პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიდრე სახლებში შემოგვიცვივდებიან, იქნებ, არაადეკვატურად გასივებული "ერთი ადგილები" გაანძრიოთ
ვიდრე სახლებში შემოგვიცვივდებიან, იქნებ, არაადეკვატურად გასივებული "ერთი ადგილები" გაანძრიოთ

"კაც­მა მალა, მა­ლაო, ჭირ­მა თავი არ და­მა­ლაო" - სამ­წუ­ხა­როა, რომ წინა "პრო­ვო­კა­ცი­ა­ში" (რო­მელ­საც "უღი­მი­ლო პრო­ვო­კა­ცია" ვუ­წო­დე) გან­ხი­ლუ­ლი თემა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. "დღე­საც" კი არა, დღეს არის თუ არის: მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ღელ­ვა: ზოგი აღაშ­ფო­თა, ზოგი შე­ა­ში­ნა, ზოგი - სა­მა­გი­ე­რო ძა­ლა­დო­ბის ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერთი კვი­რის წინ პა­რი­ზის ტე­რაქ­ტზე ვწერ­დი და შიშ­საც გა­მოვ­თქვამ­დი, - მთლად "თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" ვერ დავ­რჩე­ბით-მეთ­ქი. ისე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი აგიხ­დეთ, რო­გორც ეს ცუდი პროგ­ნო­ზი ახდა.

შვი­დი, რვა წლის წინ ვამ­ბობ­დი, ვამ­ბობ­დი კი არა, ვე­უბ­ნე­ბო­დი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­თა­უ­რებს - მი­ხე­დეთ ამ ამ­ბავს, გუ­რი­ა­ში ჩა­სახ­ლე­ბულ აჭარ­ლებ­ში და თვით აჭა­რა­ში ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი დაძ­ვრე­ბი­ან და შხა­მა­ვენ იქა­უ­რო­ბას-მეთ­ქი, მაგ­რამ "და­ი­კი­დეს".

ახლა ამათ ვე­ლო­დე­ბი: ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან უკვე გვე­მუქ­რე­ბი­ან და იქ­ნებ, სა­ნამ სახ­ლებ­ში შე­მოგ­ვიც­ვივ­დე­ბი­ან, მა­ნამ­დე მო­ი­მოქ­მე­დონ რამე.

ჩა­ვე­დი აჭა­რა­შიც და გუ­რი­ა­შიც, ვე­სა­უბ­რე იქა­უ­რებს: მუს­ლი­მებ­საც და ქრის­ტი­ა­ნებ­საც, სხვა­თა შო­რის - უღ­მერ­თო­ებ­საც; ჭკვი­ა­ნებ­საც და "გა­და­რე­უ­ლებ­საც" ("ვერ ვნა­ხავ­დი გუ­რი­ა­ში ამ­ფე­რებს თუ რაი?!"); ახალ­გაზ­რდებ­საც და ხნი­ე­რებ­საც; გლე­ხებ­საც, ჩი­ნოვ­ნი­კებ­საც და უსაქ­მუ­რებ­საც - ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავს, რომ პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან შორს არის წა­სუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფოს, მისი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის გა­და­საჭ­რე­ლია. "ბა­ბუ­ის ნა­ჭამ­მა ტყე­მალ­მა შვი­ლიშ­ვილს მოკ­ვე­თა კბი­ლიო" - ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ჩუ­მა­თე­ბა და მი­ფუ­ჩე­ჩე­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბას კი არა (ჩვენ­ში ასე "გრძლად" რომ ვერ ფიქ­რო­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი, უკვე ვი­ცით), - დღეს, ხვალ, ზეგ, დამ­დეგ შა­ბათს თუ "ახალ­წლე­ბამ­დე", პი­რა­დად ჩვენ, თქვენ შე­გე­ხე­ბათ მსუ­ყე ხელ­ფას-პრე­მი­ე­ბი­ა­ნო ძია-დე­ი­დე­ბო-ვ და ამი­ტომ მაქვს სუ­უ­ულ პა­წაწ­კინ­ტე­ლა იმე­დი, რომ, ბოლო დროს ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბი­სად­მი სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად გა­სი­ვე­ბულ "ერთ ად­გი­ლებს" გა­ან­ძრევთ და სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მა­ინც მი­ხე­დავთ საქ­მეს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვიდრე სახლებში შემოგვიცვივდებიან, იქნებ, არაადეკვატურად გასივებული "ერთი ადგილები" გაანძრიოთ

ვიდრე სახლებში შემოგვიცვივდებიან, იქნებ, არაადეკვატურად გასივებული "ერთი ადგილები" გაანძრიოთ

"კაცმა მალა, მალაო, ჭირმა თავი არ დამალაო" - სამწუხაროა, რომ წინა "პროვოკაციაში" (რომელსაც "უღიმილო პროვოკაცია" ვუწოდე) განხილული თემა დღესაც აქტუალურია. "დღესაც" კი არა, დღეს არის თუ არის: მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული ის ვიდეომიმართვა, რომელმაც მთელი საქართველო ააღელვა: ზოგი აღაშფოთა, ზოგი შეაშინა, ზოგი - სამაგიერო ძალადობის ხასიათზე დააყენა...

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ პარიზის ტერაქტზე ვწერდი და შიშსაც გამოვთქვამდი, - მთლად "თამაშგარე მდგომარეობაში" ვერ დავრჩებით-მეთქი. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ცუდი პროგნოზი ახდა.

შვიდი, რვა წლის წინ ვამბობდი, ვამბობდი კი არა, ვეუბნებოდი წინა ხელისუფლების მეთაურებს - მიხედეთ ამ ამბავს, გურიაში ჩასახლებულ აჭარლებში და თვით აჭარაში ვიღაც-ვიღაცები დაძვრებიან და შხამავენ იქაურობას-მეთქი, მაგრამ "დაიკიდეს".

ახლა ამათ ველოდები: ტელევიზორიდან უკვე გვემუქრებიან და იქნებ, სანამ სახლებში შემოგვიცვივდებიან, მანამდე მოიმოქმედონ რამე.

ჩავედი აჭარაშიც და გურიაშიც, ვესაუბრე იქაურებს: მუსლიმებსაც და ქრისტიანებსაც, სხვათა შორის - უღმერთოებსაც; ჭკვიანებსაც და "გადარეულებსაც" ("ვერ ვნახავდი გურიაში ამფერებს თუ რაი?!"); ახალგაზრდებსაც და ხნიერებსაც; გლეხებსაც, ჩინოვნიკებსაც და უსაქმურებსაც - ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პრობლემა ძალიან შორს არის წასული და სახელმწიფოს, მისი უსაფრთხოების სამსახურების გადასაჭრელია. "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო" - ნათქვამია, მაგრამ ამ შემთხვევაში მიჩუმათება და მიფუჩეჩება მომავალ თაობას კი არა (ჩვენში ასე "გრძლად" რომ ვერ ფიქრობენ ხელისუფლებები, უკვე ვიცით), - დღეს, ხვალ, ზეგ, დამდეგ შაბათს თუ "ახალწლებამდე", პირადად ჩვენ, თქვენ შეგეხებათ მსუყე ხელფას-პრემიებიანო ძია-დეიდებო-ვ და ამიტომ მაქვს სუუულ პაწაწკინტელა იმედი, რომ, ბოლო დროს ქვეყნის მდგომარეობისადმი სრულიად არაადეკვატურად გასივებულ "ერთ ადგილებს" გაანძრევთ და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაინც მიხედავთ საქმეს.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."