საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოტანიკურ ბაღში არქეოლოგებმა შესაძლოა დადიანების სასახლის ნანგრევებს მიაკვლიონ
ბოტანიკურ ბაღში არქეოლოგებმა შესაძლოა დადიანების სასახლის ნანგრევებს მიაკვლიონ

ზუგ­დი­დის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა და­ი­წყო. გა­თხრე­ბის შე­დე­გად უნდა დად­გინ­დეს, არის თუ არა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჯერ კი­დევ შე­უს­წავ­ლე­ლი და უც­ნო­ბი ნა­გე­ბო­ბე­ბი, რათა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­ღის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სას არ მოხ­დეს მისი და­ზი­ა­ნე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ფი­ნან­სე­ბით, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გა­თხრებს არ­ქე­ო­ლო­გი რე­ვაზ პა­პუ­აშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ამ ეტაპ­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ბა­ღის მარ­ცხე­ნა ფლანგზე არ­სე­ბუ­ლი ნან­გრე­ვე­ბის შეს­წავ­ლით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ჯვა­რე­დი­ნა სა­სახ­ლე აღ­მოჩ­ნდეს.

"გა­თხრი­სას ნელ-ნელა იკ­ვე­თე­ბა რა­ღაც კონ­ტუ­რე­ბი, იკ­ვე­თე­ბა სვე­ტის ძი­რე­ბი, იკ­ვე­თე­ბა ია­ტა­კი. ამ შე­ნო­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და აგე­ბის დრო ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით. იყო წი­ნას­წარ ვა­რა­უ­დი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ის ჯვა­რე­დი­ნა სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც იხ­სე­ნი­ე­ბა მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, სა­დაც და­დი­ა­ნებს სტუმ­რად მი­უ­ღი­ათ მარი ბრო­სედა აღ­დგო­მას ღამე აქ გა­უ­თე­ნე­ბი­ათ. შე­მორ­ჩე­ნი­ლია ამ ჯვა­რე­დი­ნა სა­სახ­ლის ნა­ხა­ტი, მაგ­რამ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს შე­ნო­ბის ნან­გრე­ვე­ბი იმას, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით", - გა­ნა­ცხა­და რე­ვაზ პა­პუ­აშ­ვილ­მა.

გა­თხრე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია ექ­ვსი სპე­ცი­ა­ლის­ტი და შვი­დი დამ­ხმა­რე მუშა. არ­ქე­ო­ლო­გის გან­მარ­ტე­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ერთი თვე უნდა გაგ­რძელ­დეს, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ უფრო დიდი მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღოს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა სა­ხის ნან­გრე­ვე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ბოტანიკურ ბაღში არქეოლოგებმა შესაძლოა დადიანების სასახლის ნანგრევებს მიაკვლიონ

ბოტანიკურ ბაღში არქეოლოგებმა შესაძლოა დადიანების სასახლის ნანგრევებს მიაკვლიონ

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო. გათხრების შედეგად უნდა დადგინდეს, არის თუ არა ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შეუსწავლელი და უცნობი ნაგებობები, რათა მოგვიანებით ბაღის რეკონსტრუქციისას არ მოხდეს მისი დაზიანება. სამუშაოები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. გათხრებს არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე სპეციალისტები ბაღის მარცხენა ფლანგზე არსებული ნანგრევების შესწავლით არიან დაკავებული, რომელიც შესაძლოა ჯვარედინა სასახლე აღმოჩნდეს.

"გათხრისას ნელ-ნელა იკვეთება რაღაც კონტურები, იკვეთება სვეტის ძირები, იკვეთება იატაკი. ამ შენობის დანიშნულება და აგების დრო ჯერჯერობით არ ვიცით. იყო წინასწარ ვარაუდი, რომ ეს შეიძლება იყოს ის ჯვარედინა სასახლე, რომელიც იხსენიება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, სადაც დადიანებს სტუმრად მიუღიათ მარი ბროსე და აღდგომას ღამე აქ გაუთენებიათ. შემორჩენილია ამ ჯვარედინა სასახლის ნახატი, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს შენობის ნანგრევები იმას, ჯერჯერობით არ ვიცით", - განაცხადა რევაზ პაპუაშვილმა.

გათხრების პროცესში ჩართულია ექვსი სპეციალისტი და შვიდი დამხმარე მუშა. არქეოლოგის განმარტებით, სამუშაოები ერთი თვე უნდა გაგრძელდეს, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ნანგრევები გამოჩნდება ბაღის ტერიტორიაზე.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა