საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა
ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვა­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი მე­ტყვე­ლებს, რომ რუ­სე­თი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ხელ­შე­უ­ხე­ბელ პრინ­ცი­პად აღარ მი­იჩ­ნევს. ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი წერს სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. სტოლ­ტენ­ბერ­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ ვი­თა­რე­ბა ევ­რო­პა­ში ნაკ­ლე­ბად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და სტა­ბი­ლუ­რი გახ­და. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­მა ნატო-ს სა­ზღვრებ­თან სამ­ხედ­რო აქ­ტი­ვო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და და მზად არის, პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ძალა გა­მო­ი­ყე­ნოს.

"ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში მზარდ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა­ზე სა­პა­სუ­ხოდ, ნატო-მ ყვე­ლა მო­კავ­ში­რის და­სა­ცა­ვად თავ­დაც­ვი­თი ზო­მე­ბი მი­ი­ღო. ჩვენ ამას გა­ვაგ­რძე­ლებთ, ვიდ­რე ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს. ამას­თა­ნა­ვე, ევ­რო­პა­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბის აღ­დგე­ნა მო­ი­თხოვს ასე­ვე, ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბას", - წერს სტოლ­ტენ­ბერ­გი.

ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ცივი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უპ­რე­ცე­დენ­ტოა. ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­მა 18 მო­უ­ლოდ­ნე­ლი სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა ჩა­ა­ტა­რა, ზო­გი­ერთ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო 150 000-ზე მეტი სამ­ხედ­რო.

"ჩვენ ასე­ვე ვხე­დავთ რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო აქ­ტი­ვო­ბის გაზ­რდას, რაც რო­გორც ჩანს, მე­ზობ­ლე­ბის რე­აქ­ცი­ის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნი­თაც კეთ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს სტოლ­ტე­ნერ­გი. სტოლ­ტენ­ბერ­გი ახ­სე­ნებს მკი­თხველს, რომ სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს აქვს, თუმ­ცა რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნატო სწავ­ლე­ბე­ბის გრა­ფიკს ყო­ველ­თვის ასა­ჯა­რო­ებს და იწ­ვევს დამ­კვირ­ვებ­ლებს, მათ შო­რის რუ­სე­თი­და­ნაც. სტოლ­ტენ­ბერ­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეუთო-ს წევ­რე­ბი, მათ შო­რის რუ­სე­თიც, შე­თან­ხმდნენ ევ­რო­პა­ში სამ­ხედ­რო აქ­ტი­ვო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სებ­ზე, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ შე­ტყო­ბი­ნე­ბას და მო­ნი­ტო­რინგს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ეს ზო­მე­ბი ასა­ხავს სა­ერ­თო პრინ­ცი­პებს, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ევ­რო­პა­ში კონ­ფლიქ­ტის არი­დე­ბა­სა და ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში, მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ასე­ვე მოლ­დო­ვა­ში მე­ტყვე­ლებს, რომ მოს­კო­ვი აღარ მი­იჩ­ნევს ამ პრინ­ცი­პეს ხელ­შე­უ­ხებ­ლად", -წერს სტოლ­ტენ­ბერ­გი.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ "ეს არის ახა­ლი ცივი ომი, არა­მედ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სიგ­ნა­ლია".

"ფაქ­ტია, რომ ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი მოძ­ველ­და. ჩვენ ამ წე­სე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა უნდა მო­ვახ­დი­ნოთ, რათა ავ­სა­ხოთ დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა და კვლავ ჩავ­რთოთ რუ­სე­თი. ჩვენ ძა­ლის­ხმე­ვა უნდა გა­ვა­ორ­მა­გოთ და გა­ვაძ­ლი­ე­როთ ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი. ამის გა­რე­შე, ევ­რო­პა­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა", -წერს სტოლ­ტენ­ბერ­გი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა

ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა

საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის ქმედებები მეტყველებს, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელშეუხებელ პრინციპად აღარ მიიჩნევს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი წერს სტატიაში, რომელიც რამდენიმე ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნდა. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ვითარება ევროპაში ნაკლებად პროგნოზირებადი და სტაბილური გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთმა ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მზად არის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალა გამოიყენოს.

"ჩვენს სამეზობლოში მზარდ არაპროგნოზირებადობაზე საპასუხოდ, ნატო-მ ყველა მოკავშირის დასაცავად თავდაცვითი ზომები მიიღო. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. ამასთანავე, ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობის აღდგენა მოითხოვს ასევე, ევროპის უსაფრთხოების წესების მოდერნიზებას", - წერს სტოლტენბერგი.

ალიანსის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო სწავლებების რაოდენობა ცივი ომის დასრულების შემდეგ უპრეცედენტოა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთმა 18 მოულოდნელი სამხედრო სწავლება ჩაატარა, ზოგიერთ სწავლებაში ჩართული იყო 150 000-ზე მეტი სამხედრო.

"ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის საჰაერო და საზღვაო აქტივობის გაზრდას, რაც როგორც ჩანს, მეზობლების რეაქციის შემოწმების მიზნითაც კეთდება", - აღნიშნავს სტოლტენერგი. სტოლტენბერგი ახსენებს მკითხველს, რომ სამხედრო სწავლების უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს, თუმცა რუსეთისგან განსხვავებით, ნატო სწავლებების გრაფიკს ყოველთვის ასაჯაროებს და იწვევს დამკვირვებლებს, მათ შორის რუსეთიდანაც. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ეუთო-ს წევრები, მათ შორის რუსეთიც, შეთანხმდნენ ევროპაში სამხედრო აქტივობის რეგულირების წესებზე, რომელიც დაგეგმილი სწავლების შესახებ წინასწარ შეტყობინებას და მონიტორინგს ითვალისწინებს.

"ეს ზომები ასახავს საერთო პრინციპებს, რომელიც მიმართულია ევროპაში კონფლიქტის არიდებასა და ამასთანავე, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ. მიუხედავად ამისა, რუსეთის ქმედებები უკრაინაში, მანამდე საქართველოში და ასევე მოლდოვაში მეტყველებს, რომ მოსკოვი აღარ მიიჩნევს ამ პრინციპეს ხელშეუხებლად", -წერს სტოლტენბერგი.

ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ "ეს არის ახალი ცივი ომი, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალია".

"ფაქტია, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა. ჩვენ ამ წესების მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ავსახოთ დღევანდელი რეალობა და კვლავ ჩავრთოთ რუსეთი. ჩვენ ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების წესები. ამის გარეშე, ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობა არ იქნება", -წერს სტოლტენბერგი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."