პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” დეკემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" დე­კემ­ბრის ნო­მე­რი #12 (60), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქის მი­ვი­წყე­ბუ­ლი სი­გე­ლი

იე­რუ­სა­ლი­მის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ცა­ვებ­ში არა­ერ­თი სა­ყუ­რა­დღე­ბო დო­კუ­მენ­ტია და­ცუ­ლი. მათ შო­რის არის იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქის, დო­სი­თე­ოს II-ის (1669-1709) სი­გე­ლი, რო­მე­ლიც XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შია შედ­გე­ნი­ლი და შე­ი­ცავს ცნო­ბებს წმინ­და მი­წა­ზე ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც დღეს სწო­რედ იე­რუ­სა­ლი­მის სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია... გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქის სი­გე­ლი. დო­კუ­მენ­ტი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია და ცნო­ბი­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. დო­კუ­მენ­ტის დე­და­ნი იე­რუ­სა­ლი­მის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ცავ­შია. ბოლო ათე­უ­ლი წე­ლია, ის ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებს არ უნა­ხავთ, არც მის შე­სას­წავ­ლად და­უშ­ვი­ათ ვინ­მე სა­ცავ­ში. თუმ­ცა სა­ბერ­ძნეთ­ში გა­მო­ი­ცა ბერ­ძნუ­ლად პატ­რი­არქ დო­სი­თე­ო­სის ხელ­ნა­წე­რე­ბი და სწო­რედ ამ გა­მო­ცე­მა­შია სი­გე­ლიც, სა­დაც იგი სა­უბ­რობს ქარ­თვე­ლე­ბის­თვის იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­ნას­ტრის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი ლაშა ჟვა­ნია: "ამ დო­კუ­მენ­ტით იე­რუ­სა­ლი­მის სა­პატ­რი­არ­ქო და იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი დო­სი­თე­ო­სი - ყვე­ლა­ზე დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე ბოლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში, ასე­ვე დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ყა­რო­ში - ქარ­თველ­თა უფ­ლე­ბას აღი­ა­რებს. მისი სი­გე­ლი სა­ბუ­თია, მით უმე­ტეს, როცა წმინ­და მი­წა­ზე სხვა ერის სა­კუთ­რე­ბა­ზე, მო­ნას­ტერ­ზეა სა­უ­ბა­რი".

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე 1886 წლის 26 ნო­ემ­ბერს სტა­ტი­ა­ში "ათო­ნის ქარ­თუ­ლი სა­ვა­ნის შე­სა­ხებ" წერ­და: "იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქის დო­სი­თე­ო­სის სი­გელ-გუ­ჯა­რი, გა­მო­ცე­მუ­ლი 1706 წელს ივ­ლი­სის თვე­სა, ამ­ტკი­ცებს, რომ მა­შინ იე­რუ­სა­ლიმს ქარ­თველ­თა ჰქო­ნი­ათ ექ­ვსი მო­ნას­ტე­რი: წმ. ჯვა­რი­სა, წმ. ნი­კო­ლო­ზი­სა, წმინ­და­თა თე­ო­დო­რე­თა, წმ. ბა­სი­ლი­სა, წმ. ანა­სი და წმ. გი­ორ­გი­სა... ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პატ­რი­არ­ქის დო­სი­თე­ო­სის გუ­ჯარ­ში აღ­წე­რი­ლია მი­ზე­ზი, რის გა­მოც ქარ­თველ­თა მო­ნას­ტრე­ბის გამ­გე­ო­ბა მი­უ­ღია ბერ­ძენ­თა სამ­ღვდე­ლო­ე­ბა­სა და სხვა­თა­შო­რის აი რა სწე­რია: "ხოლო ოდეს ღმერ­თი ინე­ბებს და ივე­რი­ი­დამ მოვა წინა-მძღვა­რი (იღუ­მე­ნი), მა­შინ იმან უნდა ჩა­ი­ბა­როს და თვის გამ­გე­ო­ბის ქვეშ მი­ი­ღოს ყვე­ლა მო­ნას­ტრე­ბი უწინ­დე­ლებრ".

ქარ­თვე­ლე­ბი ლატ­ვი­ის პირ­ველ რეს­პუბ­ლი­კა­ში - რო­გორ იქცა ბალ­ტის­პი­რე­თი ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა ნა­წი­ლის თავ­შე­საფ­რად

საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ი­სა და რეპ­რე­სი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ქარ­თველ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა დიდი ნა­წი­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სამ­შობ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი­ყო. ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის გარ­და, ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა მცი­რე ჯგუ­ფი გა­ემ­გზავ­რა ლატ­ვი­ის პირ­ველ რეს­პუბ­ლი­კა­ში (არ­სე­ბობ­და 1918-1940 წლებ­ში) და იქ მა­ნამ­დე ჩა­სულ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა დი­ას­პო­რას შე­უ­ერ­თდა... XX სა­უ­კუ­ნის 20-30-იან წლებ­ში, ლატ­ვი­ა­ში ცოლ-შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე. კავ­კა­სი­ელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი იგო­ნებ­და: "ჩემი მთა­ვა­რი საქ­მე იყო ან­ტი­საბ­ჭო­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­თან მუ­შა­ო­ბა და მათ შო­რის "ენ­ტე­ეს­თან" (რუ­სუ­ლი ემიგ­რან­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. - ნ.ჯ.). მე ვცხოვ­რობ­დი პას­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე... შვან­გი­რა­ძის ბი­ნა­ში, რო­მელ­საც ჰყავ­და ცო­ლად შვე­დი ქალი... ჰყავს შვი­ლე­ბი. ერთი მათ­გა­ნი დიპ­ლო­მატს მის­თხოვ­და. ბიჭი ჰყავს, სტუ­დენ­ტია, სტი­პენ­დი­ას მე ვაძ­ლევ, კავ­კა­სი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რია. ამ სახ­ლში ვცხოვ­რობ მე და ამ სახ­ლში ცხოვ­რობს ია­პო­ნი­ის ატა­შე, რო­მელ­საც მდივ­ნად ჰყავს შვან­გი­რა­ძის ქალი - ნინო. ამი­ტომ, მე ახ­ლოს ვი­ყა­ვი ამ ატა­შეს­თან. რუ­სუ­ლი კარ­გად იცო­და... ხში­რად ვლა­პა­რა­კობ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ზე".

ერთ-ერთი შეხ­ვედ­რის დროს ია­პო­ნელ ატა­შეს შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძის­თვის უთ­ქვამს: "მიკ­ვირს, რაში დაგ­ჭირ­დათ ქარ­თვე­ლებს მენ­შე­ვი­კე­ბის ანდა ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიმხრო­ბა, თით­ქოს­და დღეს და­ი­ბა­დეთ და ის­ტო­რია არ გა­გაჩ­ნდეთ. მსოფ­ლი­ო­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა სხვა არც ერთი სა­მე­ფო დი­ნას­ტია, რო­მელ­საც იმ­დე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მეფე ჰყო­ლო­და, რამ­დე­ნიც ბაგ­რა­ტი­ო­ნებს ჰყავ­დათ... თქვენ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყა­ვით უნ­გრე­ლე­ბი­ვით, რომ­ლებ­მაც აღად­გი­ნეს წმინ­და სტე­ფა­ნეს გვირ­გვი­ნი, თუმ­ცა XI სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი მეფე აღარ ჰყო­ლი­ათ. ქარ­თვე­ლებ­მა კი სა­მე­ფო და­კარ­გეთ სულ ცოტა ხნის წი­ნათ, XIX სა­უ­კუ­ნე­ში. თქვენ უნდა აღად­გი­ნოთ ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო".

სა­ქარ­თვე­ლოს რუკა XVII სა­უ­კუ­ნის გე­ოგ­რა­ფი­ულ თა­მაშ­ში

"ერთ-ერთი პირ­ვე­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თა­მა­ში მსოფ­ლი­ო­ში ფრან­გმა გე­ოგ­რაფ­მა პიერ დიუ ვალ­მა (1618-1683) შექ­მნა 1645 წელს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო ფი­გუ­რი­რებს, რო­გორც სხვა­თა თა­ნას­წო­რი ქვე­ყა­ნა. მარ­თა­ლია, ის ზღვი­დან ზღვამ­დეა ნაჩ­ვე­ნე­ბი ერ­თა­დერ­თი ქა­ლა­ქით - სე­ბას­ტო­პო­ლი­სით ანუ სო­ხუ­მით, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ თა­მა­შის შემ­ქმნე­ლი სწავ­ლუ­ლი­სა და შემ­დეგ უკვე მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვი­საც, იგი ევ­რო­პელ­თა გე­ოგ­რა­ფი­ულ-პო­ლი­ტი­კურ-კულ­ტუ­რუ­ლი ცოდ­ნის შე­მად­გე­ნელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და" - ეს სი­ტყვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, ლაშა ბაქ­რა­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ბად­რი გო­გია, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი: ფრან­გი კარ­ტოგ­რა­ფი პიერ დიუ ვალი საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ აბე­ვილ­ში და­ი­ბა­და 1619 წელს. ის ცნო­ბი­ლი კარ­ტოგ­რა­ფის, ნი­კო­ლა სან­სო­ნის (1600-1667) დის­შვი­ლი გახ­ლდათ. 1650 წლი­დან პიერ დიუ ვალი პა­რიზ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც გა­მომ­ცემ­ლო­ბა გა­მარ­თა და გახ­და მე­ფის კა­რის გე­ოგ­რა­ფო­სი. გე­ოგ­რა­ფი­ულ ნაშ­რო­მებ­სა და ატ­ლა­სებ­თან ერ­თად, ადა­მი­ან­თა ის­ტო­რი­უ­ლი, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი, ჰე­რალ­დი­კუ­რი, ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და ზნე­ობ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის გა­საღ­რმა­ვებ­ლად მან გა­მოს­ცა სა­თა­მა­შო ბან­ქო და რუ­კე­ბი. "მსოფ­ლი­ოს თა­მა­ში" დიუ ვალ­მა 1645 წელს შექ­მნა და გრაფ ვი­ვონს მი­უ­ძღვნა. "მსოფ­ლი­ოს თა­მაშ­ში" 32-ე კარ­ტი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს (GEOღGIE). პიერ დიუ ვალი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­საც იც­ნობ­და. 1676 წელს მის მიერ გა­მო­ცე­მულ "უნი­ვერ­სა­ლურ გე­ოგ­რა­ფი­ა­ში" იგი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ქარ­თვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ იე­რუ­სა­ლიმ­ში ია­რა­ღით ხელ­ში შეს­ვლა და დრო­შე­ბის ფრი­ა­ლი...

გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თვე­ლო - გუ­რი­ის "ფო­ტოკ­რი­მან­ჭუ­ლი"

ფო­ტო­ალ­ბო­მი "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო" 12+1 ტო­მად (სა­ქარ­თვე­ლოს 12 კუ­თხე და თბი­ლი­სი) გა­მო­ვა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა კუ­თხე­ში "შე­გა­ხე­დებთ". თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე სა­ავ­ტო­რო ფო­ტო­ე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბის მოკ­ლე ორე­ნო­ვა­ნი (ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე) მი­მო­ხილ­ვით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გა­მო­ცე­მა თა­ნაბ­რად და­ა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს უკეთ გაც­ნო­ბა გა­ნუზ­რა­ხავს, ისე უცხო­ელ­საც, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის აურ­ჩე­ვია. ფო­ტო­ალ­ბო­მის წიგ­ნე­ბი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლის­ტრას­თან" ერ­თად ვრცელ­დე­ბა.

ამ "მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში" პრო­ფე­სი­ო­ნალ ფო­ტოგ­რა­ფებ­თან ერ­თად ფო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბიც გვი­მეგ­ზუ­რე­ბენ - თი­თო­ე­ულ წიგნ­ში მათი ნა­მუ­შევ­რე­ბიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. ამ­დე­ნად, "ჩემი სა­ქარ­თვე­ლო" ერ­თდრო­უ­ლად აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მაც არის და სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტიც. უნი­კა­ლურ ფო­ტო­მა­სა­ლას სა­გან­გე­ბოდ იღე­ბენ ამ ალ­ბო­მის­თვის...

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

რას გვი­ამ­ბო­ბენ რუ­კე­ბი

რო­გორ შე­იქ­მნა მითი წი­ფის გვი­რა­ბის შე­სა­ხებ

ეგ­ვიპ­ტურ პი­რა­მი­დებს "გამ­ჭო­ლად" გა­მო­იკ­ვლე­ვენ

რო­მან­ტი­კუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე - სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი!

ბა­ზი­ლი­კა ტბის ფსკერ­ზე წყალ­ქვე­შა მუ­ზე­უ­მად იქ­ცე­ვა

ხცი­სის ეკ­ლე­სი­ის წარ­წე­რე­ბი

უც­ნო­ბი ხელ­ნა­წე­რი და დე­დო­ფალ­თა დე­დო­ფა­ლი ანნა

გურ­ჯი მი­ნის­ტრე­ბი სტამ­ბოლ­ში

გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი სა­ზღვაო ის­ტო­რია - ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი ხო­მალ­დე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლე­ბი

რო­გორ ჩა­წე­რა აჰ­მედ ოზ­ქან მე­ლაშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის ფოლკ­ლო­რი სოფ­ლად

რო­გორ "გა­და­არ­ჩი­ნა" ჰერ­მან მელ­ვი­ლი მობი დიკ­მა

და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ომის ბე­ლო­რუ­სი­ე­ლი გე­ნე­რა­ლი - სტა­ნის­ლავ ბუ­ლაკ-ბა­ლა­ხო­ვი­ჩი

და კი­დევ მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ა­სა და მოკ­ლე ახალ ამ­ბავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” დეკემბრის ნომერი #12 (60), რომელშიც წაიკითხავთ:

იერუსალიმის პატრიარქის მივიწყებული სიგელი

იერუსალიმის საპატრიარქოს საცავებში არაერთი საყურადღებო დოკუმენტია დაცული. მათ შორის არის იერუსალიმის პატრიარქის, დოსითეოს II-ის (1669-1709) სიგელი, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისშია შედგენილი და შეიცავს ცნობებს წმინდა მიწაზე ქართული ტაძრების შესახებ, რომელთა ნაწილიც დღეს სწორედ იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია... განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იერუსალიმის პატრიარქის სიგელი. დოკუმენტი გამოქვეყნებულია და ცნობილია დაინტერესებული ადამიანებისთვის. დოკუმენტის დედანი იერუსალიმის საპატრიარქოს საცავშია. ბოლო ათეული წელია, ის ქართველ მეცნიერებს არ უნახავთ, არც მის შესასწავლად დაუშვიათ ვინმე საცავში. თუმცა საბერძნეთში გამოიცა ბერძნულად პატრიარქ დოსითეოსის ხელნაწერები და სწორედ ამ გამოცემაშია სიგელიც, სადაც იგი საუბრობს ქართველებისთვის იერუსალიმის ჯვრის და კიდევ რამდენიმე მონასტრის დაბრუნების შესახებ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი და ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია: “ამ დოკუმენტით იერუსალიმის საპატრიარქო და იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი - ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ბოლო საუკუნეების იერუსალიმის ეკლესიის ისტორიაში, ასევე დიდი ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში - ქართველთა უფლებას აღიარებს. მისი სიგელი საბუთია, მით უმეტეს, როცა წმინდა მიწაზე სხვა ერის საკუთრებაზე, მონასტერზეა საუბარი”.

ილია ჭავჭავაძე 1886 წლის 26 ნოემბერს სტატიაში “ათონის ქართული სავანის შესახებ” წერდა: “იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის სიგელ-გუჯარი, გამოცემული 1706 წელს ივლისის თვესა, ამტკიცებს, რომ მაშინ იერუსალიმს ქართველთა ჰქონიათ ექვსი მონასტერი: წმ. ჯვარისა, წმ. ნიკოლოზისა, წმინდათა თეოდორეთა, წმ. ბასილისა, წმ. ანასი და წმ. გიორგისა... ზემოხსენებულ პატრიარქის დოსითეოსის გუჯარში აღწერილია მიზეზი, რის გამოც ქართველთა მონასტრების გამგეობა მიუღია ბერძენთა სამღვდელოებასა და სხვათაშორის აი რა სწერია: “ხოლო ოდეს ღმერთი ინებებს და ივერიიდამ მოვა წინა-მძღვარი (იღუმენი), მაშინ იმან უნდა ჩაიბაროს და თვის გამგეობის ქვეშ მიიღოს ყველა მონასტრები უწინდელებრ”.

ქართველები ლატვიის პირველ რესპუბლიკაში - როგორ იქცა ბალტისპირეთი ქართველ ემიგრანტთა ნაწილის თავშესაფრად

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და რეპრესიების დაწყების შემდეგ, ქართველ მამულიშვილთა დიდი ნაწილი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში გახიზნულიყო. ევროპის სხვა ქვეყნების გარდა, ქართველ ემიგრანტთა მცირე ჯგუფი გაემგზავრა ლატვიის პირველ რესპუბლიკაში (არსებობდა 1918-1940 წლებში) და იქ მანამდე ჩასულ თანამემამულეთა დიასპორას შეუერთდა... XX საუკუნის 20-30-იან წლებში, ლატვიაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა ქართული ემიგრაციის ცნობილი მოღვაწე შალვა მაღლაკელიძე. კავკასიელთა საზოგადოების ხელმძღვანელი იგონებდა: “ჩემი მთავარი საქმე იყო ანტისაბჭოურ საზოგადოებებთან მუშაობა და მათ შორის “ენტეესთან” (რუსული ემიგრანტული პოლიტიკური ორგანიზაცია. - ნ.ჯ.). მე ვცხოვრობდი პასკევიჩის ქუჩაზე... შვანგირაძის ბინაში, რომელსაც ჰყავდა ცოლად შვედი ქალი... ჰყავს შვილები. ერთი მათგანი დიპლომატს მისთხოვდა. ბიჭი ჰყავს, სტუდენტია, სტიპენდიას მე ვაძლევ, კავკასიური საზოგადოების გამგეობის წევრია. ამ სახლში ვცხოვრობ მე და ამ სახლში ცხოვრობს იაპონიის ატაშე, რომელსაც მდივნად ჰყავს შვანგირაძის ქალი - ნინო. ამიტომ, მე ახლოს ვიყავი ამ ატაშესთან. რუსული კარგად იცოდა... ხშირად ვლაპარაკობდით საქართველოზე”.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს იაპონელ ატაშეს შალვა მაღლაკელიძისთვის უთქვამს: “მიკვირს, რაში დაგჭირდათ ქართველებს მენშევიკების ანდა ბოლშევიკების მიმხრობა, თითქოსდა დღეს დაიბადეთ და ისტორია არ გაგაჩნდეთ. მსოფლიოში არ მოიძებნება სხვა არც ერთი სამეფო დინასტია, რომელსაც იმდენი კულტურული და განათლებული მეფე ჰყოლოდა, რამდენიც ბაგრატიონებს ჰყავდათ... თქვენ უნდა მოქცეულიყავით უნგრელებივით, რომლებმაც აღადგინეს წმინდა სტეფანეს გვირგვინი, თუმცა XI საუკუნის შემდეგ საკუთარი მეფე აღარ ჰყოლიათ. ქართველებმა კი სამეფო დაკარგეთ სულ ცოტა ხნის წინათ, XIX საუკუნეში. თქვენ უნდა აღადგინოთ ბაგრატიონთა სამეფო”.

საქართველოს რუკა XVII საუკუნის გეოგრაფიულ თამაშში

“ერთ-ერთი პირველი გეოგრაფიული თამაში მსოფლიოში ფრანგმა გეოგრაფმა პიერ დიუ ვალმა (1618-1683) შექმნა 1645 წელს, სადაც საქართველო ფიგურირებს, როგორც სხვათა თანასწორი ქვეყანა. მართალია, ის ზღვიდან ზღვამდეა ნაჩვენები ერთადერთი ქალაქით - სებასტოპოლისით ანუ სოხუმით, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ თამაშის შემქმნელი სწავლულისა და შემდეგ უკვე მოთამაშეებისთვისაც, იგი ევროპელთა გეოგრაფიულ-პოლიტიკურ-კულტურული ცოდნის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა” - ეს სიტყვები სოციალურ ქსელში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ გამოაქვეყნა. ბადრი გოგია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი: ფრანგი კარტოგრაფი პიერ დიუ ვალი საფრანგეთის ქალაქ აბევილში დაიბადა 1619 წელს. ის ცნობილი კარტოგრაფის, ნიკოლა სანსონის (1600-1667) დისშვილი გახლდათ. 1650 წლიდან პიერ დიუ ვალი პარიზში დასახლდა, სადაც გამომცემლობა გამართა და გახდა მეფის კარის გეოგრაფოსი. გეოგრაფიულ ნაშრომებსა და ატლასებთან ერთად, ადამიანთა ისტორიული, გეოგრაფიული, ჰერალდიკური, ასტრონომიული ცნობიერებისა და ზნეობრივი საკითხების გასაღრმავებლად მან გამოსცა სათამაშო ბანქო და რუკები. “მსოფლიოს თამაში” დიუ ვალმა 1645 წელს შექმნა და გრაფ ვივონს მიუძღვნა. “მსოფლიოს თამაშში” 32-ე კარტი წარმოადგენს საქართველოს (GEOღGIE). პიერ დიუ ვალი საქართველოს ისტორიასაც იცნობდა. 1676 წელს მის მიერ გამოცემულ “უნივერსალურ გეოგრაფიაში” იგი აღნიშნავდა, რომ ქართველებს შეუძლიათ იერუსალიმში იარაღით ხელში შესვლა და დროშების ფრიალი...

გაიცანი საქართველო - გურიის “ფოტოკრიმანჭული”

ფოტოალბომი “ჩემი საქართველო” 12+1 ტომად (საქართველოს 12 კუთხე და თბილისი) გამოვა და ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში “შეგახედებთ”. თითოეული კუთხე საავტორო ფოტოებითა და საინტერესო ადგილების მოკლე ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მიმოხილვით იქნება წარმოდგენილი. გამოცემა თანაბრად დააინტერესებს როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც საკუთარი სამშობლოს უკეთ გაცნობა განუზრახავს, ისე უცხოელსაც, ვისაც საქართველო ტურისტული მოგზაურობისთვის აურჩევია. ფოტოალბომის წიგნები გაზეთ “კვირის პალისტრასთან” ერთად ვრცელდება.

ამ “მოგზაურობაში” პროფესიონალ ფოტოგრაფებთან ერთად ფოტომოყვარულებიც გვიმეგზურებენ - თითოეულ წიგნში მათი ნამუშევრებიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამდენად, “ჩემი საქართველო” ერთდროულად აკადემიური გამოცემაც არის და სახალხო პროექტიც. უნიკალურ ფოტომასალას საგანგებოდ იღებენ ამ ალბომისთვის...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

რას გვიამბობენ რუკები

როგორ შეიქმნა მითი წიფის გვირაბის შესახებ

ეგვიპტურ პირამიდებს `გამჭოლად” გამოიკვლევენ

რომანტიკული ფოტომატიანე - სუხიშვილები!

ბაზილიკა ტბის ფსკერზე წყალქვეშა მუზეუმად იქცევა

ხცისის ეკლესიის წარწერები

უცნობი ხელნაწერი და დედოფალთა დედოფალი ანნა

გურჯი მინისტრები სტამბოლში

გაცოცხლებული საზღვაო ისტორია - ძველი ბერძნული ხომალდების თანამედროვე მოდელები

როგორ ჩაწერა აჰმედ ოზქან მელაშვილმა ჩვენებურების ფოლკლორი სოფლად

როგორ `გადაარჩინა” ჰერმან მელვილი მობი დიკმა

დაუმთავრებელი ომის ბელორუსიელი გენერალი - სტანისლავ ბულაკ-ბალახოვიჩი

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები