სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟირინოვსკი თურქეთში ატომური ბომბის ჩაგდების ინიციატივით გამოვიდა
ჟირინოვსკი თურქეთში ატომური ბომბის ჩაგდების ინიციატივით გამოვიდა

რუ­სე­თის ლი­ბე­რალ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკიმ სა­პარ­ლა­მენ­ტო სხდო­მა­ზე წა­მო­ა­ყე­ნა ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ თურ­ქე­თი რე­აქ­ტი­ულ-ბირ­თვუ­ლი დარ­ტყმით გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ.

"სტამ­ბუ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია: საკ­მა­რი­სია ერთი ატო­მუ­რი ბომ­ბი და მთე­ლი ქა­ლა­ქი გაქ­რე­ბა. ცხრა მი­ლი­ო­ნი კაცი აღარ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ტი­კოს­მა.

ლი­ბე­რალ დე­მოკ­რა­ტე­ბის ლი­დე­რის აზ­რით, თურ­ქე­თის მო­კავ­ში­რე­ე­ბი სამ­ხრე­თატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ ჩა­ე­რე­ვი­ან, რად­გან არ მო­უნ­დე­ბათ "ბირ­თვულ ხან­ძარ­ში სიკ­ვდი­ლი". აგ­რეთ­ვე ჟი­რი­ნოვ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ახლა თურ­ქე­თი, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­ცო­ფე­ბულ­ნი არი­ან.

"მათ არ იცი­ან, რა მოხ­დე­ბა. მე მათ ად­გი­ლას ძა­ლი­ან შე­მე­შინ­დე­ბო­და თურ­ქეთ­ზე და­მან­გრე­ვე­ლი დარ­ტყმის. პრე­ზი­დენ­ტის ერთი სუ­ლე­ლუ­რი ქმე­დე­ბა და ქვე­ყა­ნა შე­იძ­ლე­ბა პლა­ნე­ტი­დან გაქ­რეს", - გა­ნა­ცხა­და ჟი­რი­ნოვ­სკიმ.

ძვე­ლი მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თურ­ქეთ­სა და რუ­სეთს შო­რის თით­ქმის მთლი­ა­ნად გაქ­რა მას შემ­დეგ, რაც თურ­ქე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის გამო თურ­ქებ­მა რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია gazeta.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ჟირინოვსკი თურქეთში ატომური ბომბის ჩაგდების ინიციატივით გამოვიდა

ჟირინოვსკი თურქეთში ატომური ბომბის ჩაგდების ინიციატივით გამოვიდა

რუსეთის ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ საპარლამენტო სხდომაზე წამოაყენა ინიციატივა, რომ თურქეთი რეაქტიულ-ბირთვული დარტყმით გაენადგურებინათ.

”სტამბულის განადგურება ძალიან ადვილია: საკმარისია ერთი ატომური ბომბი და მთელი ქალაქი გაქრება. ცხრა მილიონი კაცი აღარ იქნება”, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ლიბერალ დემოკრატების ლიდერის აზრით, თურქეთის მოკავშირეები სამხრეთატლანტიკურ ალიანსში სიტუაციაში არ ჩაერევიან, რადგან არ მოუნდებათ ”ბირთვულ ხანძარში სიკვდილი”. აგრეთვე ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ ახლა თურქეთი, მათ შორის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გაცოფებულნი არიან.

”მათ არ იციან, რა მოხდება. მე მათ ადგილას ძალიან შემეშინდებოდა თურქეთზე დამანგრეველი დარტყმის. პრეზიდენტის ერთი სულელური ქმედება და ქვეყანა შეიძლება პლანეტიდან გაქრეს”, - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

ძველი მეგობრული ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს შორის თითქმის მთლიანად გაქრა მას შემდეგ, რაც თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო თურქებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.