პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას შეარყევს"
"რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას შეარყევს"

რუ­სეთ-თურ­ქეთს შო­რის სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე საკ­მა­ოდ ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბა ვერ შეძ­ლეს, ეს სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტს კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რებს, ასე­ვე და­იკ­ლებს იმ­პორ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. გარ­და ამი­სა, მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დე­ბა რუ­სე­თი­დან ფუ­ლა­დი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და ლა­რის­თვის მძი­მე შე­დეგს მო­ი­ტანს. ცნო­ბი­სათ­ვის, თურ­ქეთ­მა სი­რი­ის სა­ზღვარ­თან რუ­სუ­ლი ბომბდამ­შე­ნი ორი დღის წი­ნათ ჩა­მო­აგ­დო. თურ­ქუ­ლი მხა­რე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბომბდამ­შე­ნი მათი სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის გამო ჩა­მო­აგ­დეს, რუ­სე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ თვითმფრი­ნავს თურ­ქე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე არ და­ურ­ღვე­ვია. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ხაზი გა­უს­ვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სე­რი­ო­ზულ შე­დეგს მო­ი­ტანს რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის.

რო­გორც თურ­ქეთ­ში, ასე­ვე რუ­სეთ­ში პო­ლი­ტი­კოს­თა ნა­წი­ლი უკვე დიპ­ლო­მა­ტი­ურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა­ზე ალა­პა­რაკ­და. რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ერთი მხრივ ან­კა­რა, მე­ო­რე მხრივ კი მოს­კო­ვი, ეს, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მოს­კოვ­მა თურ­ქე­თი­დან სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე ტუ­რის­ტე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა და ერ­თობ­ლი­ვი თურ­ქულ-რუ­სუ­ლი ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბიც შე­ა­ჩე­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბა რუ­სულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. ან­ტი­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა რუ­სე­თის მიერ შე­მო­ერ­თე­ბულ ყი­რიმს ელექტრო­ე­ნერ­გია გა­უ­თი­შა. გუ­შინ კი "გა­ზპ­რომ­მა" უკ­რა­ი­ნა­ში გა­ზის ექ­სპორ­ტი შე­ა­ჩე­რა. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნუ­ლი "ნაფ­ტო­გა­ზის" მხრი­დან წი­ნას­წარ გა­დახ­და­ზე უა­რის თქმა გახ­და. "გა­ზპ­რო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სეი მი­ლე­რი ამ­ბობს, რომ "ნაფ­ტო­გა­ზის" მიერ ადრე შე­ტა­ნი­ლი თან­ხა ამო­ი­წუ­რა. "უკვე ახლა, სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ცი­ვის დად­გო­მამ­დე, უკ­რა­ი­ნამ მი­წის­ქვე­შა სა­ცა­ვე­ბი­დან გა­ზის გა­მო­ტა­ნა და­ი­წყო, ისი­ნი კი საკ­მა­რი­სად შევ­სე­ბუ­ლი ისე­დაც არ არის", - გა­ნა­ცხა­და მი­ლერ­მა. გა­ზის მი­წის­ქვე­შა სა­ცა­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ოპე­რა­ტო­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­ცა­ვე­ბი­დან გა­ზის ამო­ტუმბვა 30 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო. მა­ნამ­დე კი, 25 სექ­ტემ­ბერს, რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ უკ­რა­ი­ნის­თვის გა­ზის მი­ყიდ­ვის სა­ბო­ლოო ფასი და­ად­გი­ნა- 1000 კბ/მ-ზე 227,4 დო­ლა­რი.

რუ­სეთ-თურ­ქე­თი­სა და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნას შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აშ­კა­რაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი მოს­კოვ­სა და ან­კა­რას შო­რის სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია მოხ­და, ეს სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტს კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას შეარყევს"

"რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას შეარყევს"

რუსეთ-თურქეთს შორის სიტუაციის ესკალაცია საქართველოს ეკონომიკაზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსებმა სიტუაციის დარეგულირება ვერ შეძლეს, ეს საქართველოდან ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს, ასევე დაიკლებს იმპორტის მაჩვენებელიც. გარდა ამისა, მინიმუმამდე შემცირდება რუსეთიდან ფულადი ტრანზაქციების რაოდენობა, რაც ქართული ეკონომიკისა და ლარისთვის მძიმე შედეგს მოიტანს. ცნობისათვის, თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი ორი დღის წინათ ჩამოაგდო. თურქული მხარე ირწმუნება, რომ ბომბდამშენი მათი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდეს, რუსები კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ფაქტი სერიოზულ შედეგს მოიტანს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისთვის.

როგორც თურქეთში, ასევე რუსეთში პოლიტიკოსთა ნაწილი უკვე დიპლომატიურ-ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტაზე ალაპარაკდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი მხრივ ანკარა, მეორე მხრივ კი მოსკოვი, ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოსკოვმა თურქეთიდან საკუთარი მოქალაქე ტურისტები გამოიყვანა და ერთობლივი თურქულ-რუსული ბიზნესპროექტებიც შეაჩერა. პარალელურად კიდევ უფრო დაიძაბა რუსულ-უკრაინული ეკონომიკური ურთიერთობა. ანტირუსულად განწყობილმა ადამიანებმა რუსეთის მიერ შემოერთებულ ყირიმს ელექტროენერგია გაუთიშა. გუშინ კი "გაზპრომმა" უკრაინაში გაზის ექსპორტი შეაჩერა. ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი უკრაინული "ნაფტოგაზის" მხრიდან წინასწარ გადახდაზე უარის თქმა გახდა. "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი ამბობს, რომ "ნაფტოგაზის" მიერ ადრე შეტანილი თანხა ამოიწურა. "უკვე ახლა, სერიოზული სიცივის დადგომამდე, უკრაინამ მიწისქვეშა საცავებიდან გაზის გამოტანა დაიწყო, ისინი კი საკმარისად შევსებული ისედაც არ არის", - განაცხადა მილერმა. გაზის მიწისქვეშა საცავების ევროპული ოპერატორების ასოციაციის ცნობით, უკრაინის საცავებიდან გაზის ამოტუმბვა 30 ოქტომბერს დაიწყო. მანამდე კი, 25 სექტემბერს, რუსეთის მთავრობამ უკრაინისთვის გაზის მიყიდვის საბოლოო ფასი დაადგინა- 1000 კბ/მ-ზე 227,4 დოლარი.

რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. სპეციალისტების აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვსა და ანკარას შორის სიტუაციის ესკალაცია მოხდა, ეს საქართველოდან ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია