პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - შეუძლია Anonymous-ს "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტსივრცეში დამარცხება?!
ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - შეუძლია Anonymous-ს "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტსივრცეში დამარცხება?!

პა­რიზ­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის შემ­დეგ, ჰა­კერ­ქტი­ვის­ტთა ჯგუფ­მა Anonymous- მა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" "ტო­ტა­ლუ­რი ომი" გა­მო­უ­ცხა­და.

ვი­დე­ო­მი­მარ­თვით ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ აღ­მო­ა­ჩე­ნენ და დაბ­ლო­კა­ვენ ყვე­ლა ვებგ­ვერდს, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტთა პრო­პა­გან­დას შე­ი­ცავს. Anonymous -ის ტაქ­ტი­კა კრი­ტი­კის სა­გა­ნი არა­ერ­თხელ გახ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მათი ქმე­დე­ბა ხში­რად უკა­ნო­ნოა, სწო­რედ ამი­ტომ ინ­ტერ­ნეტ­სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მის რე­პუ­ტა­ცი­ას ეჭვქვეშ აყე­ნებს.

"ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" ჰა­კე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და მათ სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დით და­ე­მუქ­რა. რა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლია Anonymous-ის სტრა­ტე­გი­ას? უშ­ლის თუ არა ხელს მათი სტრა­ტე­რია სა­ხელ­მწი­ფოს ექ­სტრე­მის­ტებ­თან ბრძო­ლა­ში? პირ­ველ რიგ­ში, გა­ვარ­კვი­ოთ რას წარ­მო­ად­გენს ჰა­კე­რაქ­ტი­ვის­ტთა დაჯ­გუ­ფე­ბა Anonymous-ი.

ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს რო­ბინ ჰუ­დე­ბი

რას წარ­მო­ად­გენს ეს ჯგუ­ფი, ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, სა­ხელ­წო­დე­ბაც მე­ტყვე­ლებს, რომ ისი­ნი კარ­გად მა­ლა­ვენ თა­ვი­ანთ ვი­ნა­ო­ბას. მათ ზოგი სი­ძულ­ვი­ლის ინ­ტერ­ნეტ­მან­ქა­ნას უწო­დე­ბეს, ზო­გიც ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს რო­ბინ ჰუ­დე­ბის, ზო­გიც კი­დევ უფრო შორს მი­დის და მათ ან­ტიქ­რის­ტე­ე­ბა­დაც კი მო­იხ­სე­ნი­ებს. თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის აზ­რით, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე "ყა­ჩა­ღე­ბი" არი­ან. მათი ტაქ­ტი­კაა შე­ი­ტი­ონ და გა­ტე­ხონ სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დი და მისი არ­სე­ბო­ბა სა­ბო­ლოო და­ა­სა­მა­რონ.

Anonymous -ეს არის სა­ერ­თო სა­ხელ­წო­დე­ბა და სიმ­ბო­ლო, რო­მელ­საც ჰა­კე­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი და ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბი მა­შინ იყე­ნე­ბენ, როცა სა­ერ­თო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ "- გა­ნა­ცხა­და მა­კგი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ან­თრო­პო­ლოგ­მა გაბ­რი­ე­ლა კო­ულ­მან­მა მას შემ­დეგ, რაც ის დაჯ­გუ­ფე­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რს შეხ­ვდა და ჰა­კერ­ქტი­ვის­ტებს წიგ­ნიც კი მი­უ­ძღვნა.

ან­თრო­პო­ლო­გის გან­ცხა­დე­ბით, დაჯ­გუ­ფე­ბა­ში გა­წევ­რე­ბუ­ლია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი. აქ შეხ­ვდე­ბით პრო­ფე­სო­რებს, იუ­რის­ტებს, ეკო­ნო­მის­ტებს, სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, ქრის­ტი­ა­ნებს, მუ­სულ­მა­ნებს, ბუ­დის­ტებს... მოქ­მედ და ყო­ფილ ნარ­კო­მა­ნებ­საც კი...

ყვე­ლა­ფე­რი კი და­ი­წყო 2003 წელს ერთ-ერთ ფო­რუმ 4chan.org-ზე, სა­დაც ფო­რუ­მის წევ­რე­ბი ანო­ნი­მუ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­კითხს. 2008 წლამ­დე მათი ქმე­დე­ბა ხუმ­რო­ბი­თა და "გა­თა­მა­შე­ბით" შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, დაჯ­გუ­ფე­ბა გა­ი­ზარ­და და ისი­ნი უფრო და უფრო სე­რი­ო­ზულ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ებს აწყობ­დნენ.

დაჯ­გუ­ფე­ბის­თვის გარ­დამ­ტე­ხი აქ­ცია გა­მოდ­გა სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ურ ეკ­ლე­სი­ა­ზე თავ­დას­ხმა, რო­დეს­ცა მათ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ნათვსეს ვი­დეო, რო­მელ­შიც სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­უ­რი ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი მიმ­დე­ვა­რი ტომ კრუ­ზი იყო ასა­ხუ­ლი, ეს საქ­ცი­ე­ლი ეკ­ლე­სი­ამ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვად აღიქ­ვა და ვი­დე­ორ­გო­ლი YouTube-დან წა­შა­ლა.

2008 წლის 10 თე­ბერ­ვალს Anonymous-მა ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია მსოფ­ლიო პრო­ტეს­ტის დღეს,რო­ედ­საც 127 ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში 9 ათას ადა­მი­ან­ზე მეტი ნიღ­ბი­ა­ნი აქ­ტი­ვის­ტი გა­მო­ვი­და. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას "მი­ლი­ო­ნი ნიღ­ბის მარ­ში" და­ერ­ქვა. დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლა­ვენ თა­ვი­ანთ ვი­ნა­ო­ბას, მათ­თვის დი­დე­ბის­კენ და პო­პუ­ლა­რო­ბის­კენ სწრაფ­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - შეუძლია Anonymous-ს "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტსივრცეში დამარცხება?!

ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები - შეუძლია Anonymous-ს "ისლამური სახელმწიფოს" ინტერნეტსივრცეში დამარცხება?!

პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, ჰაკერქტივისტთა ჯგუფმა Anonymous- მა "ისლამური სახელმწიფოს" "ტოტალური ომი" გამოუცხადა.

ვიდეომიმართვით ისინი ამბობდნენ, რომ აღმოაჩენენ და დაბლოკავენ ყველა ვებგვერდს, რომელიც ტერორისტთა პროპაგანდას შეიცავს. Anonymous -ის ტაქტიკა კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი ქმედება ხშირად უკანონოა, სწორედ ამიტომ ინტერნეტსაზოგადოების ნაწილი მის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს.

"ისლამურმა სახელმწიფომ" ჰაკერების განცხადებაზე რეაგირება მოახდინა და მათ სამაგიეროს გადახდით დაემუქრა. რა წარმატების მიღწევა შეუძლია Anonymous-ის სტრატეგიას? უშლის თუ არა ხელს მათი სტრატერია სახელმწიფოს ექსტრემისტებთან ბრძოლაში? პირველ რიგში, გავარკვიოთ რას წარმოადგენს ჰაკერაქტივისტთა დაჯგუფება Anonymous-ი.

ციფრული სამყაროს რობინ ჰუდები

რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, ამაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, სახელწოდებაც მეტყველებს, რომ ისინი კარგად მალავენ თავიანთ ვინაობას. მათ ზოგი სიძულვილის ინტერნეტმანქანას უწოდებეს, ზოგიც ციფრული სამყაროს რობინ ჰუდების, ზოგიც კიდევ უფრო შორს მიდის და მათ ანტიქრისტეებადაც კი მოიხსენიებს. თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლი თანამედროვე "ყაჩაღები" არიან. მათი ტაქტიკაა შეიტიონ და გატეხონ სამიზნეში ამოღებული ვებგვერდი და მისი არსებობა საბოლოო დაასამარონ.

Anonymous -ეს არის საერთო სახელწოდება და სიმბოლო, რომელსაც ჰაკერული ჯგუფები და ცალკეული პირები მაშინ იყენებენ, როცა საერთო საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ "- განაცხადა მაკგილის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა გაბრიელა კოულმანმა მას შემდეგ, რაც ის დაჯგუფების რამდენიმე წევრს შეხვდა და ჰაკერქტივისტებს წიგნიც კი მიუძღვნა.

ანთროპოლოგის განცხადებით, დაჯგუფებაში გაწევრებულია განსხვავებული მსოფლმხედველობის, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიური კუთვნილების უამრავი ადამიანი. აქ შეხვდებით პროფესორებს, იურისტებს, ეკონომისტებს, სხვადასხვა დაწესებულებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებს, ქრისტიანებს, მუსულმანებს, ბუდისტებს... მოქმედ და ყოფილ ნარკომანებსაც კი...

ყველაფერი კი დაიწყო 2003 წელს ერთ-ერთ ფორუმ 4chan.org-ზე, სადაც ფორუმის წევრები ანონიმურად განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს. 2008 წლამდე მათი ქმედება ხუმრობითა და "გათამაშებით" შემოიფარგლებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, დაჯგუფება გაიზარდა და ისინი უფრო და უფრო სერიოზულ და ორგანიზებულ აქციებს აწყობდნენ.

დაჯგუფებისთვის გარდამტეხი აქცია გამოდგა საიენტოლოგიურ ეკლესიაზე თავდასხმა, როდესცა მათ ინტერნეტში განათვსეს ვიდეო, რომელშიც საიენტოლოგიური ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი მიმდევარი ტომ კრუზი იყო ასახული, ეს საქციელი ეკლესიამ საავტორო უფლების დარღვევად აღიქვა და ვიდეორგოლი YouTube-დან წაშალა.

2008 წლის 10 თებერვალს Anonymous-მა ორგანიზება გაუწია მსოფლიო პროტესტის დღეს,როედსაც 127 ქალაქის ქუჩებში 9 ათას ადამიანზე მეტი ნიღბიანი აქტივისტი გამოვიდა. საპროტესტო აქციას "მილიონი ნიღბის მარში" დაერქვა. დაჯგუფების წევრები საგულდაგულოდ მალავენ თავიანთ ვინაობას, მათთვის დიდებისკენ და პოპულარობისკენ სწრაფვა კატეგორიულად აკრძალულია.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა