პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახმაურებული საქმეები და სკანდალური ბრალდებები, რომლებიც ირაკლი შოთაძეს უკავშირდებოდა
გახმაურებული საქმეები და სკანდალური ბრალდებები, რომლებიც ირაკლი შოთაძეს უკავშირდებოდა

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე ირაკ­ლი შო­თა­ძე და­ამ­ტკი­ცა. ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რი­სას შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რას 82-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, ხმა მის წი­ნა­აღ­მდეგ 15-მა მის­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კან­დი­და­ტო­ბა­ზე ირაკ­ლი შო­თა­ძის გვა­რი ჯერ კი­დევ გა­სულ წელს გაჟ­ღერ­და, რო­დე­საც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფირ­ცხა­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ერთ-ერთ შე­საძ­ლო კან­დი­და­ტად შო­თა­ძის და­სა­ხე­ლე­ბას კი დიდი ხმა­უ­რიც მოჰ­ყვა. უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნი­სა და ნიკა ჩე­მი­ას ად­ვო­კა­ტე­ბი იმ დროს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ ირაკ­ლი შო­თა­ძეს ბრალ­დე­ბებს უყე­ნებ­დნენ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ მის და­სა­ხე­ლე­ბას. მათი მტკი­ცე­ბით, იგი გვი­ჩი­ა­ნის საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა სწო­რედ მან მო­ი­თხო­ვა. ამ სა­კი­თხზე პრე­მი­ერ­მაც ისა­უბ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და გან­მარ­ტა, რომ შეხ­ვდა ირაკ­ლი შო­თა­ძეს. "ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ საქ­მის გან­ხილ­ვი­სას ის რი­გი­თი სტა­ჟი­ო­რი იყო და ამ საქ­მე­ზე არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ უნდა და­ე­კის­როს, ეს ირაკ­ლი შო­თა­ძემ თა­ვად მი­თხრა", - თქვა პრე­მი­ერ­მა.

გი­ორ­გი გვი­ჩი­ა­ნის ად­ვო­კა­ტე­ბის ბრალ­დე­ბებს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც უპა­სუ­ხა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ირაკ­ლი შო­თა­ძის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"მას შემ­დეგ, რაც ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გა­დად­გა და პრო­კუ­რა­ტუ­რის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ე­ვა­ლა ბა­ტონ ირაკ­ლი შო­თა­ძეს, მას­ზე სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით არა­ერ­თი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რი­თაც გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლო­ბენ. ამის მა­გა­ლი­თია გია გვი­ჩი­ა­ნის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი. გან­ვმარ­ტავთ, რომ ირაკ­ლი შო­თა­ძე გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სტა­ჟი­ო­რად და­ი­ნიშ­ნა 2006 წლის აპ­რილ­ში და აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში გან­ხილ­ვი­სას ჩა­ერ­თო, რო­დე­საც ამა­ვე წლის აგ­ვის­ტოს თვე­ში დად­გა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. ამ დროს ირაკ­ლი შო­თა­ძე იყო გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სტა­ჟი­ო­რი.

მას 2007 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ამა­ვე საქ­მის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა­ში. ამ დრო­ის­თვის ის უკვე მუ­შა­ობ­და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში პრო­კუ­რო­რად. იმა­ზე მი­თი­თე­ბა, რომ ირაკ­ლი შო­თა­ძემ რამე დას­კვნა და­მა­ლა და საქ­მე­ში არ ჩადო, არის სრუ­ლი აბ­სურ­დი და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას, ვი­ნა­ი­დან მას წი­ნას­წარ გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ ჰქო­ნია არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა და საქ­მე­ზე არ ახორ­ცი­ე­ლებ­და საპ­რო­კუ­რო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. ასე­ვე, ის გან­ცხა­დე­ბა, რომ ირაკ­ლი შო­თა­ძე თურ­მე ახ­დენს ზე­წო­ლას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ზე, სრუ­ლი აბ­სურ­დია", - ნათ­ქვა­მი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა ამ ფაქტს ისევ გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ ად­ვო­კა­ტე­ბი და სამ­ხი­ლე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. მათი მტკი­ცე­ბით, სწო­რედ შო­თა­ძე აწერს ხელს გვი­ჩი­ა­ნის ბრალ­დე­ბას. ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ ირაკ­ლი შო­თა­ძე პრე­მი­ე­რის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"შო­თა­ძე ტყუ­ის, ჩვენ ხელთ გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ის გვი­ჩი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­მდე­ბე­ლი პრო­კუ­რო­რი იყო. ჩვენ ხელთ გვაქვს საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა, სა­დაც შო­თა­ძე ითხოვს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას. გარ­და ამი­სა, გვაქვს ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც ის აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს პრო­ცეს­ში. არის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ თით­ქოს გვი­ჩი­ა­ნის ად­ვო­კა­ტე­ბი აბ­სურ­დულ ვერ­სი­ას ვა­ვი­თა­რებ­დით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ 2006-2007 წლებ­ში ვი­თხოვ­დით დნმ-ის ანა­ლი­ზის პა­სუხს. თა­ვის სი­ტყვა­ში შო­თა­ძე დნმ-ის ანა­ლიზ­ზე მსჯე­ლობს და ამ­ბობს, ბრალ­დე­ბის მხა­რეს არა­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცია არ გა­აჩ­ნია და­მა­ლოს დნმ-ის ანა­ლი­ზიო, თუმ­ცა ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ის და­მა­ლუ­ლი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს და ეს შემ­დგომ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. დღეს იმ­დე­ნად დიდი სურ­ვი­ლი აქვს, რომ გახ­დეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, გა­ბე­და და პრე­მი­ე­რი ურ­ცხვად მო­ა­ტყუა, უთხრა, რომ იმ დროს რი­გი­თი სტა­ჟი­ო­რი იყო და რო­გორც სხვა პრო­ცე­სებ­ზე, ასე­ვე გვი­ჩი­ა­ნის პრო­ცეს­საც მხო­ლოდ ერთხელ და­ეს­წრო. ეს სიც­რუ­ეა. ვა­ცხა­დებ, შო­თა­ძე ბრალ­მდე­ბე­ლი პრო­კუ­რო­რი იყო. გარ­და ამი­სა, ის არის ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რო­რი და ვე­რა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა ვერ ექ­ნე­ბა იმას, რომ დღეს აწი­ნა­უ­რე­ბენ ისეთ პი­რებს, რომ­ლე­ბიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ადა­მი­ა­ნე­ბის და­ტე­რო­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ", - ამ­ბობ­და ჭკა­დუა.

კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, რომ­ლი­თაც ირაკ­ლი შო­თა­ძე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო, ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის საქ­მეა. იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას იმ დროს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მუდ­მი­ვად თვალს ადევ­ნებ­და და მე­დი­ას­თან ამ რე­ზო­ნან­სულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბებ­საც სწო­რედ ის აკე­თებ­და. ირაკ­ლი შო­თა­ძე ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც სო­ფელ ყა­რი­ფა­ლა­ში იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­მოჩ­ნდა. შო­თა­ძემ გა­იხ­სე­ნა, რომ მან იური ვა­ზა­გაშ­ვილს პი­რო­ბა მის­ცა, რომ მისი შვი­ლის საქ­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ძი­ებ­და და მათ კა­ნო­ნის სრუ­ლი ძა­ლით დას­ჯი­და. ვი­ნა­ი­დან ირაკ­ლი შო­თა­ძეს იური ვა­ზა­გაშ­ვილ­თან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, იმ დროს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლემ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ემო­ცი­ე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა და ატირ­და.

ირაკ­ლი შო­თა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში კა­რი­ე­რა 2006 წლის მარ­ტი­დან და­ი­წყო. 2010 წლის სექ­ტემ­ბრის თვე­ში მან კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში გა­ნაგ­რძო და 2013 წლის 21 ნო­ემ­ბრამ­დე სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ შო­თა­ძეს სრუ­ლი ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ძი­რი­თა­დად ყუ­რა­დღე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შო­თა­ძის მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად დამ­ტკი­ცე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ში რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი იც­ვლე­ბა და, წინა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად, შო­თა­ძეც პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ირაკ­ლი შო­თა­ძეს დღეს პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ფორ­მატ­ში არ უსა­უბ­რია და არც კი­თხვე­ბის­თვის გა­უ­ცია პა­სუ­ხი. მთავ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის, შალ­ვა თა­დუ­მა­ძის მიერ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, პო­ზი­ცი­ე­ბი მხო­ლოდ დე­პუ­ტა­ტებ­მა გა­მო­ხა­ტეს, რის შემ­დე­გაც კენ­ჭისყრა ჩა­ტარ­და.

ახალ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა და თა­ნამ­დე­ბო­ბა 6-წლი­ა­ნი ვა­დით და­ი­კა­ვა.

მეტი დე­ტა­ლი ირაკ­ლი შო­თა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ

გა­მოგ­ვყე­ვით, რომ არ გა­მო­ტო­ვოთ პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი.

გა­მო­ი­წე­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პო­ლი­ტი­კა

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია AMBEBI.GE-ს, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" და "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია "აიპ­რე­სის" ფოტო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გახმაურებული საქმეები და სკანდალური ბრალდებები, რომლებიც ირაკლი შოთაძეს უკავშირდებოდა

გახმაურებული საქმეები და სკანდალური ბრალდებები, რომლებიც ირაკლი შოთაძეს უკავშირდებოდა

საქართველოს პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის კანდიდატობაზე ირაკლი შოთაძის გვარი ჯერ კიდევ გასულ წელს გაჟღერდა, როდესაც მთავარი პროკურორი ოთარ ფირცხალაძე თანამდებობიდან გადადგა. მთავარი პროკურორის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად შოთაძის დასახელებას კი დიდი ხმაურიც მოჰყვა. უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები იმ დროს მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შოთაძეს ბრალდებებს უყენებდნენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მის დასახელებას. მათი მტკიცებით, იგი გვიჩიანის საქმეში მონაწილეობდა და უდანაშაულო ადამიანის სამუდამო პატიმრობა სწორედ მან მოითხოვა. ამ საკითხზე პრემიერმაც ისაუბრა ჟურნალისტებთან და განმარტა, რომ შეხვდა ირაკლი შოთაძეს. "ინფორმაცია მაქვს, რომ საქმის განხილვისას ის რიგითი სტაჟიორი იყო და ამ საქმეზე არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, ეს ირაკლი შოთაძემ თავად მითხრა", - თქვა პრემიერმა.

გიორგი გვიჩიანის ადვოკატების ბრალდებებს მთავარმა პროკურატურამაც უპასუხა. უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ირაკლი შოთაძისთვის წაყენებული ცრუ ბრალდებები პროკურატურის ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება.

"მას შემდეგ, რაც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გადადგა და პროკურატურის კანონის შესაბამისად, მთავარი პროკურორის მოვალეობის შესრულება დაევალა ბატონ ირაკლი შოთაძეს, მასზე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რითაც გარკვეული პირები მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ამის მაგალითია გია გვიჩიანის ადვოკატების განცხადებები. განვმარტავთ, რომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურატურის სტაჟიორად დაინიშნა 2006 წლის აპრილში და აღნიშნულ საქმეში პირველ ინსტანციაში განხილვისას ჩაერთო, როდესაც ამავე წლის აგვისტოს თვეში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ამ დროს ირაკლი შოთაძე იყო გენერალური პროკურატურის სტაჟიორი.

მას 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ამავე საქმის სააპელაციო საჩივრის განხილვაში. ამ დროისთვის ის უკვე მუშაობდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პროკურორად. იმაზე მითითება, რომ ირაკლი შოთაძემ რამე დასკვნა დამალა და საქმეში არ ჩადო, არის სრული აბსურდი და არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მას წინასწარ გამოძიებასთან არ ჰქონია არანაირი შეხება და საქმეზე არ ახორციელებდა საპროკურორო ზედამხედველობას. ასევე, ის განცხადება, რომ ირაკლი შოთაძე თურმე ახდენს ზეწოლას სააპელაციო სასამართლოზე, სრული აბსურდია", - ნათქვამი იყო პროკურატურის განცხადებაში.

თუმცა ამ ფაქტს ისევ გამოეხმაურნენ ადვოკატები და სამხილები წარმოადგინეს. მათი მტკიცებით, სწორედ შოთაძე აწერს ხელს გვიჩიანის ბრალდებას. ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ირაკლი შოთაძე პრემიერის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

"შოთაძე ტყუის, ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ის გვიჩიანის საქმეზე ბრალმდებელი პროკურორი იყო. ჩვენ ხელთ გვაქვს საბრალდებო დასკვნა, სადაც შოთაძე ითხოვს უვადო პატიმრობას. გარდა ამისა, გვაქვს ვიდეომასალა, სადაც ის აქტიურად მონაწილეობს პროცესში. არის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ თითქოს გვიჩიანის ადვოკატები აბსურდულ ვერსიას ვავითარებდით. მოგეხსენებათ, ჩვენ 2006-2007 წლებში ვითხოვდით დნმ-ის ანალიზის პასუხს. თავის სიტყვაში შოთაძე დნმ-ის ანალიზზე მსჯელობს და ამბობს, ბრალდების მხარეს არანაირი მოტივაცია არ გააჩნია დამალოს დნმ-ის ანალიზიო, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ის დამალული იყო "ნაციონალების" დროს და ეს შემდგომ აღმოვაჩინეთ. დღეს იმდენად დიდი სურვილი აქვს, რომ გახდეს მთავარი პროკურორი, გაბედა და პრემიერი ურცხვად მოატყუა, უთხრა, რომ იმ დროს რიგითი სტაჟიორი იყო და როგორც სხვა პროცესებზე, ასევე გვიჩიანის პროცესსაც მხოლოდ ერთხელ დაესწრო. ეს სიცრუეა. ვაცხადებ, შოთაძე ბრალმდებელი პროკურორი იყო. გარდა ამისა, ის არის ადეიშვილის პროკურორი და ვერანაირი გამართლება ვერ ექნება იმას, რომ დღეს აწინაურებენ ისეთ პირებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დატერორებაში მონაწილეობდნენ", - ამბობდა ჭკადუა.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომლითაც ირაკლი შოთაძე დაინტერესებული იყო, ვაზაგაშვილების საქმეა. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას იმ დროს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მუდმივად თვალს ადევნებდა და მედიასთან ამ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებებსაც სწორედ ის აკეთებდა. ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სოფელ ყარიფალაში იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე საათში გამოჩნდა. შოთაძემ გაიხსენა, რომ მან იური ვაზაგაშვილს პირობა მისცა, რომ მისი შვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებდა და მათ კანონის სრული ძალით დასჯიდა. ვინაიდან ირაკლი შოთაძეს იური ვაზაგაშვილთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, იმ დროს მთავარი პროკურორის მოადგილემ შემთხვევის ადგილზე ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში კარიერა 2006 წლის მარტიდან დაიწყო. 2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძო და 2013 წლის 21 ნოემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ძირითადად ყურადღება წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებულ დანაშაულებზე გაამახვილეს და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში რეალურად არაფერი იცვლება და, წინა მთავარი პროკურორების ანალოგიურად, შოთაძეც პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება.

ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია და არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, პოზიციები მხოლოდ დეპუტატებმა გამოხატეს, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.

ახალმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გიორგი ბადაშვილი შეცვალა და თანამდებობა 6-წლიანი ვადით დაიკავა.

მეტი დეტალი ირაკლი შოთაძის საქმიანობის შესახებ

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

სტატია მომზადებულია AMBEBI.GE-ს, "ინტერპრესნიუსის" და "კვირის პალიტრის" საარქივო მასალების მიხედვით.

სტატიაში გამოყენებულია "აიპრესის" ფოტო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."