პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება - ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის შესახებ
კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება - ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის შესახებ

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე ირაკ­ლი შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რას იწო­ნებს. რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, მთა­ვა­რი ამ პრო­ცეს­ში ის არის, რომ ირაკ­ლი შო­თა­ძე არ­ჩე­უ­ლია და მას 6 წელი ვე­რა­ვინ შე­ე­ხე­ბა, თუ თვი­თონ­ვე არ და­არ­ღვია კა­ნო­ნი.

"რა თქმა უნდა, უნი­კა­ლუ­რი და უმ­წიკ­ვლო ვე­რა­ვინ იქ­ნე­ბა. მე ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი კან­დი­და­ტუ­რა იყო ბა­ტო­ნი შო­თა­ძის სა­ხით. მთა­ვა­რი არ არის აქ პი­როვ­ნე­ბა. მთა­ვა­რია ის, რომ ჩვენ რე­ფორ­მებს ვა­ტა­რებთ. მთა­ვა­რი არ არის ისიც, რა­საც ძა­ლი­ან აკ­რი­ტი­კებ­დნენ - რო­გო­რი წე­სით აირ­ჩია პრო­კუ­რო­რი, თუმ­ცა ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. აკ­რი­ტი­კებ­დნენ იმა­საც, რომ ასე­თი წე­სით არ უნდა არ­ჩე­უ­ლი­ყო. ამ პრო­ცეს­ში მთა­ვა­რია ის, რომ ის კაცი არ­ჩე­უ­ლია და 6 წელი მას ვე­რა­ვინ შე­ე­ხე­ბა, თუ რა თქმა უნდა, მან თი­თონ­ვე არ და­არ­ღვია კა­ნო­ნი. ეს იყო მთა­ვა­რი ამ პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რი პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბა.

"მე ვფიქ­რობ, რომ პრო­ცე­სე­ბი სა­ერ­თოდ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­დის და მათ რი­ცხვში, რაც მოხ­და, არის ძა­ლი­ან სწო­რი, მი­ზა­მი­მარ­თუ­ლი და სწო­რი გზა ევ­რო­პის­კენ სწო­რედ ეს გახ­ლავთ", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა გუ­შინ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე ირაკ­ლი შო­თა­ძე და­ამ­ტკი­ცა. ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რი­სას შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რას 82 დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, ხმა მის წი­ნა­აღ­მდეგ 15-მა მის­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება - ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის შესახებ

კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება - ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის შესახებ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იწონებს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მთავარი ამ პროცესში ის არის, რომ ირაკლი შოთაძე არჩეულია და მას 6 წელი ვერავინ შეეხება, თუ თვითონვე არ დაარღვია კანონი.

"რა თქმა უნდა, უნიკალური და უმწიკვლო ვერავინ იქნება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კანდიდატურა იყო ბატონი შოთაძის სახით. მთავარი არ არის აქ პიროვნება. მთავარია ის, რომ ჩვენ რეფორმებს ვატარებთ. მთავარი არ არის ისიც, რასაც ძალიან აკრიტიკებდნენ - როგორი წესით აირჩია პროკურორი, თუმცა ამას მნიშვნელობა აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს. აკრიტიკებდნენ იმასაც, რომ ასეთი წესით არ უნდა არჩეულიყო. ამ პროცესში მთავარია ის, რომ ის კაცი არჩეულია და 6 წელი მას ვერავინ შეეხება, თუ რა თქმა უნდა, მან თითონვე არ დაარღვია კანონი. ეს იყო მთავარი ამ პროცესში", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში სწორი პროცესები ვითარდება.

"მე ვფიქრობ, რომ პროცესები საერთოდ, რაც საქართველოში მიდის და მათ რიცხვში, რაც მოხდა, არის ძალიან სწორი, მიზამიმართული და სწორი გზა ევროპისკენ სწორედ ეს გახლავთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."