ამერიკელმა მომღერალმა მაილი საირუსმა ახალ პროვოკაციულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ცნობილმა ფოტოგრაფმა ტერი რიჩარდსონმა ტრანსგენდერულ თემებზე ორიენტირებულ ჟურნალ ”ქენდისთვის” გადაიღო ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ამჯერად ეპატაჟური საირუსი პოლიციელის როლში პოზირებს და აცხადებს: ”ჩემი ვაგინა - ჩემი არჩევანი”.