დაკავშირებით
რაზე ვერ თანხმდებიან ნატო-ს წევრები საქართველოსთან დაკავშირებით

"ნატო-ს წევ­რე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან, თუ რა მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს, გა­წევ­რი­ა­ნე­ბის იმედ­ზე სა­პა­სუ­ხოდ" - სტა­ტი­ას ამ სა­თა­უ­რით სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტე­რი" აქ­ვეყ­ნებს.

"დიპ­ლო­მა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ნატო-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბი გა­იყ­ვნენ სა­კი­თხზე, თუ რა მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბის შე­ყოვ­ნე­ბულ გა­ნა­ცხად­ზე. ზო­გი­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას არ­გუ­მენ­ტად მოჰ­ყავს, რომ რუ­სეთ­თან კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, ალი­ან­სი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის დაც­ვას ვერ შეძ­ლებს.

2008 წლის აპ­რი­ლის სა­მიტ­ზე, ნატო სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბას შეჰ­პირ­და, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი ვადა არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. ეს გა­და­ი­ზარ­და მოს­კოვ­თან და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში, რომ­ლის კულ­მი­ნა­ცი­აც ოთხი თვის შემ­დეგ, ომი და რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის მხრი­დან ე.წ.სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცია გახ­და.

მას შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვამ მე­ო­რე პლან­ზე გა­და­ი­წია. თუმ­ცა, ეს სა­კი­თხი კვლავ დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში სამ­შა­ბათს, როცა ნატო-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი გა­და­წყვე­ტენ, და­ი­წყოს თუ არა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მონ­ტე­ნეგ­როს ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ამ შეხ­ვედ­რა­ზე თბი­ლი­სის მის­წრა­ფე­ბებ­ზე ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა.

ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბას აშშ რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­კუ­თა­რი სტრა­ტე­გი­ის საკ­ვან­ძო სა­კი­თხად მი­იჩ­ნევს. თუმ­ცა ახლა, როცა ნატო-ს წევ­რებს რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბა სი­რი­ა­ში "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" და­სა­მარ­ცხებ­ლად და უკ­რა­ი­ნა­ში კრი­ზი­სის მო­საგ­ვა­რებ­ლად სჭირ­დე­ბათ, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ემ­ხრო­ბა ფრთხილ მიდ­გო­მას გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხში, რო­მელ­საც რუ­სე­თი სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის პირ­და­პირ საფრ­თხედ მი­იჩ­ნევს.

"ზო­გი­ერ­თი წევ­რი ღე­ლავს, რომ მონ­ტე­ნეგ­როს მიწ­ვე­ვა შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არას­წო­რი სიგ­ნა­ლი გახ­დეს", - ამ­ბობს ნატო-ს ანო­ნი­მუ­რი დიპ­ლო­მა­ტი.

საფ­რან­გე­თი ში­შობს, რომ მონ­ტე­ნეგ­როს­თვის მიწ­ვე­ვის გაგ­ზავ­ნა გა­მო­იწ­ვევს მო­ლო­დი­ნის ზრდას სა­ქარ­თვე­ლო­შიც. გერ­მა­ნია, რო­მე­ლიც მონ­ტე­ნეგ­როს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას მხარს უჭერს, სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბის კვლავ წი­ნა­აღ­მდე­გია, რო­გორც ეს 2008 წელს იყო. სხვა ქვეყ­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად და­ნია და ბელ­გია, ამ სა­კი­თხზე კონ­სენ­სუსს ელო­დე­ბი­ან.

ნატო-ს შექ­მნის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ალი­ან­სის ერთ წევ­რზე თავ­დას­ხმა გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც თავ­დას­ხმა მთელ ალი­ანსზე, რაც, ნატო-ს ნე­ბის­მი­ერ წევრ სა­ხე­ელ­მწი­ფოს დაც­ვის გა­რან­ტი­ას აძ­ლევს.

თუმ­ცა, რუ­სე­თის მიერ ყი­რიმ­სა და შავ ზღვა­ში ჰაერ და რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის გან­ლა­გე­ბა უფრო რთულს ხდის სა­ქარ­თვე­ლოს დაც­ვას ხმელ­თა­შუა ზღვი­დან ან ნატო-ს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო თურ­ქე­თი­დან. ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­რო გახ­დე­ბა და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის გა­დას­რო­ლა.

გარ­და ამი­სა, ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია, მოგ­ვა­რე­ბუ­ლი აქვს თუ არა ქვე­ყა­ნას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ვე­ბი, რაც აშ­კა­რა დაბ­რკო­ლე­ბაა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ისე უკ­რა­ი­ნის­თვის მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა 2014 წელს ყი­რი­მის ანექ­სია მო­ახ­დი­ნა.

სხვა ქვეყ­ნე­ბი, კერ­ძოდ, აშშ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო ალი­ან­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რი და ავ­ღა­ნეთ­ში მთა­ვა­რი კონ­ტრი­ბუ­ტო­რია და სურს, რომ ეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას.

"მათ არ სურთ, რომ ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­იქ­მნას, თი­თოს სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი ჰა­ერ­შია ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ნატო-ს დიპ­ლო­მა­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მელ­საც უკვე აქვს ნატო-სთან ერ­თობ­ლი­ვი საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრი, სურს, რომ ნატო-მ მას MAP-ი მი­ა­ნი­ჭოს, რათა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე მის­ცეს ქვეყ­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზას.

რო­გორც ალი­ან­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი მონ­ტე­ნეგ­როს სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას მო­მა­ვალ კვი­რას ელო­დე­ბა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ წელს სა­ქარ­თვე­ლომ, რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს მი­აღ­წია.

"სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი წა­რად­გე­ნენ გარ­კვე­ულ ინ­სტრუქ­ცი­ებს სა­მო­მავ­ლო მუ­შა­ო­ბა­ზე ჩვენს სხვა ას­პი­რანტ ქვეყ­ნებ­თან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თან", - ამ­ბობს ნატო-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რო­მელ­საც "რო­ი­ტე­რის" თბი­ლი­სის ბი­უ­რო და­უ­კავ­შირ­და, გა­ნა­ცხა­და, რომ ამ შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არა აქვს", - წერს "რო­ი­ტე­რი".

სა­ა­გენ­ტო აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ მო­მა­ვალ კვი­რას ნატო-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი წევ­რო­ბის სა­კი­თხზე მონ­ტე­ნეგ­როს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას მწვა­ნე შუქს აუნ­თე­ბენ, ეს იქ­ნე­ბა ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 2009 წლის შემ­დეგ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რაზე ვერ თანხმდებიან ნატო-ს წევრები საქართველოსთან დაკავშირებით

რაზე ვერ თანხმდებიან ნატო-ს წევრები საქართველოსთან დაკავშირებით

"ნატო-ს წევრები ვერ თანხმდებიან, თუ რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს, გაწევრიანების იმედზე საპასუხოდ" - სტატიას ამ სათაურით სააგენტო "როიტერი" აქვეყნებს.

"დიპლომატები აცხადებენ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გაიყვნენ საკითხზე, თუ რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს წევრობის შეყოვნებულ განაცხადზე. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას არგუმენტად მოჰყავს, რომ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ალიანსი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის დაცვას ვერ შეძლებს.

2008 წლის აპრილის სამიტზე, ნატო საქართველოს წევრობას შეჰპირდა, თუმცა კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია. ეს გადაიზარდა მოსკოვთან დაძაბულობაში, რომლის კულმინაციაც ოთხი თვის შემდეგ, ომი და რუსული ჯარების მხრიდან ე.წ.სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია გახდა.

მას შემდეგ, საქართველოს გაწევრიანების საკითხის განხილვამ მეორე პლანზე გადაიწია. თუმცა, ეს საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში სამშაბათს, როცა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე. როგორც მოსალოდნელია, ამ შეხვედრაზე თბილისის მისწრაფებებზე ახალი განცხადება გაკეთდება.

ნატო-ს გაფართოებას აშშ რუსეთთან მიმართებაში საკუთარი სტრატეგიის საკვანძო საკითხად მიიჩნევს. თუმცა ახლა, როცა ნატო-ს წევრებს რუსეთის დახმარება სირიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" დასამარცხებლად და უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად სჭირდებათ, ზოგიერთი მათგანი ემხრობა ფრთხილ მიდგომას გაფართოების საკითხში, რომელსაც რუსეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.

"ზოგიერთი წევრი ღელავს, რომ მონტენეგროს მიწვევა შესაძლოა, საქართველოსთვის არასწორი სიგნალი გახდეს", - ამბობს ნატო-ს ანონიმური დიპლომატი.

საფრანგეთი შიშობს, რომ მონტენეგროსთვის მიწვევის გაგზავნა გამოიწვევს მოლოდინის ზრდას საქართველოშიც. გერმანია, რომელიც მონტენეგროს გაწევრიანებას მხარს უჭერს, საქართველოს წევრობის კვლავ წინააღმდეგია, როგორც ეს 2008 წელს იყო. სხვა ქვეყნები, მაგალითად დანია და ბელგია, ამ საკითხზე კონსენსუსს ელოდებიან.

ნატო-ს შექმნის შესახებ შეთანხმების მიხედვით, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა მთელ ალიანსზე, რაც, ნატო-ს ნებისმიერ წევრ სახეელმწიფოს დაცვის გარანტიას აძლევს.

თუმცა, რუსეთის მიერ ყირიმსა და შავ ზღვაში ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება უფრო რთულს ხდის საქართველოს დაცვას ხმელთაშუა ზღვიდან ან ნატო-ს წევრი სახელმწიფო თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქმედებების შემთხვევაში, საჭირო გახდება დასავლეთ ევროპიდან სახმელეთო ჯარების გადასროლა.

გარდა ამისა, ნატო-ში გაწევრიანების შეთავაზება დამოკიდებულია, მოგვარებული აქვს თუ არა ქვეყანას ტერიტორიული დავები, რაც აშკარა დაბრკოლებაა როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა.

სხვა ქვეყნები, კერძოდ, აშშ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი და ავღანეთში მთავარი კონტრიბუტორია და სურს, რომ ეს გათვალისწინებული იყოს საქართველოს წევრობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

"მათ არ სურთ, რომ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითოს საქართველოს გაწევრიანების საკითხი ჰაერშია ჩამოკიდებული", - ამბობს ნატო-ს დიპლომატი.

საქართველოს, რომელსაც უკვე აქვს ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სურს, რომ ნატო-მ მას MAP-ი მიანიჭოს, რათა ოფიციალური სახე მისცეს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზას.

როგორც ალიანსის წარმომადგენელი ამბობს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მონტენეგროს საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას მომავალ კვირას ელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველომ, რეფორმების გატარების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

"საგარეო საქმეთა მინისტრები წარადგენენ გარკვეულ ინსტრუქციებს სამომავლო მუშაობაზე ჩვენს სხვა ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან", - ამბობს ნატო-ს წარმომადგენელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც "როიტერის" თბილისის ბიურო დაუკავშირდა, განაცხადა, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი არა აქვს", - წერს "როიტერი".

სააგენტო აღნიშნავს, რომ თუ მომავალ კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები წევრობის საკითხზე მონტენეგროსთან მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქს აუნთებენ, ეს იქნება ნატო-ს გაფართოების პირველი შემთხვევა 2009 წლის შემდეგ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."