ამერიკის მთავრობამ აღიარა, რომ კანაფი სიმსივნურ უჯრედებს კლავს. ყველა - დაწყებული კონსპირატოლოგებით, დამთავრებული მაღალკვალიფიციური მეცნიერებით, ირწმუნებოდნენ, რომ კანაფის მოწევას სამედიცინო კუთხით სარგებელი ჰქონდა.
მსოფლიოს მასშტაბით სიმსივნით დღეში 20 000 ადამიანი იღუპება. ამერიკის მთავრობის ჯანდაცვის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კანაფის აქტიური ინგრედიენტები სიმსინური უჯრედების სიკვდილს იწვევენ და ზრდაში ხელს უშლიან.
თაგვებსა და ვირთხებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ კანაფს შეუძლია მოკლას სიმსივნური უჯრედები და დაიცვას ნორმალური უჯრედები.
მარიხუანის მთავარი ინგრედიენტები აქტიურად ებრძვის ღვიძლის კიბოს, მკერდის კიბოს და დაავადების სხვა ფორმებს. ამასთან, კანაბიდოლს შეუძლია ქიმიოთერაპია გაცილებით ეფექტური გახადოს ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე.
მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით.