მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუკი მთავარ პროკურორად ამირჩევთ..." - რას შეცვლის ირაკლი შოთაძე ახალი პოსტის დაკავების შემთხვევაში
"თუკი მთავარ პროკურორად ამირჩევთ..." - რას შეცვლის ირაკლი შოთაძე ახალი პოსტის დაკავების შემთხვევაში

თუკი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად ამირ­ჩევთ, ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­ცი­ლე­ბით უფრო გამჭვირ­ვა­ლე, გა­ცი­ლე­ბით უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა გახ­დე­ბა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე წარ­დგე­ნილ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ დღეს პარ­ლა­მენ­ტში, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა.

რო­გორც შო­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მან პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ში ყვე­ლა იერ­არ­ქი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რი გა­ი­ა­რა და კარ­გად იც­ნობს იმ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებს, რომ­ლის წი­ნა­შეც პრო­კუ­რო­რე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი დგა­ნან.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი პარ­ლა­მენ­ტის მხა­რა­და­ჭე­რას მი­ვი­ღებ, ეს იქ­ნე­ბა დიდი პა­ტი­ვი, პა­ტივ­თან ერ­თად უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და შან­სი იმი­სა, შევ­ძლო ჩემი ხედ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ტა­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გამ­ყა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მჯე­რა, რომ დღეს ჩვენ ყვე­ლა­ნი ვი­წყებთ თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რის ერ­თად მშე­ნებ­ლო­ბას – ისე­თი პრო­კუ­რა­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­სა­ხუ­რებს. 2006 წლის 3 აპ­რილს, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, რა თქმა უნდა, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტად წარ­დგო­მა მო­მი­წევ­და. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ყვე­ლა იერ­არ­ქი­უ­ლი სა­ფე­ხუ­რი გა­ვი­ა­რე – მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე სტა­ჟი­ო­რად და ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ ვმუ­შა­ობ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გად არის ცნო­ბი­ლი ის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი, რის წი­ნა­შეც პრო­კუ­რო­რე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად დგა­ნან", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ ორი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე.

შო­თა­ძე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს თი­თო­ე­ულ საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­შია. მისი თქმით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის თავი არა­სო­დეს აუ­რი­დე­ბია.

"თი­თო­ე­ულ საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­შია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის თავი არა­სო­დეს არ ამი­რი­დე­ბია და ამას არც ახლა არ ვა­პი­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­უხ­სნელ საქ­მე­ებს, გა­მო­ძი­ე­ბა პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის­კენ, მას მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი წესი აქვს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი უსა­ფუძ­ვლო იქ­ნე­ბა და ეს მა­შინ გა­მოჩ­ნდე­ბა, როცა მე თი­თო­ე­ულ კი­თხვას პა­სუხს გავ­ცემ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ირაკ­ლი შო­თა­ძემ პი­რო­ბა დადო, რომ მისი მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ის მზად არის პარ­ლა­მენტს ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­როს.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის კან­დი­დატს პი­რო­ბის და­დე­ბა ფრაქ­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა სთხო­ვა. ამას­თან, შო­თა­ძემ დე­პუ­ტა­ტებს საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­ში ერთი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბაც შეს­თა­ვა­ზა.

"პრო­კუ­რო­რი, რა თქმა უნდა, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი კუ­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან­გა­რი­ში ჩა­ა­ბა­როს პარ­ლა­მენტს. თუ ჩემი არ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა მზად ვარ ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო. თქვენ ჩემ­გან პი­რო­ბის და­დე­ბა გინ­დო­დათ და მე მზად ვარ ეს პი­რო­ბა მოგ­ცეთ. შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე სხვა ფორ­მატ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო­შიც შე­მოვ­ლენ, იმი­ტომ რომ იქ არის ერთი ად­გი­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

შო­თა­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფს და იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, რო­მელ­მაც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი კან­დი­და­ტუ­რა საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს წა­რუდ­გი­ნა, ასე­ვე საბ­ჭოს იმ წევ­რებს, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­უ­ჭი­რეს და მთავ­რო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"თუკი მთავარ პროკურორად ამირჩევთ..." - რას შეცვლის ირაკლი შოთაძე ახალი პოსტის დაკავების შემთხვევაში

"თუკი მთავარ პროკურორად ამირჩევთ..." - რას შეცვლის ირაკლი შოთაძე ახალი პოსტის დაკავების შემთხვევაში

თუკი საქართველოს მთავარ პროკურორად ამირჩევთ, ექვსი წლის განმავლობაში, პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭვირვალე, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა გახდება, რომელსაც ექნება სრული მხარდაჭერა როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, - აღნიშნული განცხადება მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი შოთაძემ დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

როგორც შოთაძემ განაცხადა, მან პროკურატურის სისტემაში ყველა იერარქიული საფეხური გაიარა და კარგად იცნობს იმ საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებს, რომლის წინაშეც პროკურორები და გამომძიებლები დგანან.

"იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის მხარადაჭერას მივიღებ, ეს იქნება დიდი პატივი, პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა და შანსი იმისა, შევძლო ჩემი ხედვების ცხოვრებაში გატარება პროკურატურის განვითარების და დამოუკიდებლობის გამყარების მიმართულებით. მჯერა, რომ დღეს ჩვენ ყველანი ვიწყებთ თანამედროვე პროკურატურის ერთად მშენებლობას – ისეთი პროკურატურის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული საზოგადოება იმსახურებს. 2006 წლის 3 აპრილს, როცა პროკურატურაში სტაჟიორად მუშაობა დავიწყე, რა თქმა უნდა, ვერ წარმომედგინა, რომ დაახლოებით ათი წლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავარი პროკურორის კანდიდატად წარდგომა მომიწევდა. ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურაში ყველა იერარქიული საფეხური გავიარე – მუშაობა დავიწყე სტაჟიორად და ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ ვმუშაობ. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ის საჭიროებები და პრობლემატური საკითხები, რის წინაშეც პროკურორები და გამომძიებლები ყოველდღიურად დგანან", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

შოთაძე პასუხისმგებლობას იღებს თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია. მისი თქმით, პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს აურიდებია.

"თითოეულ საქმეზე, რომელიც დღეს პროკურატურაშია, პასუხისმგებლობას ვიღებ. პასუხისმგებლობისთვის თავი არასოდეს არ ამირიდებია და ამას არც ახლა არ ვაპირებ. რაც შეეხება გაუხსნელ საქმეებს, გამოძიება პროცესია, რომელიც მიმართულია შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისკენ, მას მისი სამართლებრივი პროცედურები აქვს. ყველაფერს თავისი წესი აქვს. სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური სპეკულაციები უსაფუძვლო იქნება და ეს მაშინ გამოჩნდება, როცა მე თითოეულ კითხვას პასუხს გავცემ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გარდა ამისა, ირაკლი შოთაძემ პირობა დადო, რომ მისი მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში ის მზად არის პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს.

მთავარი პროკურორობის კანდიდატს პირობის დადება ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა სთხოვა. ამასთან, შოთაძემ დეპუტატებს საპროკურორო საბჭოში ერთი თავისუფალი ადგილის დაკავებაც შესთავაზა.

"პროკურორი, რა თქმა უნდა, ვალდებული იქნება გარკვეული კუთხვების შემთხვევაში ანგარიში ჩააბაროს პარლამენტს. თუ ჩემი არჩევა მოხდება მზად ვარ ამ პროცესში მონაწილეობა მივიღო. თქვენ ჩემგან პირობის დადება გინდოდათ და მე მზად ვარ ეს პირობა მოგცეთ. შესაძლებელია ასევე სხვა ფორმატში ინფორმაციის გაცვლა. კარგი იქნება თუ "თავისუფალი დემოკრატები" საპროკურორო საბჭოშიც შემოვლენ, იმიტომ რომ იქ არის ერთი ადგილი თავისუფალი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძემ მადლობა გადაუხადა საინიციატივო ჯგუფს და იუსტიციის მინისტრს, რომელმაც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა, ასევე საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და მთავრობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."