საგარეო საქმეთა მინისტრის მილიონერი მოადგილის ქონება და შემოსავლები

საგარეო საქმეთა მინისტრის მილიონერი მოადგილის ქონება და შემოსავლები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ ქონებრივი დელარაცია 24 ნოემბერს შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ოჯახის საკუთრებაშია 3 ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 5 მიწის ნაკვეთი, ორი არასაცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი.

ხათუნა თოთლაძე თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე, 120.00 კვ.მ ფართობისა და ნაფარეულის ქუჩაზე მდებარე 110.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს ფლობს. მისი მეუღლე დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე კი, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 151.00 კვ.მ-ის ფართობის ბინის მფლობელია.

გარდა ამისა, ხათუნა თოთლაძე ასევე ფლობს, თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 120.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. ავთანდილ ცქვიტინიძის საკუთრებაში კი, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე 640.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართია.

დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა თოთლაძე ფლობს 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა Mersedes-ს.

ფინანსები

ხათუნა თოთლაძეს საბანკო ანგარიშებზე 52682 ლარი, 873 843.47 დოლარი და 401.54 ევრო ჰქონდა. მისი მეუღლის ავთანდილ ცქვიტინიძის საბანკო ანგარიშებზე კი - 23 ლარი და 5000 ევრო იყო. გარდა ამისა, ცქვიტინიძის ანაბარზე დეკლარაციის შევსებისას, 31200.81 ლარი ირიცხებოდა, ხოლო ნაღდი ფულის სახით - 8500.00 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ხათუნა თოთლაძის ანაბრებს, საერთო ჯამში ორ ანაბარზე "თი ბი სი" ბანკში მას 2 მილიონი დოლარი აქვს. შვილს, ანასტასია ცქვიტინიძეს კი, ამავე ბანკის ანაბარზე 1 მილიონი დოლარი ერიცხება.

დეკლარაციის შევსებისას, ხათუნა თოთლაძეს ნაღდი ფულის სახით 10000.00 ევრო, გარდა ამისა, "თი-ბი-სი" ბანკის 100 ცალი ობლიგაცია აქვს, რომელთა ღირებულებაც 10000.00 დოლარია.

საჩუქრები

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ხათუნა თოთლაძემ ბებიისგან საჩუქრად 1000000.00 დოლარი მიიღო; მშობლებმა კი, 3 500000.00 დოლარი აჩუქეს.

დეკლარაციის გასავლის გრაფაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ხათუნა თოთლაძეს მოგზაურობა 10000.00 ევრო დაუჯდა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”