13 ივნისს დაზარალებულებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება საწყობებში ფუჭდება. ერთ-ერთი ასეთი საწყობი, სადაც პროდუქტს ახარისხებდნენ, დიღომში მდებარეობს, თუმცა, ამ დრომდე გაუგებარი რჩება, საიდან მიიღო მერიამ ეს დახმარება და როდის გადანაწილდება ის ადრესატებზე, - ამის შესახებ რუსთავი 2-ის სიუჟეტშია ნათქვამი.
თბილისის მთავრობაში აცხადებენ, რომ წითელ ჯვართან ერთად დახმარება დაზარალებულებს ურიგდებათ. მერიის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებენ წითელ ჯვარში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაზარალებულებისთვის დახმარება ჯერ არ მიუტანიათ.
რაც შეეხება თავად დაზარალებულებს, მათი თქმით, ბოლოს მერიიდან პროდუქტი სექტემბერში მიაწოდეს.
კიდევ ერთი გაუგებრობა თავად საწყობს უკავშირდება, რომელსაც თბილისის მერიის დაცვა იცავს. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ეს ფართი მათ კომპანია "ბელუქსმა" დაუთმო, თუმცა "ბელუქსი" ამ საწყობთან რაიმე კავშირს უარყოფს.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება